+ -
+254
ლექსები სიყვარულზე (10 ლექსი)


დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ


.
+ -
+11
ლექსი სამშობლოზე...


უცებ ცხელ გულზე დამადგეს ფეხი,
როცა მედეა მომგლიჯეს მკერდით.
ძველი ქართულით, ნუსხურ-მთავრულით
ბოლნისის ქვაზე ჩემს ვარამს ვწერდი.

ხელში ბატის ფრთით, გაშლილ ეტრატზე
მე სიყვარულის პოემას ვწერდი.
ჩემი ხატია, გულს მახატია:
იყალთო, გრემი და ალავერდი.

ზედ გულზე შემდგა მე თემურ ლენგი,
კოჭლი ფეხებით როცა გამთელა,
მაშინ მამულის საკურთხეველზე
ჩემი თითები ენთო სანთლებად.



.
+ -
+112
ლექსები მონატრებაზე...


მე მინდა მხოლოდ ჩემი იყო
და სხვისი არვის,
ვერ იტანს გული ჩემი ირგვლივ
რაყიფთა არვეს,
მხოლოდ მე უნდა მეკუთვნოდეს
ეგ მზერა ქარვის,
სხვა ყველაფერი ჩემი სულის
სიმშვიდეს არღვევს!..

მესაკუთრე ვარ, ეგოისტი -
მაძაგონ თუნდაც!
რა ვქნა, თუ შენი სახე-მახე
ყოველთვის თან მსდევს,
მიყვარხარ! - აბა, ამას კითხვა,
მითხარ, რად უნდა,
ჰოდა, შენც, დიახ, მე მეკუთვნი
ბარიდან მთამდე!..


დანარჩენი სრულიადში


.
+ -
+761
ლექსები მეგობარზე - ახალი კრებული (5 ლექსი)


შენ რომ გაუგებ და გაგიგებს ეს სულ სხვა არის,
ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილ მეგობარს,
შენი ტკივილი რომ სტკივა და შენს ლხინს შეჰხარის,
შენ რომ ენდობი და ყოველთვის ისიც გენდობა..

არ უღალატო,არ გასწირო ნუ გასცვლი სხვაზე.
თორემ იმ სხვასაც ვერ გაუგებ დაიმახსოვრე,
მეგობრობა ეს ნიჭია ღმერთმა გიბოძა,
მაგრამ ეს ნიჭი ყველას არ აქვს მინდა იცოდე.

უმეგობროდ ჩათვალე რომ ცოცხალი არ ხარ,
მაშ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას უაზროდ გავლილს,
არ იმეგობრო იმასთან ვინც მხოლოდ გჭირდება
მეგობარი არის მთელი ცხოვრების აზრი..


დანარჩენი სრულიადში

.
+ -
+61
ლექსი მამაზე...


ექვსი წელია მე არ მენახე
ჩემო საყვარელო მამა.
შენი სითბო და ალერსი
მაკლდა,არ მაკლდა განა?
.....
როცა დამინახე და გადამკოცნე
ხელები აგითრთოლდა,
მე კი შევნიშნე შენს თმებში,
რომ განუწყვეტლივ თოვდა



გაგრძელება სრულიადში


.
+ -
+12


წლებმა საათებად ჩაიარა
წლები საათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა
გრძნობის ყველა წამი დედა..
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა
გულში კლდედქცეული სევდა
მთელი დღეები და ღამეები
მუდამ მეყვარები დედა!
შენთან მოვედი და შემიფარე,
აღარ დაგშორდები მეტად,
ოქრო მუჭა–მუჭა დავარიგე
შენთვის აღარ დამრჩა დედა..
ყველა მეგობარი დამეფანტა
ქარიც აღარ ჩადგა ბედად
სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე
ვისღა მივაკითხო დედა?
კვიცი, ვინც კი დედას გადაუხტა
იქცა ფრთამოტეხილ გედად
ან მარადისობა, რომარსებობს
რატომ არ მითხარი დედა!
ფიქრთა ღრუბელია მარტოობა
ფიქრმა დამიბნელა მზედა
რატომ არ მასწავლე სიძულვილი მღუპავს სიყვარული დედა!


დანარჩენი სრულიადში


.
+ -
+125
სრულიადში ნახავთ 5 ლექს სიყვარულზე, მაგარი ლექსებია ძაან :good:


ლექსების კრებული სიყვარულზე (5 ლექსი)


ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი,
ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს.
ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე,
სევდა როდემდე არ დამასვენებს?
დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ,
თვალებს გავახელ და შენ დამხვდები,
მოგონებებში ჩავიძირე და
საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები.
შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ,
აზრი არა აქვს შენზე ოცნებას,
მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე,
ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება.
მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი,
მართლაც რამდენი ხანი გავიდა...
გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს,
მე შეგუება ბედთან არ მინდა!
მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი,
არც დამცინავი კედლის საათი;
"ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე
დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!"
ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს
შენი ხატება _ ძილშიაც მოვა;
წახვედი შენ და ღამის სიზმრები,
მოგონებები დამრჩა სახსოვრად.
შენზე ვერავინ ვერ იტყვის აუგს,
სანამდე სითბოს გრძნობენ ხელები
და შენ იცოცხლებ მანამდე, სანამ
იარსებებენ ჩემი ლექსები.


.
+ -
0


ჩვენ ვამაყობთ წარსულით მაგრამ ,
არგებს სიტყვები რამეს მომავალს?
ვიძახით ყველგან , რომ ვართ ძლიერნი
ბრძენნი , ერთგულნი და გონიერნი


ათასი ტყვილი სიტყვისა ნაცვლად
ერთი უბრალო ნაბიჯი დავდგად,
არა, არა გვსურს სირბილი
ჩვენ გვინდა ძილი , სმა და სიცილი



დანარჩენი სრულიადში
+ -
+625
5 ლექსი დედაზე


ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია


დანარჩენი სრულიადში


.
+ -
+250
ჩვენი მეგობრობა, ჩვენი სიყვარული.


ჩვენი მეგობრობა,ჩვენი სიყვარული,

ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს,

ჩვენი მეგობრული სიყვარული,

სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს,

ჩვენი მხიარული სახეები

არასდროს მწუხრით არ შეცვლილიყოს,

ჩვენი უცოდველი ნაბიჯები,

მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს.



გაგრძელება სრულიადში


.
+ -
+112
სადღეგრძელოები - მინდა რომ შევსვა


მინდა რომ შევსვა, სასმისი ერთი,
როგორც ყოველთვის, ვახსენო ღმერთი.
ის ხომ ერთია, ამ ქვეყნად ერთი,
მუდამ გფარავდეთ, მაღალი ღმერთი.
ეს ბილიკები, საით წაგვიყვანს???
სალოცავისკენ ნეტავ მიგვიყვანს???
თუ გულით გვწამს და გონებაც ილტვის,
ყველა ბილიკი, უფლისკენ მიდის.
კვლავ ვადღეგრძელოთ სალოცავები,
სულ გვიფარავდეს, ჩვენ წმინდანები,
დიდება სამშობლოს, დიდება გენს,
დიდება ქარტველებს და მაღალ ღმერთს.

****


მზერომ დახატო თბილი უნდა იყო,
თბილი რომ იყო ვიღაცამ უნდა გაგათბოს,
რომგაგათბოს უნდა უყვარდე
რომ უყვარდე უნდა დაიმსახურო
მოდით ამ სითბოს სიყვარულს
დამსახურებას და ღირსებას გაუმარჯოს.



.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up