+ -
+28
მიხეილ ქვლივიძე-სიჩუმე


შემოვა შუქი, მეძებრის გეშით
ფრთხილად დაყნოსავს ფიჭვნარის უბეს.
გარინდებულან ფიჭვები, ტყეში
სიმშვიდე სუფევს.

ვწევარ გულაღმა. გავცქერი ღელეს
და ვითვლი მთების ზვიად სართულებს,
სადაც ნაძვები იმტვრევენ ხელებს
ცხარე ლოცვაში ცად აღმართულებს.

და მე არ ვიცი, ეს სიზმარია,
თუ საკმეველის კვამლი შეირხა..
ნუთუ შრიალი - მხოლოდ ქარია?
მაშ, რაღა იქნა, გულო, შენი ხმა?!

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up