+ -
+9
ლექსები - მარტოხელა მარტოსულო დედოფალო


...თუ კი შეგცივდება...

...მაშინ მზე ვიქნები...

...სიცხე შეგაწუხებს?!.

...მაშინ ზღვა ვიქნები...

...ჩემით თუ გათბები...

...ჩემით გაგრილდები...

...სხვა შეგიყვარდება?!.

...შენ ნუ დაფიქრდები...

...იბედნიერე და...

...მსხვერპლი..მე..ვიქნები
+ -
+111



საკმაოდ ძლიერი ვარ იმისთვის რომ უშენოდ ვიცხოვრო, ცხოვრება შენით არ დაწყებულა და არც დამთვრდება!!!

****



გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს. ფეხზე დამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს, წამართვეს, გამწირეს, _ ეს მე არ მამცირებს, შემარქვეს, მომიგონეს, _მაინც ვერ დამიმონეს, დაჭრილი დამტოვეს, ვეჩვევი სიმარტოვეს გადამაგდეს, მომპარეს, _ გმადლობთ მტერს და მოყვრეს.

****

აი, სულ ესა ვარ_ ხრიოკი ნაპირი დამშრალი მდინარის, ვისრუტავ შენს სითბოს და ვიოკებ ხვაშიადს, სანაცვლოდ ვერაფერს, ვერაფერს გპირდები- ვალში ვარ..

****

ხსოვნაში მინდა ჩამრჩე ისეთი,როცა პირველად მითხარ მიყვარხარ... სულში ჩავიკლავ ყველა ოცნებას და გეტყვი,წადი,აღარ მიყვარხარ...

****

შევცდი და მიწასთან გამასწორეს ,მესროლეს ტალახის გუნდები,მაგრამ არაფერს არ ვასწორებ,უკან არასოდეს ვბრუნდები.ვიგაცამ სინანულით შემომხედა_რა ქნას?_უშეცდომო ვინაა?ალბათ ბევრი რამე შეიცვლება,ჯერ ხომ ცხოვრება წინაა. ..

****

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა, თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული. წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად! არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური.....

****

აბსტრაქტულ ნახატს გადარებ და ფასი დაგადე ... შედევრის ! თუ ვინმე ყიდვას ინებებს რჩევასაც მივცემ .... აღარ ღირს !

****

ყოფიერების წუმპეში ჩაფლულს,დრო აღარ მრჩება,რამე ვიწამო,უბრალოდ წაგშლი წარსულიანად,რომ მომავალიც არ გამიწამო...

****

მე რომ შემეძლოს გამოვთქვა დარდი,მგონი ღრუბლები გაჩერდებოდა და სიბრალულით შემკრთალი ვარდი გულდათუთქული აცრემლდებოდა.



.
+ -
+6


გარღვეულ ზეცას ამოვკერავ
ლურჯი ტიტებით,
შევეფეთები ახირებულ
გაზაფხულს სადმე,
ატმის გუბიდან ამოვხვრეპავ
ბადაგს მუჭებით
და დავუმშვენებ ენძელებით
ამღვრეულ თვალებს...
მერე ხარებას ვიზეიმებ
ჭერმის ხარხარით,
მარტს გადავუხდი
აპრილისგან აღებულ ვალებს,
ლექსი-სურვილი ამეხლართა
თითქოს თითებში,
რომ არ დავწერო გავგიჟდები...
მირჩიეთ რამე...
+ -
+178


მე მიტყდება შენ რომ გიყურებ და შენ ბედნიერი ხარ )) :> სახე გაქვს მეორედ მოსვლა და ფეიერვერკი

****

ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა ..ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია..ნუ ცდილობ შემცვალო, ნუ ცდილობ გამზარდო..მაცადე ბავშვობა ასე მირჩევნია !

****

...ბევრსაც რომ შეხვდე თვალებს ლამაზებს, ჩემს თვალებს ნახავ იმათში მხოლოდ, ერთი ვარ შენთვის ამ ქვეყანაზე, შენი ცხოვრების თავი და ბოლო....

****

გზის ფულით დღეს ისევ ყვავილი ვიყიდე...უბრალოდ წვიმდა და უბრალოდ მინდოდი..

****

ვტირი? რა მოხდა ვტიროდე.. ცრემლი მდის? რა მოხდა მდიოდეს.. მე ხომ სიყვარული დავკარგე.. არ მაქვს უფლება ვტიროდე? ...

****

მიყვარხარ მაგრამ ჩუუ........ ხმამაღლა არ თქვა,♥-ში დამალე და არსად გამთქვა,მიყვარხარ ძლიერ ჩურჩულით გეტყვი ამ სიყვარულზე უარს ნუ მეტყვი♥♥♥:

****

შენ მე იმედებს ვერ გამიცრუებ,რადგან შენი იმედი არც არასდროს მქონია ...

****

"შეიძლება არ იცოდე რა გინდა ცხოვრებაში, მაგრამ ის მაინც უნდა იცოდე, რა არ გინდა"


.
+ -
+111


შემიძლია ვიყო ძალიან კარგი გოგონა, მაგრამ როცა ცუდი ვარ, მაშინ უკეთესი ვხდები

****

უფალი თვალ-ყურს გადევნებს,იცხოვრე საინტერესოდ, ისე რომ მან არ მოიწყნოს

****

-გაგიჯდი?მას ხომ შეყვარებული ჰყავს?!
- მერე რა,ფეხბურთშიც არის მცველი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გოლს ვერ გაიტან.

