+ -
+210


მშობლები ჯერ გვასწავლიან სიარულს და ლაპარაკს, მერე კი გვეჩხუბებიან იჯექი და შენი ხმა არ გავიგონოო!

****

ერთხელ ექიმმა დამამშვიდა ოპერაციის წინ : ნუ გეშინიათ, ეს ჩემი მეცხრამეტე ოპერაციაა, როდისღაც ხომ უნდა გამომივიდეს.

****

რძე ისე გაძვირდა ძროხებს ავტოგრაფებისთვის დავსდევთ

****

ქორწილში იმხელა სუფრა იყო გაშლილი ლიმონათს სანამ ბოლოში ჩაიტანდნენ ვადა ქონდა გასული

****

თუ ორმოს გითხრიან, ხელს ნუ შეუშლი, დააცადე… ამოთხარონ… და მალე იქ აუზი გააკეთე

****

ანდერძის დაწერას ვაპირებ და ბუს კვერცხები ერთად იწერება თუ ცალკე ?

****

ბრძენს ნუ სცემთ თაყვანს და ხალხში მოისპობა შუღლი. ნუ განადიდებთ ძვირფას ნივთებს და მოისპობა პარვა კაცთა შორის. ნუ წარმოაჩენთ სურვილთა აღსაძრავს და არ იბობოქრებს ხალხის გული!

****

ხშირად, როდესაც ადამიანის ინტელექტი სარდაფში ბინადრობს, მისი ამბიციები პენტჰაუსში არის გამაგრებული
+ -
+24
ლექსი მონატრებაზე...


მენატრები, უსასრულოდ მენატრები,
ტიალ ფიქრებს ვერაფერი მოერევა,
დაღამდება, ძველებურად მემალები,
თეთრი მთვარე მტირალ ტირიფს მოეხვევა.

შენზე ფიქრებს ბობოქარ ზღვას მოვუყვები,
მე კვლავ ისევ უშენობა მელოდება,
შავ მორევში შავი ფიქრით ჩავეშვები,
აღელდება ზღვა, საოცრად აღელდება.



დანარჩენი სრულიადში


.
+ -
+113
ლექსები მონატრებაზე...


მე მინდა მხოლოდ ჩემი იყო
და სხვისი არვის,
ვერ იტანს გული ჩემი ირგვლივ
რაყიფთა არვეს,
მხოლოდ მე უნდა მეკუთვნოდეს
ეგ მზერა ქარვის,
სხვა ყველაფერი ჩემი სულის
სიმშვიდეს არღვევს!..

მესაკუთრე ვარ, ეგოისტი -
მაძაგონ თუნდაც!
რა ვქნა, თუ შენი სახე-მახე
ყოველთვის თან მსდევს,
მიყვარხარ! - აბა, ამას კითხვა,
მითხარ, რად უნდა,
ჰოდა, შენც, დიახ, მე მეკუთვნი
ბარიდან მთამდე!..


დანარჩენი სრულიადში


.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up