+ -
+36
ჩვენმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომენტარებში დატოვა ერთი ლაზი ლექსი, მე პირადად ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე ყველასთვის ყველასთვის მენახებინა. ავტორი ჩემთვის უცნობია.

ერთი ლამაზი ლექსი


ქალის სილამაზე ნეტავ რა ფერია? ყველა
ოცნებაზე მეტად სხვა ფერია. ქალი ქვეყანაზე
მაინც რამდენია? ქალი ტკივილია, ცრემლის
დამდენია. ქალის გახატება ნეტავ სად
წერია? ქალი გამთენიას ლექსად მიწერია.
ქალი ოცნებების არის მეპატრონე, ქალზე
მუზებს მგონი ვეღარ ვთმობ მე. ქალი
სიმარტოვის ჩუმი დარაჯია, გალაკტიონიც
ხომ ქალით ნატანჯია. ქალი ერთი არის
სულში ჩაძირული, მისი არსებობა გულში
გაყინული. ქალი ბევრიც არის ვნების
სურვილებით, ქალის გაბრაზებას როგორ
ვუფრთხილდებით. ქალი ძლიერია,
სამყაროს დაანგრევს, დაამტვრევს საკეტებს,
დალეწავს დარაბებს. მაგრამ ქალი მაინც
სუსტი არსებაა, ქალი სათნოების ჩუმი
სახებაა. ქალის სილამაზე მაინც რა ფერია?
ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია.
+ -
+26
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო


მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს.
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია,
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია....
+ -
+16
ეს არის ძალიან ახალგაზრდა ბიჭის დაწერილი ლექსი. გამოხატეთ თქვენი აზრი და ძალიან მკაცრად ნუ განსჯით, მას ხომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინააქვს.

სიყვარული
+ -
+6
შიში ხარ შენ ჩემი


შიში ხარ შენ ჩემი
მეშინია არ დაგკარგო,
ნატვრა ხარ შენ ჩემი
მენატრები ჩემო კარგო,
სიყვარული ხარ შენ ჩემი
მართლა ძალიან მიყვარხარ,
დარდი ხარ შენ ჩემი
ყოველთვის ვდარდობ როგორ ხარ,
ოცნება ხარ შენ ჩემი
თუმცა აუხდენელი,
იმედი ხარ შენ ჩემი
ჩემი ცუდი აზრების ხელის შემშლელი.
+ -
0
ლექსების კრებული


გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები,
საათი დარეკს, და ისიც მოვა.
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.

შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს.

მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,
ჩაიძირებით მოგონებებში…
ოთახში ჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.

გასვენების დღეს იქნება წვიმა.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ… დამივიწყებენ...

დათო კრაწაშვილი
---

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

---

ბატონო ჩემო,
აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
გადიშალა მკერდზე ყვავილი...
მე მოვირთვები, გაოცდება მავან-მავანი
და თქვენს ნაცვლად თბილისს დავივლი...
ბატონო ჩემო!
შებინდებისას დაქანცული ქუჩის ხმაურით,
მთვრალი სუნით იასამანის,
მე დავწერ თქვენთვის, არ ექნება ლექსს სათაური
და ეს იქნება ჩემი წამალი.
ბატონო ჩემო!
შუაღამისას ჩუმად გამცნობთ იასამნობას
და რაიმეს უფრო სანატრელს...
როდის ჩამოხვალთ,
მომენატრეთ,
როდის ჩამოხვალთ
და ღამეს კვლავ თეთრად გავათევ...
ბატონო ჩემო!
უთქვენობამ და გაზაფხულმა იძალა ერთობ,
ამ ტკივილებსაც კვლავ სათქვენო ლექსად ვინახავ,
იასამნობა გამაგიჟებს, დამღუპავს, ღმერთო!
გადამარჩინეთ...
ბატონო ჩემო,
მე თქვენ მიყვარხართ!

აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
ბატონო ჩემო!

---

ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.

ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.

შენა ხარ ჩემი თავდავიწყება,
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.

შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით ტანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური, რძისფერი ტანი.

