+ -
+11
:good:

დღეს მთელი დღე ვფიქრობდი...არ ვიცი რაზე...თითქოს რაღაც მაწუხებდა,თავს მოუსვენრად ვგრძნობდი და ვნერვიულობდი...
უკვე ერთი კვირაა რაც იისფერ ბედნიერებაზე ვფიქრობ...წარმოდგენა არ მაქვს როგორია იისფერი ბედნიერება..ალბათ ძალიან ლამაზი და მშვენიერი,თუმცა რატომ მაინც და მაინც იისფერი და არა ვარდისფერი????! სიტყვა ბედნიერება ხომ ვარდისფერთან ასოცირდება???!!!უცნაურია.....
+ -
+1
ჩანახატები


შინაგანად ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი პიროვნების ფაქტორს. ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ პიროვნების ფაქტორი გადამწყვეტია ისტორიისათვის. შეიძლება ვამეტებ, მაგრამ ჩემი აზრით პიროვნებაა ის წყალგამყოფი, რომელიც ისტორიის დინებას ცვლის ჟამიდან ჟამზე, ზოგისთვის ცხადად, ზოგისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ ცვლის. სხვა საკითხია ვინ არის ეს პიროვნება, საიდან მომდინარეობს მისი ძალმოსილება. კარგია, თუკი ღვთისგან, კარგი კი არა ბედნიერებაა, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ ერი მთლიანად, საზოგადოება, საღმრთო გზებზე გადადის, რაც უკვე წმინდანთა უშუალო ჩარევას ნიშნავს ისტორიის მდინარებაში. საქართველოს ისტორიაში ეს მრავალგზის მომხდარა და ასეთ დროს იქსოვება სწორედ მართლმადიდებელი ერებისა და სახელმწიფოების ისტორიული მწვერვალები. ასეთ დროს სახელმწიფოს მმართველებადაც კი წმინდანები გვევლინებიან - მეფეები უპირატესად. ჩვენ შეიძლება ახლოს ვიყოთ ასეთ ისტორიულ მონაკვეთთან ჩვენი არსებობისა.
+ -
+27


დე,ნუღარ ტირი რა გთხოვ... მელეპარაკე ისევ... და ისევ მომეფერე.. მე შენს ყველა შეხებას ვგრძნობ..მომიყევი შენზე..დე,ძალიანმაინტერესებსროგორი ხარ..ლამაზი იქნები... მერე ყველას ვეტყვი რომყველაზე ლამაზი დედამყავს... მე შენში ვიზრდები... და შენ მიზრდი ჩემსსამყაროს...გთხოვ აღარ იტირო დედა....მე შენს ცრემლებსაც ვგრძნობ.. სევდასაც..და ჩემს სივრცეშიც აღწევს შიში....და მეც მეშინია დედა...შენი ცრემლების მეშნია და იმ სასოწარკვეთილი სიტყვების ღამით რო მეჩურჩულები...მერე რა რომ მამა წავიდა... ნუ ტირი... მე გეყოლები დედა..მომიყევიისეპირველად რომ მიყვებოდი... როგორ გიხაროდა დე ჩემი თავი შენში...როგორაღფთოვანებით მეუბნებოდი რომ იფიქრებდი ჩემს სახელზე და ყველაზემაგარსახელს დამარქმევდი...ამბობდი რომ მამის თვალებიუფრომომიხდებოდა...და აუცილებლად შენი ღიმილი მექნებოდა,რადგან როცამუცელზეიყურებოდი სულ იღიმოდი..გეგონა,ვგრძნობდი ამ მზერას...ვგრძნობდი დედა...!..მამა არ უნდა წასულიყო..მამას ხომ ასე უყვარდი... მე არ დამაბრალო დე.. და არ იტირო მამის გამო...მამამ ჩემი თავი დაგიტოვა..ახლაც გამალებით გიცემს გული.. და ჩემი პაწია გულიც აჩქარებულია...მე მეშინია დედა... მეშინია რომ ვეღარ გნახავ... და ვერც ყველას ვეტყვი,რომ ლაამზი დედა მყავს..ჩემისივრცეპატარავდება შენი სევდით.. სუნთქვა მიძნელდება...



.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up