+ -
+1
ჩანახატები


შინაგანად ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი პიროვნების ფაქტორს. ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ პიროვნების ფაქტორი გადამწყვეტია ისტორიისათვის. შეიძლება ვამეტებ, მაგრამ ჩემი აზრით პიროვნებაა ის წყალგამყოფი, რომელიც ისტორიის დინებას ცვლის ჟამიდან ჟამზე, ზოგისთვის ცხადად, ზოგისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ ცვლის. სხვა საკითხია ვინ არის ეს პიროვნება, საიდან მომდინარეობს მისი ძალმოსილება. კარგია, თუკი ღვთისგან, კარგი კი არა ბედნიერებაა, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ ერი მთლიანად, საზოგადოება, საღმრთო გზებზე გადადის, რაც უკვე წმინდანთა უშუალო ჩარევას ნიშნავს ისტორიის მდინარებაში. საქართველოს ისტორიაში ეს მრავალგზის მომხდარა და ასეთ დროს იქსოვება სწორედ მართლმადიდებელი ერებისა და სახელმწიფოების ისტორიული მწვერვალები. ასეთ დროს სახელმწიფოს მმართველებადაც კი წმინდანები გვევლინებიან - მეფეები უპირატესად. ჩვენ შეიძლება ახლოს ვიყოთ ასეთ ისტორიულ მონაკვეთთან ჩვენი არსებობისა.
+ -
+11
ლექსები - ვიდექით ერთად



ცხრა მთას იქით და ცხრა ზღვის გადაღმა,
თქვენ დაინახავთ შაპიტოს კარავს,
ცოდვილ გალიას თვალს მოჰკრავთ ალბათ,
შეხვალთ შიგნით და სმენას დაძაბავთ.


იქ დღემდე ერთად ზის ორი ბიჭი,
ორი კლოუნი, კამათი ისმის...
ერთი მთელი დღე მწუხარედ ტირის,
მეორეს მუდამ სახე უცინის.


მათგან უფროსი - კომედიანტი,
მისი ღიმილი ყურამდე ადის,
უმცროსს კი მუდამ აწუხებს დარდი,
იცნობდეთ, ჰქვია მას პალიაჩი.


თუ გსურს მკითხველო გაიგო რა სჭირთ,
რამ დააფიქრა ასე ჯამბაზი,
ცხრავე გააღე მაგ გულის კარი,
ყური დაუგდე და მერე წადი...


.
+ -
+6


გარღვეულ ზეცას ამოვკერავ
ლურჯი ტიტებით,
შევეფეთები ახირებულ
გაზაფხულს სადმე,
ატმის გუბიდან ამოვხვრეპავ
ბადაგს მუჭებით
და დავუმშვენებ ენძელებით
ამღვრეულ თვალებს...
მერე ხარებას ვიზეიმებ
ჭერმის ხარხარით,
მარტს გადავუხდი
აპრილისგან აღებულ ვალებს,
ლექსი-სურვილი ამეხლართა
თითქოს თითებში,
რომ არ დავწერო გავგიჟდები...
მირჩიეთ რამე...
+ -
+178


მე მიტყდება შენ რომ გიყურებ და შენ ბედნიერი ხარ )) :> სახე გაქვს მეორედ მოსვლა და ფეიერვერკი

****

ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა ..ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია..ნუ ცდილობ შემცვალო, ნუ ცდილობ გამზარდო..მაცადე ბავშვობა ასე მირჩევნია !

****

...ბევრსაც რომ შეხვდე თვალებს ლამაზებს, ჩემს თვალებს ნახავ იმათში მხოლოდ, ერთი ვარ შენთვის ამ ქვეყანაზე, შენი ცხოვრების თავი და ბოლო....

****

გზის ფულით დღეს ისევ ყვავილი ვიყიდე...უბრალოდ წვიმდა და უბრალოდ მინდოდი..

****

ვტირი? რა მოხდა ვტიროდე.. ცრემლი მდის? რა მოხდა მდიოდეს.. მე ხომ სიყვარული დავკარგე.. არ მაქვს უფლება ვტიროდე? ...

****

მიყვარხარ მაგრამ ჩუუ........ ხმამაღლა არ თქვა,♥-ში დამალე და არსად გამთქვა,მიყვარხარ ძლიერ ჩურჩულით გეტყვი ამ სიყვარულზე უარს ნუ მეტყვი♥♥♥:

****

შენ მე იმედებს ვერ გამიცრუებ,რადგან შენი იმედი არც არასდროს მქონია ...

****

"შეიძლება არ იცოდე რა გინდა ცხოვრებაში, მაგრამ ის მაინც უნდა იცოდე, რა არ გინდა"


.
+ -
+5
აქ არის ძალიან ლამაზი ფოტოების ფოტოკრებული, მე ასეთ სიახლეს კვირაში ერთხელ შემოგთავაზებთ, სიახლეში ნახავთ სასიყვარულო ფოტოები, გულებს, ფოტოზე დაწერილ ლექსებს სხვადასხვა სახის ნივთებით გაკეთებულ სიყვარულის გამომხატველ ფიგუებს და სხვა მრავალს.


სასიყვარულო ფოტოები (40 ფოტო)
+ -
+103


თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად ჩერდები
იმისთვის... როომ ყველა ძაღლს ქვა
ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე
ვერასდროს ვერ მიხვალ...

****

თქვენ მე ვერ მომკლავთ, ვერ შეძლებთ ამას,
უსულო გვამად ვერ გადამაქცევთ, მე თავს
მოგახვევთ მუქ ფერთა გამას, და თავს
ვერასდროს ვეღარ დამაღწევთ...

****

მეგობრობის ძაფს უხეშად ნუ გასწყვეტ,
რადგან თუ მეორედ დაგჭირდა მისი
აღდგენა, კვანძი დარჩება.

****

რაც არ გითქვამს იმის თქმას ყოველთვის
მოასწრებ, მაგრამ ნათქვამს უკან ვეღარ
დაიბრუნებ...


დანარჩენი სრულიადში


.
+ -
+10
შენზე მოგონებამ ფიქრებს შემაჩვია


შენზე მოგონებამ ფიქრებს შემაჩვია,
ივლისში ფიფქებად ბარდნას...
სიზმრებს გავატანე ის, რაც თვალს აკლია,
ის, რაც ოცნებებში ახდა...

შენი გაღიმება მთვარეს აურეკლავს,
მზის სხივი გამთბარა შენით...
თითქოსდა მორიდებთ შეწითლდა ზეცაც,
შენი უნებლიე ცქერით...


ლექსის ბოლომდე წასაკითხად გადადით სრულადში



.
+ -
0
გასეირნება გულით მომინდა


წუხელ ბარდნიდა ისე ლამაზათ,
გასეირნება გულით მომინდა.
მაგრამ წახვედი შენ ჩემგან კარგო,
და ხმის გაცემაც აღარ მოგინდა.
რა აზრი ჰქონდა, ამ ლამაზ ღამეს,
უშენოდ მარტო, ქუჩაში ყოფნას,
თოვლმა დაფარა ის ნაკვალებიც,
შენი წასვლისას რომ აჩნდა მიწას



დანარჩენი სრულად-ში


.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up