მოდი,
იხუვლე,
ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით
+ -
+17
:cveti: :ilove:


ჩემი სამყარო შენ ხარ

ეს მარტოობა სულ თავიდან შენ დაგაბრალე,
და დამნაშავეც დავინახე მე მხოლოდ შენში.
გთხოვ, მაპატიე, ალბათ, როგორც ყველა მოკვდავი
მეც შემეშალა, დაუფიქრებლად, უაზროდ შევცდი.
როცა აღვიქვი რომ მიმატოვე მოხურე კარი,
მაშინ ვცდილობდი გონებიდან ამომეშალე,
მაგრამ მივხვდი, რომ ახლაც შევცდი დაუფიქრებლად
და ამ გულიდან გაციება არც დაგაცალე.
დაგტოვე ისევ ჩემში, ჩუმად გაგითავისე,
ეს სიყვარული ვიცოდი, რომ არ მთავრდებოდა,
მაგრამ ჩემს გულში სამუდამოდ თუ გაქრებოდი
შენგან მე მხოლოდ მოგონება შემომრჩებოდა.
დიდი ხანია ამ ჩემს თვალებს არ უნახიხარ.
იცი, არ ვხატავ, მაგრამ მაინც შემომეხატე.
ხელში ავიღე ფანქარი და ფურცელზე ჩემთვის
შენი უბრალო სულიერება გადავიტანე.
გაინტერესებს რა დავხატე ? ხოდა მეც გეტყვი :
დავხატე მზე, ნიშნად შენი თბილი გულისა,
დავხატე გული, შენებური სიყვარულისა,
დავხატე ია, თავჩახრილი ცალკე დამდგარი,
ვით თავმდაბლობა შენს სულსა და გულში გამჯდარი.
დავხატე მთვარე, ნიშნად შენი უზომო სევდის,
მინდა, შენ იყო ადრესატი ამ ყველა ლექსის.
დავხატე ტაძარი, ნიშნად შენი მიმტევებლობის.
მე მჯერა შენი ყველა სპეტაკი, მარადი გრძნობის.
დავხატე სიკეთე, ოღონდ არ მახსოვს როგორი იყო,
ლამაზ ფერებში, თბილ ფერებში გაჯერებული.
იქვე დავხატე ჩემი ციცქნა, პატარა გული,
უშენობისგან დაჩაგრული, გაჩერებული.

დანარჩენი სრულიადში :cveti:
+ -
+14


ან რად მინდოდა
-

დილაადრიან მოაკითხავენ
შენი ჩიტები ჩემს მონატრებებს.
აჭიკჭიკდება ბაღი, დაღლილი,
გადაიზნიქავს წელს სიმარტოვე.
გადაიყოლებს ჩემი სიზმარიც
დღის მირაჟისკენ ღამის კენწეროს.
ესეც ბედია, მთელი სიცოცხლე
რომ სიყვარულის ნატვრა გეწეროს.
ქარის ექოში შენს ხმას დავეძებ
გაფაციცებით... ყველას ვაჩუმებ.
გამოგვაკერეს ავგაროზივით
ჩვენ ერთმანეთის სიზმრის სარჩულებს.
აღარც ვაჩნივარ ცხადის ქალაქებს,
როგორც დღეს - თეთრი მთვარის ფრანები.
სიყვარულს თავიც კი მოვაბეზრე
ბედნიერების გადაბრალებით.
ან რად მინდოდა, ოდესღაც ღვთისგან
სიხარულივით რომ ვინათხოვრე
ყველაზე დიდი და სევდიანი
უსიყვარულო ცის სიმარტოვე.


მარიამ წიკლაური
---


მოვალ...
უძილობა უნდა ჩაგინესტო სულში...
და გითხრა რომ... მართლა მენატრები
ვიცი გეძინება... როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები,
მოვალ...
ის ტკივილი უნდა გაგინელო
გულს რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი, კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით,
არადა...
ოთახში მარტო ხარ მგონია,
ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,
ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს,
მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან,
იქნებ..
ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა,
მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო,
უნდა გაგაღვიძო, ძილი გადაგიცდა
მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო,
მინდა..
ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო
სისხლად დაწრეტილი, ტკივილის ტარებით
შენი უცნაური მზერა დავიჩემო,
სახლად გადავიქცე შენი წამწამების
მოვალ...
ეს სიზმარი უნდა აგიცხადო
სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები
მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ
შენ კადრად დამიწყე და... მე ფილმად დავმთავრდები.


