+ -
+210


მშობლები ჯერ გვასწავლიან სიარულს და ლაპარაკს, მერე კი გვეჩხუბებიან იჯექი და შენი ხმა არ გავიგონოო!

****

ერთხელ ექიმმა დამამშვიდა ოპერაციის წინ : ნუ გეშინიათ, ეს ჩემი მეცხრამეტე ოპერაციაა, როდისღაც ხომ უნდა გამომივიდეს.

****

რძე ისე გაძვირდა ძროხებს ავტოგრაფებისთვის დავსდევთ

****

ქორწილში იმხელა სუფრა იყო გაშლილი ლიმონათს სანამ ბოლოში ჩაიტანდნენ ვადა ქონდა გასული

****

თუ ორმოს გითხრიან, ხელს ნუ შეუშლი, დააცადე… ამოთხარონ… და მალე იქ აუზი გააკეთე

****

ანდერძის დაწერას ვაპირებ და ბუს კვერცხები ერთად იწერება თუ ცალკე ?

****

ბრძენს ნუ სცემთ თაყვანს და ხალხში მოისპობა შუღლი. ნუ განადიდებთ ძვირფას ნივთებს და მოისპობა პარვა კაცთა შორის. ნუ წარმოაჩენთ სურვილთა აღსაძრავს და არ იბობოქრებს ხალხის გული!

****

ხშირად, როდესაც ადამიანის ინტელექტი სარდაფში ბინადრობს, მისი ამბიციები პენტჰაუსში არის გამაგრებული
+ -
+11
ლექსები - ვიდექით ერთად



ცხრა მთას იქით და ცხრა ზღვის გადაღმა,
თქვენ დაინახავთ შაპიტოს კარავს,
ცოდვილ გალიას თვალს მოჰკრავთ ალბათ,
შეხვალთ შიგნით და სმენას დაძაბავთ.


იქ დღემდე ერთად ზის ორი ბიჭი,
ორი კლოუნი, კამათი ისმის...
ერთი მთელი დღე მწუხარედ ტირის,
მეორეს მუდამ სახე უცინის.


მათგან უფროსი - კომედიანტი,
მისი ღიმილი ყურამდე ადის,
უმცროსს კი მუდამ აწუხებს დარდი,
იცნობდეთ, ჰქვია მას პალიაჩი.


თუ გსურს მკითხველო გაიგო რა სჭირთ,
რამ დააფიქრა ასე ჯამბაზი,
ცხრავე გააღე მაგ გულის კარი,
ყური დაუგდე და მერე წადი...


.
+ -
+144
სტატუსები - ნაწილი 11


ქალი არის ჯოკერივით ხან შეგეტენება ხან წაგეგლიჯება და თუ გაიხიშთტე მაგრად ტეხავს

****

თავში ტვინის მაგივრად დაკუჭული ქაღალდი გიდევს და ზედ აწერია "ტვინი"

****

თუ თვლით რომ უცოდველი ხართ, მაშინ ექიმს მიმართეთ სკლეროზის თაობაზე..

****

ისეთს ამოგარტყამ იქნება ორმოცმა ჰაერში მოგისწროს.

****

რომელია ყველაზე საშიში ტყვია? რა თქმა უნდა ქალი...მოგხვდება თვალში,დაგიჭრის გულს , აზიანებს ნერვებსდა ასუფთავებს ჯიბეებს...

****

ნუ იცი ხომლე ესე ტყუილად ტირილი, დანა მოგხვდა მერე რაა, პირველად ხო არ ჩაგარტყი ვააა


.
+ -
+19


გადადით სრულიადში და თქვენ ნახავთ როგორ გამოითქმის თქვენი სახელი იაპონურად. მაგალითად: ნათია - ტოკაჩიკიკა
+ -
+147
სტატუსები - ნაწილი 10


სულელური აზრები ყველას მოსდის თავში, მხოლოდ ჭკვიანი ადამიანები არ გამოთქვამენ მათ!

