+ -
+3
გილოცავთ ყველას


პირველ რიგში მოგესალმებით პატივცემულო მომხმარებლებო!
ალბათ მიხვდით, რისი დაწერაც მსურს... დიახ, მონდა მოგილოცოთ. აგერ უკვე მეშვიდედ მიწევრ ლალიკოს საიტიდან თქვენთვის ძვირფასო მომხმარებლებო ახალი წლის მოლოცვა და ყოველთვის, როცა ამას ვაკეთებდი გული სიხარულითა და სიყვარულით მევსებოდა, არც ამჯერად ვუღალათებ ტრადიციად ქცეულ გრძნობას და მთელი სულითა და გულით მოგილოცავთ დამდეგ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ახალი 2014 წლის შემობრძანებას. რას გისურვებთ? :ilove: ულევ სიხარულსა და სიყვარულს, ბედნიერებას, ოცნებების ახდენასა და რაც მთავარია ჯანმრთელობას. გამრავდით უსასრულოდ, იხარეთ და იბიდნიერეთ.
ასევე მინდა მოლოცვასთან ერთად მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენი საიტის ხშირი სტუმარი იყო და ყოველთვის აფასებდა მას, მათაც ვინც ერთხელ მაინც მოხვედრია ჩვენ საიტზე და მოეწონა ის. და საერთოდ ყველას მათ, ვინც მომავალში შემოგვიერთდება. სევე არ მინდა ის ადამიანები დავტოვო მილოცვის გარეშე, ვისაც საერთოდ ხელი ვერ მიუწვდება ინტერნეტამდე. გილოცავთ ყველას!


გფარავდეთ ღმერთი!

თქვენი მონა და მორჩილი, ლალიკოს საიტის ადმინი.
გმადლობთ ყურადღებისათვის.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up