+ -
+29


შენ თუ არ გიყვარვარ, რად უნდა მიყვარდე,
რად უნდა მიყვარდე რისთვის,.....
თუკი შენი გული მე არც კი მიგონებს და
მუდამ ფეთქავს სხვისთვის.....
გიყვარდეს შენ ის სხვა,
მე სულ სხვა მომძებნის,
სიტყვასაც არ ვეტყვი შენზე,.....
გიყვარდეს რა ვუყო იქნებ შენს თვალებში
ის უფრო კარგია ჩემზე,.....
მაგრამ დადგება დრო და გამიხსენებ,
იტყვი რად დავკარგე რისთვის?!
იცოდე ძვიფასო გვიანი იქნება
ეს გული იფეთქებს სხვისთვის...

****

ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე,
შემყვარებია შენი სახელი, უბრალოდ, ასე...
არ მინახიხარ მაგრამ ვიცი ხშირად იცინი,
არ გამიგია მაგრამ მიყვარს შენი სიცილი.
გამიფრინდება ოცნებები ცაში ალებად,
ფიქრებიც თავგზაარეულად დამემალება...!!!

****

მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს...
თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი,
მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე,
თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს,
და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ...
თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას,
ახალგაზრდობაც მოვა მეორედ,
თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ
ახლაც ლექსივით გამიმეორებ...
გული გაყინა ამ სიმარტოვემ,
გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს,
ასე მგონია თუ კი გიპოვი
მოხვალ და გულის კარებს გამიღებ...
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს.


დანარჩენი სრულიადში.
+ -
+250
ჩვენი მეგობრობა, ჩვენი სიყვარული.


ჩვენი მეგობრობა,ჩვენი სიყვარული,

ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს,

ჩვენი მეგობრული სიყვარული,

სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს,

ჩვენი მხიარული სახეები

არასდროს მწუხრით არ შეცვლილიყოს,

ჩვენი უცოდველი ნაბიჯები,

მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს.



გაგრძელება სრულიადში


.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up