****

ვარ ახალგაზრდა,ჭკვიანი,ლამაზი და კონტაქტური,არავის არ ვეძებ,ვბლატაობ

****

ნდობა იცით რა არის? როცა გეუბნებიან რომ ის გულაობს, შენ კი პასუხობ :'იგულაოს,თბილად აცვია"

****

ეჰ სად არ ვყოფილვარ?! ამერიკა,კანადა,ვენეცია,საფრანგეთი...და არც ეგვიპტეში ვყოფილვარ.

****

თქვენც გემართებათ ესე? ზიხარ სტილისტთან სავარძელში და მაინც და მაინც მაშინ გეფხანება ცხვირი.
+ -
+10
Z.T Crew - bacho lomidze. ''Z.T Crew'' ნიშნავს ზესტაფონის ტრეისერთა ჯგუფს (Zestafoni Traceurs Crew). ეს ჯგუფი 5 თქვე არც არის რაც ჩამოყალიბდა და მგონი ამ 5 თვეში ბევრი ცოდნა შეიძინეს პარკურში. მე ამ ჯგუფში ვარ და ასე რომ ვთქვათ ამ ჯგუფის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიმიძღვის. იმ ადგილას სადაც ჩვენ ვარჯიშობთ არ არის პიპობები იმისათვის რომ ჩვენი ცოდნა ამ სპორტში გაღრმავდეს მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ რომ ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვყენოთ. ბევრი ახალგაზრდა ცდილობს რომ ამ საქმეს ხელი მოკიდოს იმიტომ რომ პარკური ეს არის ექსტრიმი, სიამოვნება, გადაადგილების სწრაფი საშვალება და ამ ყველაფერში ახალგაზრდობა და პირადად მე დიდ სიამოვნებას ვღებულობთ. საქართველოში 3-4 ქალაქში არის პირობები სადაც შეიძება რომ ამ სპორტს დაეუფლო: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორში. არის ქალაქები სადაც დარბაზები არ არის მაგრამ არიან ისეთი ადამიანები რომლებთაც უნდათ რომ პარკურს დაეუფლონ და ალბათ საქართველო ამ სხვა ქალაქებში პირობებს შექმნის. ხოლო რაც სიახლეს შეეხება, ამ ვიდეოში ვარ მე '' მგონი კარგია''. parkour 4-ever



+ -
+29


შენ თუ არ გიყვარვარ, რად უნდა მიყვარდე,
რად უნდა მიყვარდე რისთვის,.....
თუკი შენი გული მე არც კი მიგონებს და
მუდამ ფეთქავს სხვისთვის.....
გიყვარდეს შენ ის სხვა,
მე სულ სხვა მომძებნის,
სიტყვასაც არ ვეტყვი შენზე,.....
გიყვარდეს რა ვუყო იქნებ შენს თვალებში
ის უფრო კარგია ჩემზე,.....
მაგრამ დადგება დრო და გამიხსენებ,
იტყვი რად დავკარგე რისთვის?!
იცოდე ძვიფასო გვიანი იქნება
ეს გული იფეთქებს სხვისთვის...

****

ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე,
შემყვარებია შენი სახელი, უბრალოდ, ასე...
არ მინახიხარ მაგრამ ვიცი ხშირად იცინი,
არ გამიგია მაგრამ მიყვარს შენი სიცილი.
გამიფრინდება ოცნებები ცაში ალებად,
ფიქრებიც თავგზაარეულად დამემალება...!!!

****

მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს...
თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი,
მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე,
თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს,
და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ...
თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას,
ახალგაზრდობაც მოვა მეორედ,
თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ
ახლაც ლექსივით გამიმეორებ...
გული გაყინა ამ სიმარტოვემ,
გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს,
ასე მგონია თუ კი გიპოვი
მოხვალ და გულის კარებს გამიღებ...
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს.


დანარჩენი სრულიადში.
+ -
+5
სხვადასხვა ლექსები


ბევრი ცრემლი დასდენიათ ქართველ დედებს,
ცრემლი ჩვენთვის გასაკვირი როდია.
სიყვარული უსაშველო ვიცით,მაგრამ
სიძულვილიც უსაშველო გვცოდნია.

თუ დაგვჭირდა ძველებურად გავმგელდებით,
ქართულ დროშას ვარსკვლავებში ავიტანთ,
სიკვდილშიაც ლამაზი ვართ ქართველები,
სილამაზეს საფლავებშიც ჩავიტანთ.

ქართლის გულო,ნეტა როდის გამრთელდები,
მომხვდურებმა ასე როგორ გაგთელეს?
ღმერთსაც უყვარს დალოცვილი ქართველები
და ეს მიწაც ღმერთმა მოგვცა ქართველებს.

გაზაფხულზე ვაზის სულში ავფეთქდები,
ჩემი სული შენს სულს ჩახუტებია.
არასოდეს ბერდებიან ქართველები,
ქართველები ჭაბუკებად კვდებიან.


.
+ -
+12


წლებმა საათებად ჩაიარა
წლები საათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა
გრძნობის ყველა წამი დედა..
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა
გულში კლდედქცეული სევდა
მთელი დღეები და ღამეები
მუდამ მეყვარები დედა!
შენთან მოვედი და შემიფარე,
აღარ დაგშორდები მეტად,
ოქრო მუჭა–მუჭა დავარიგე
შენთვის აღარ დამრჩა დედა..
ყველა მეგობარი დამეფანტა
ქარიც აღარ ჩადგა ბედად
სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე
ვისღა მივაკითხო დედა?
კვიცი, ვინც კი დედას გადაუხტა
იქცა ფრთამოტეხილ გედად
ან მარადისობა, რომარსებობს
რატომ არ მითხარი დედა!
ფიქრთა ღრუბელია მარტოობა
ფიქრმა დამიბნელა მზედა
რატომ არ მასწავლე სიძულვილი მღუპავს სიყვარული დედა!


დანარჩენი სრულიადში


.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up