+ -
+32
ლექსები - როცა გული ძლიერ ფეთქავს


როგორ დაგშორდი უფალო ჩემო
აღარც კი მესმის ძახილი შენი,
დავეხეტები ამ ტრიალ ქვეყნად
უძღები ვინმე გადანაშენი.

ამაოების მდგმური ვარ ისევ
და მის ნაკვალევს ვეღარ ვშორდები,
ისევ ის ზნე მჭირს მარადი გზირის
ამ მგზავრობაში გადმონადები.

ნუთუ მარადის ასე ვევნები
და არც არასდროს არ შევიცვლები?
ვარ განწირული ჩემივე ნებით
და უღმერთობას ვერ ვეცილები.

მოდი უფალო წამომაყენე
დავიღალე და სუნთქვა მეკვრება,
არა აქვს ფასი ჩემს უშენონას
მიშველე ღმერთო, სული მეყრება.
+ -
+58
ლექსები მეგობარზე (6 ლექსი)


ხელი მომეცი მეგობარო,რამე მიშველე
თორემ ჩამყლაპა ამ ცხოვრებამ ასე უჩუმრად,
ან ხმა გამეცი დამიძახე ან დამიწერე,
რომ წავიკითხო გავიგონო ან უნებურად.

თავი დაგადო,მეგობარო ,მაგრად ვიტირო,
ბოღმა გულიდან ამოვიღო,იქნებ დავმშვიდდე,
მერე წავიდეთ ზღვის ნაპირზე ზეცა ვიხილოთ,
მე ჩაგეხუტო რომ ეს სევდა გადამავიწყდეს.

გული მომეცი მეგობარო,ეგ ტბილი გული ,
რომ სამუდამოდ ჩავიხუტო და ჩემთან დარჩეს.
შენგან ნაჩუქარ მოგონებებს სათუთად ვუვლი,
იქნებ ვიცოცხლო მეგობარო,იქნებ გადავრჩე.



.
+ -
+98


მოასწარი გამოხატო შენი სითბო და სიყვარული, ნუ დაინანებ უთხრა შენთვის ძვირფასს, რომ ის გიყვარს თორემ შესაძლოა ხვალ უკვე ყველაფერი გვიან იყოს...

****
სწორედ შენა ხარ სიყვარულით მოგვრილი სევდა ... და ამიტომაც მენატრები ყველაზე მეტად!...

****
ვინც ვერასოდეს გამიგებს.... ყველა თავის გზით წავიდეს!

****
სტრიქონებიც ისე გათავხედდნენ, ჭირსაც წაუღია ლექსის წერა, ოღონდ შენს თვალებში ჩამახედა, სადაც დამრჩენია ბედისწერა...

****
ცხოვრებას არასოდეს გაებუტო, ისწავლე ტკივილის ატანა, არ შეგეშინდეს მომავლის, მე შენს გვერდით ვარ პატარა...

****
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი: მაღლა-ღმერთი, აქ-დედა…

****
“მე შენ მიყვარხარ” - წამები სჭირდება ამ სიტყვების წარმოთქმას, იმის ჩვენებას კი, როგორ გიყვარს - მთელი ცხოვრება.

****
მიყვარს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ, რადგან სხვანაირი ვერასოდეს ვიქნები...

****
...ზოგჯერ იმისთვის რო სიყვარული გადაარჩინო უნდა წახვიდე...ხო სულ სამუდამოდ უნდა წახვიდე მისგან...სიყვარულმა რო იცოცხლოს საუკუნოდ..

****
არასდროს ყოფილხარ სულერთი, სულ - ,, ერთი , - იყავი. შენ კი ამ სიცარიელეს სიტყვებს შორის ვერ ხედავდი..

****
ვინც ახლო მოვუშვი გულთან...ვინაც ახლობლად მიიღო გულმა.. რატომღაც ძალზე ადვილად მკარგავს...

****
მიყვარხარ!!! ამის გაგონება გინდოდა? ხოდა წაიკითხე... გაგონებით კი ვეღარასდროს გაიგონებ!!!
+ -
+761
ლექსები მეგობარზე - ახალი კრებული (5 ლექსი)


შენ რომ გაუგებ და გაგიგებს ეს სულ სხვა არის,
ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილ მეგობარს,
შენი ტკივილი რომ სტკივა და შენს ლხინს შეჰხარის,
შენ რომ ენდობი და ყოველთვის ისიც გენდობა..

არ უღალატო,არ გასწირო ნუ გასცვლი სხვაზე.
თორემ იმ სხვასაც ვერ გაუგებ დაიმახსოვრე,
მეგობრობა ეს ნიჭია ღმერთმა გიბოძა,
მაგრამ ეს ნიჭი ყველას არ აქვს მინდა იცოდე.

უმეგობროდ ჩათვალე რომ ცოცხალი არ ხარ,
მაშ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას უაზროდ გავლილს,
არ იმეგობრო იმასთან ვინც მხოლოდ გჭირდება
მეგობარი არის მთელი ცხოვრების აზრი..


დანარჩენი სრულიადში

.
+ -
+53



შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...

ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...

ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა,
გული მირთმეული მიწას დაანარცხა...

ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
შავით შემიცვალა ნათელი ფერები...




.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up