+ -
+29


შენ თუ არ გიყვარვარ, რად უნდა მიყვარდე,
რად უნდა მიყვარდე რისთვის,.....
თუკი შენი გული მე არც კი მიგონებს და
მუდამ ფეთქავს სხვისთვის.....
გიყვარდეს შენ ის სხვა,
მე სულ სხვა მომძებნის,
სიტყვასაც არ ვეტყვი შენზე,.....
გიყვარდეს რა ვუყო იქნებ შენს თვალებში
ის უფრო კარგია ჩემზე,.....
მაგრამ დადგება დრო და გამიხსენებ,
იტყვი რად დავკარგე რისთვის?!
იცოდე ძვიფასო გვიანი იქნება
ეს გული იფეთქებს სხვისთვის...

****

ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე,
შემყვარებია შენი სახელი, უბრალოდ, ასე...
არ მინახიხარ მაგრამ ვიცი ხშირად იცინი,
არ გამიგია მაგრამ მიყვარს შენი სიცილი.
გამიფრინდება ოცნებები ცაში ალებად,
ფიქრებიც თავგზაარეულად დამემალება...!!!

****

მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს...
თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი,
მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე,
თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს,
და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ...
თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას,
ახალგაზრდობაც მოვა მეორედ,
თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ
ახლაც ლექსივით გამიმეორებ...
გული გაყინა ამ სიმარტოვემ,
გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს,
ასე მგონია თუ კი გიპოვი
მოხვალ და გულის კარებს გამიღებ...
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს.


დანარჩენი სრულიადში.
+ -
+35


არა, ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას,
თუ ღმერთმა მოგისაჯა, რომ შენს სულში,
როგორც სანაგვე ყუთში,
იყრებოდეს მთელი დღის ჩენჩო.

****

რომ დაგენახა ლოყამ ცრემლი როგორ ატარა,
ვიცი მეტყოდი... სულელი ხარ თანაც პატარა.

****

მე მიყვარდა ძლიერ,ძლიერ,მას კი არა.
მის ნახვაზე ცას ვწვდებოდი ის კი არა...
გამარჯობას რომ მეტყოდა თვალს
ნათელი მადგებოდა მას კი არა...
მაგრამ განვლო დრო ტიალმა,
ყველაფერმა ჩაიარა ერთხელ
შემხვდა ის ქუჩაში ნაღვლიანი,
მას უყვარდი მე კი აღარ!!
+ -
+24
სადღეგრძელოები - ცრემლიან თვალებს



იმ ფიქრს გაუმარჯოს და ცრემლიან თვალებს,

რომელიც აჩრდილად სულ სხვას დაჰყვება,

ყველას გაუმარჯოს,ჩვენს სიმპატიებს

რომელთა გულებიც ჩვენთვის დადნება.

მაშ,მოდით ამ ჩიქით მათ გაუმარჯოს

ვისი გულებიც დაკარგულია,

ვისაც ერთი უყვარს ამ ქვეყანაზე,

ვინც რომ გულწრფელი შეყვარებულია.

ნეტას გაუმარჯოს ჩვენ–ჩვენი გაგებით,

ის სულ ერთია ვინც გვინატრია,

სანთლებს გაუმარჯოს ოქროს თასებით,

რომლებიც უთქმელად იწვან.

მაშ მოდით სუყველამ ფეხზე წამოდგომით,

შევსვათ საყვარელი გულის სადღეგრძელო,

შევსვათ პირველი სიყვარულისა და

ყველას ტანჯული გული ვადღეგრძელოთ.


.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up