+ -
+10
შენზე მოგონებამ ფიქრებს შემაჩვია


შენზე მოგონებამ ფიქრებს შემაჩვია,
ივლისში ფიფქებად ბარდნას...
სიზმრებს გავატანე ის, რაც თვალს აკლია,
ის, რაც ოცნებებში ახდა...

შენი გაღიმება მთვარეს აურეკლავს,
მზის სხივი გამთბარა შენით...
თითქოსდა მორიდებთ შეწითლდა ზეცაც,
შენი უნებლიე ცქერით...


ლექსის ბოლომდე წასაკითხად გადადით სრულადში



.
+ -
+7
ლექსი სიყვარულზე


მახსოვს,
გნატრობდი და მაინც გაგიხსენე...
რა ვქნა უშენობამ სევდას მიმაჩვია...
ჩემგან ბორკილები აიხსენი?
და ეს, ყველაფერი არად მიგაჩნია?...

მათოვს,
სიცისფრე და წამი შესაფერი...
ვიცი, მელოდება მაინც აღსასრული...
თურმე, დამავიწყდა ყველაფერი...
გარდა, სევდისა და სიყვარულის...
+ -
+53



შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...

ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...

ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა,
გული მირთმეული მიწას დაანარცხა...

ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
შავით შემიცვალა ნათელი ფერები...




.
+ -
+8
ლექსი ქალებზე


მე ბევრი რამე არ მომწონს ქვეყნად,
ან რატომ უნდა მწამდეს ყოველი,
რისთვის აცდუნა ადამი ევამ,
ან ქალებისგან სხვას რას მოველით?!

ქალი, ყველაზე დიდი ცდუნება,
ყველაზე სუსტი წერტილი კაცის,
ასეთი არის ჩვენი ბუნება,
ქალის გულისთვის სულსაც კი გავცვლით...
+ -
+15
ლექსი სიყვარულზე (1 ლექსი)


გენატრები??
ეხლა რაღა დროს მონატრებაა...
გენანები?
ეხლა რაღა დროს სინანულია
ეხლა გიყვარვარ? როცა აღარ ვარ?
როცა ვეღარ გრძნობ ჩემი ტუჩების სითბოს?
ეხლა გიყვარვარ?
ეხლა რაღა დროს სიყვარულია.
ეხლა გიყვარვარ?
მე მიყვარდი, არ შემიყვარე.
ეხლა გინდივარ?
მე მინდოდი, შენ სხვას ეძებდი.
ეხლა გენატრები?
მენატრებოდი, სიგიჟემდე მენატრებოდი
+ -
0
ახლახანს გათენდა... ღრუბელთა მანტია


ახლახანს გათენდა... ღრუბელთა მანტია
ამღვრეულ თვალებში იჭრება კარტივით,
მე ისევ მარტო ვარ... ირგვლივ კი მარტია
უბრალოდ რთული და ძალიან მარტივი...

ღმერთი ხარ? – მაშინ მე ურწმუნო თომა ვარ
ვნახოთ ვინ გაიტანს და ვისი აჯობებს,
უკვე წარსულივით ვიგონებ მომავალს,
არმოსულ გაზაფხულს თვალებით ვაბოდებ.


ლექსის ბოლომდე სანახავად გადადით სრულადში



.
+ -
0


უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,

მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ...

დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც

დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს...

მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს,

სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ..

არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ,

იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...



ლექსის ბოლომდე სანახავად გადადით სრულადში



.
+ -
+1
გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე


გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე
ამბავი მოხდა უმაგალითო :
ქალი მისულა უყელსაბამო,
უბრილიანტო, უმარგალიტო,

უმანქანო და უმდიდრულქურქო,
უსაყურო და უსამაჯურო,
უქმრო, უშვილო და უღიმილო,
უჯამაგირო, უსამსახურო. . .

მისულა ქალი მაღალ დარბაზში
და არხეინი შეძრულა ხალხი :
ცისფერ-ვარდისფერ მათს გარემოში
კაბა ქალისა შეჭრილა თალხი.


ლექსის ბოლომდე სანახავად გადადით სრულად-ში


.
+ -
0
გასეირნება გულით მომინდა


წუხელ ბარდნიდა ისე ლამაზათ,
გასეირნება გულით მომინდა.
მაგრამ წახვედი შენ ჩემგან კარგო,
და ხმის გაცემაც აღარ მოგინდა.
რა აზრი ჰქონდა, ამ ლამაზ ღამეს,
უშენოდ მარტო, ქუჩაში ყოფნას,
თოვლმა დაფარა ის ნაკვალებიც,
შენი წასვლისას რომ აჩნდა მიწას



დანარჩენი სრულად-ში


.
+ -
+23
როცა პირველად შენი თვალები


როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვედით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.

ლექსის ბოლომდე წასაკითხად დააჭირეთ სრულად
+ -
+11


მე შენ მიყვარდი, გიძღვნიდი ლექსებს,
შენ სხვა ქარებმა გაგინაპირეს.
მე შენ მიყვარდი როგორც მზის სხივი,
სხივი რომელიც აღარ ასხივებს.

შენში ვხედავდი ზეციურ ფერებს,
დედამიწაზე სამოთხის ხედებს.
ჩემთან მოჰყავდი ყოველთვის სიოს,
გულში ცხოვრობდი, დაგქონდა სითბო.


ლექსის ბოლომდე წასაკითხად დააჭირეთ სრულად

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up