****

ქალი-ეს არის ცა,მაგრამ ეს ცა მაღალია მამაკაცისგან,როგორც ცის თაღი მიწიდან..."

****

ოდნოებში შეპარულა მელა, ბიჭებს ეჩათავებოდა ნელა, შენ დედიკო გააჩუმე ენა, გაკვეთილი ნასწავლი მაქვს ყველა

****

ბედმა კამათელი ისე გააგორა, მწვერვალზე ასული უკან დამაგორა.....

****

როცა სხვას ტყუილს აჯერებთ,ეს თქვენი კი არა, იმის ღირსებაა,რომ დაგიჯერათ...

****

მე დავბრუნდები, ზღაპრული ფრთებით, წვიმისფერ ქალაქს დავხედავ ციდან.. მერე რა მოხდა ამ ახირებით, თუ სხვა სივრცეში გაფრენა მინდა..

****

სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა...

****

იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე.
+ -
+32
ლექსები - როცა გული ძლიერ ფეთქავს


როგორ დაგშორდი უფალო ჩემო
აღარც კი მესმის ძახილი შენი,
დავეხეტები ამ ტრიალ ქვეყნად
უძღები ვინმე გადანაშენი.

ამაოების მდგმური ვარ ისევ
და მის ნაკვალევს ვეღარ ვშორდები,
ისევ ის ზნე მჭირს მარადი გზირის
ამ მგზავრობაში გადმონადები.

ნუთუ მარადის ასე ვევნები
და არც არასდროს არ შევიცვლები?
ვარ განწირული ჩემივე ნებით
და უღმერთობას ვერ ვეცილები.

მოდი უფალო წამომაყენე
დავიღალე და სუნთქვა მეკვრება,
არა აქვს ფასი ჩემს უშენონას
მიშველე ღმერთო, სული მეყრება.
+ -
+111



საკმაოდ ძლიერი ვარ იმისთვის რომ უშენოდ ვიცხოვრო, ცხოვრება შენით არ დაწყებულა და არც დამთვრდება!!!

****



გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს. ფეხზე დამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს, წამართვეს, გამწირეს, _ ეს მე არ მამცირებს, შემარქვეს, მომიგონეს, _მაინც ვერ დამიმონეს, დაჭრილი დამტოვეს, ვეჩვევი სიმარტოვეს გადამაგდეს, მომპარეს, _ გმადლობთ მტერს და მოყვრეს.

****

აი, სულ ესა ვარ_ ხრიოკი ნაპირი დამშრალი მდინარის, ვისრუტავ შენს სითბოს და ვიოკებ ხვაშიადს, სანაცვლოდ ვერაფერს, ვერაფერს გპირდები- ვალში ვარ..

****

ხსოვნაში მინდა ჩამრჩე ისეთი,როცა პირველად მითხარ მიყვარხარ... სულში ჩავიკლავ ყველა ოცნებას და გეტყვი,წადი,აღარ მიყვარხარ...

****

შევცდი და მიწასთან გამასწორეს ,მესროლეს ტალახის გუნდები,მაგრამ არაფერს არ ვასწორებ,უკან არასოდეს ვბრუნდები.ვიგაცამ სინანულით შემომხედა_რა ქნას?_უშეცდომო ვინაა?ალბათ ბევრი რამე შეიცვლება,ჯერ ხომ ცხოვრება წინაა. ..

****

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა, თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული. წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად! არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური.....

****

აბსტრაქტულ ნახატს გადარებ და ფასი დაგადე ... შედევრის ! თუ ვინმე ყიდვას ინებებს რჩევასაც მივცემ .... აღარ ღირს !

****

ყოფიერების წუმპეში ჩაფლულს,დრო აღარ მრჩება,რამე ვიწამო,უბრალოდ წაგშლი წარსულიანად,რომ მომავალიც არ გამიწამო...

****

მე რომ შემეძლოს გამოვთქვა დარდი,მგონი ღრუბლები გაჩერდებოდა და სიბრალულით შემკრთალი ვარდი გულდათუთქული აცრემლდებოდა.



.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up