თეკლე ბატონიშვილი
---
+ -
0
ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 6


ჩემი მზისა და სიზმრების მხარე
მე მიბრუნდება ჩუმად და ნელა,
როდესაც მხოლოდ ქარია გარეთ,
როდესაც ცივა, როდესაც ბნელა.

როდესაც ცივა, როდესაც ბნელა,
როდესაც მხოლოდ ქარია გარეთ,
ჩემს თვალში ფასი ეწევა მელანს
და საგანგებოდ ჩაკეტილ კარებს.

ჯანდაბას იქით წყეული წიგნი,
ვის რაში უნდა, რაც დღემდე უთქვამთ.
მე მინდა ჩემი სუნთქვა და ფიქრი
იქცეს შენს ფიქრად, იქცეს შენს სუნთქვად.

როდესაც შორს ხარ, როდესაც ცივა
და ირგვლივ, როგორც უჯრაში ბნელა,
თითქოს მავთულსაც სტკივა და წივის,
თითქოს სარკმელსაც სტკივა და ელავს.

ოთარ ჭილაძე
-
--------------------
ნატვრა ლოცვამდის
-

ქარიშხლის ხელები
სარკმელთან მთრთოლავი,
უვნებო ბორგვად
მინას აწყდებოდა...
ღამის სიჩუმეში
ნატვრა ლოცვამდის,
ჩემთან მოჰქონდათ
უცხო სამეფოდან...
ქრება ცის კიდეზე
ცივი მხურვალება,
და უცხო სამეფოს
წყვდიადი ათბობდა...
ფიქრი დაფანტული
გზნებებს უმატებდა,
უიღბლო ოცნების
შემთხოვდა დანდობას...
ქარიშხლის ხელებზე
თრთოლვა რომ ბარდნის,
უვნებო ბორგვად
სარკმელს ადნებოდა...
ცრემლიან სიჩუმეში
ნატვრა ლოცვამდის,
ჩემთან მოჰქონდათ
უცხო სამეფოდან...

მაია გონჯილაშვილი

--


ისევ დამარცხდა, დაცხრა ზამთარი...
დაკონკილ დროშას მიითრევს, მიდის...
და ბევრი მწარე დღის გადამტანი,
გალუმპულ ტოტზე ფრთხიალებს ჩიტი.

ის ხის სულია: ლაღი, კეთილი,
მომნიჭებელი ცის და ნუგეშის,
განმტკიცებული და განწმენდილი
ზამთრის სიმკაცრით და სიუხეშით.

მის ხმაზე ქვებიც უნდა აყვავდნენ,
რომ ჯადოსნური ფშვინვით და თრთოლვით
კვლავ ჩაკლან ეჭვი, როგორც აქამდე
ჩაუკლავთ არა ერთი და ორი.

მხოლოდ მის ხმაზე იხსნება კარი
და შეჩვეული დუმილს და ლოდინს,
ფრთხილად მოცოცავს ოცნება გარეთ,
ვით შინ გაზრდილი მცენარის ყლორტი.

მხოლოდ და მხოლოდ მის ღვთიურ ხმაზე
ჩვენს შორის ისევ იდება ხიდი
და ამიტომაც ზეიმობს ასე
ეს ერთი სულის შებერვა ჩიტი

ოთარ ჭილაძე
--

მე ახლა მხოლოდ ამ თოვლით ვცხოვრობ,
მათოვს და მათოვს თეთრი ვარდები
და როგორც შენი დუმილი - თოვლიც
სავსეა თრთოლვით და ჟრუანტელით.

სავსეა, სავსე... და მხარზე მაზის
მხურვალე თოვლი, არწივის მსგავსად.
და შავად ბზინავს ტრამვაის ხაზი,
რომელიც უკვე არ მიდის არსად.

