+ -
+9
გილოცავთ დამდეგ 2012 წელს



მოგესალმებით პატივცემულო მომხმარებლებო და საიტის სტუმრებო!

და აი დგება ჟამი, როდესაც იწყება თითებზე თვლა, თუ რამდენი დღე დარჩა ახალი წლის დადგომამდე.

ვაცილებთ ძველ 2011 წელს და ვეგებებით ახალ 2012წელს.
რათქმაუნდა მიმავალი 2011 წელი ჩვენთვის და ჩვენი საიტისთვის უპრობლემო არ ყოფილა, ჩვენ საიტზე განხორციელდა რამოდენიმე DDOS შეტევა, მწყობრიდან გამოვიდა სერვერი, რომელზეც ჩვენი საიტი ცხოვრობდა და შენდებოდა, მაგრამ ჩვენ გადავრჩით!


და აი ამ ჟამს მე მინდა მადლობა მოვუხადო ყველას, ვინც ჩვენი საიტის ყოველდღიური მომხმარებელი იყო, მასაც, ვინც იშვიათად შემოგვირბენდა ხოლმე, და ყველას ვინც შემთხვევით მოხვდა საიტზე და შეაფასა და დააფასა ჩვენი შრომა. განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვუხადო ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ცდილობდა დახმარებოდა საიტს განვითარებაში, ვინც დაამატა საინტერესო სიახლეები, ვინც ნახა და გაუზიარა მეგობრებს საინტერესო სიახლეები სოციალურ ქსელებში.
მინდა მოგილოცოთ ყველას დამდეგი ახალი 2012 წელი, გისურვოთ ყველაზე ძვირფასი ადამიანის ცხოვრებაში - ჯანმრთელობა, ულევი სიხარული და ულევი სიყვარული, გფარავდეთ ღმერთი, იხარეთ და იბედნიერეთ!!!


პატივისცემითა და დიდი სიყვარულით საიტის ადმინისტრაცია


+ -
+8
Diesel_მა გააცნო შემოდგომა/ზამთრის ქალთა კატალოგი. ვნახოთ როგორ ეცმებათ გოგონებს შემოდგომაზე და ზამთარში.


გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up