ფრთებშეტრუსული მიფრინავს ქარი,
თითქოს დააფრთხეს ჩემმა ჩრდილებმა...
და მავიწყდება ზურგს უკან მდგომი
მოვალეობა და მორჩილება.

ოთარ ჭილაძე
-

ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის
და თვითონ უნდა მიაბა იგი მიწას,
რომელზეც გინდა რომ მოკვდე,
როდესაც მოვა სიკვდილის რიგი.

საქმე ისაა, როგორ მიაბამ,
როგორ გამოთვლი გასავლელ მანძილს,
რომ არ შეფასდეს მერე იაფად
შენივე ხელით შეკრული კვანძი.

როგორ მივაბი, არ მახსოვს კარგად,
მაგრამ ის თოკი გრძელდება დღემდე
და ჯერ არაფრის იმედს არ ვკარგავ,
ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ.

ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ,
თავისით გაქრა ბევრი სურვილი,
ბევრჯერ შევასკდი გულსა და კედლებს,
უმისამართოდ ნასროლ ჭურვივით.

სამაგიეროდ, მეც განმიცდია,
რასაც განიცდის ყველა მოკვდავი,
როცა შემოდს სულში მინდია -
ყველაფრის ცოდნე და საცოდავი.

და ვიცი, რატომ უნდა მიყვარდეს
ჩემი მტანჯველი და ძნელი გზები,
რომლებიც ალბათ იქ მიმიყვანენ,
სადაც ჩემამდე მისულან სხვებიც.

მაგრამ თუ მეყო დროც და მანძილიც
და მოვუნახე სულს სასთუმალი -
მოვკვდები, როგორც ქვეყნის ნაწილი
და არა - წუთისოფლის სტუმარი.

ოთარ ჭილაძე
-

არა! ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას!
ხვალაც ამოვა ის დიდი, მღელვარე მზე
და გულის სარქველს აგილოკავს ცხელი ბაგეებით.
ნუთუ გგონია უკანასკნელ სიყვარულსაც
ასე იოლად გადაურჩები?
შენ აქ ვალს იხდი, მაგრამ დღისით,
შემოდგომის ნაღვლიან წვიმაში
დაინახავ, რომ ხეებს უცნაურად ეცვლებათ ფერი
და შეგაშფოთებს შემოდგომის წვიმის სიცივე.
არა, ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას,
თუ ღმერთმა მოგისაჯა, რომ შენს სულში,
როგორც სანაგვე ყუთში,
იყრებოდეს მთელი დღის ჩენჩო.
ღამით ხომ ფრჩხილებივით იზრდებიან ტკივილები.
შენ წახვსლ ტანჯვის ბილიკებით,
ხოლო შენს სახეს გადაფარავს ღიმილის მტვერი,
ღიმილის მტვერი გადაფარავს შენს მწარე ღამეს
და დაობებულ სიზმარიდან გადმოაბიჯებ.
შენ ის კარი ხარ-გრიგალი რომ
აქეთ-იქით კედლებს ახეთქებს,
შენ ის კარი ხარ-სუყველას რომ შეუძლია
გასვლა-გამოსვლა,
შენ ის კარი ხარ-
სამუდამოდ ღია და ცივი.

თამაზ ბაძაღუა
+ -
+46
თუ მოგენატრები


"-თუ მოგენატრები სიზმრად ჩაიყოლე ეს დიდი სურვილი.. და ჩემ ჩუმ სუნთქვას იგრძნობ უმალ..
-თუ მოგენატრები თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან.
-თუ მოგენატრები ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე,ფრესკად ასვეტილ სახეში უნდა შეიცნო ჩემი ხატება..
-თუ მოგენატრები ლურკ ცას ახედე და ჩემი ხატება ლურჯი ღრუბელივით დაგეხატება...
-თუ ძალიან მოგენატრები ეგ სანთლები აანთე და მათ მკრთალ შუქზე მესაუბრე, ჩემი სული უეჭველად შენთან იქნება..
-და თუ უფრო ძალიან მოგენატრები.... მაგრამ.. საკითხავია.. --მოგენატრები ოდესმე... ? !,
+ -
+25


..ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს...
ასე მგონია ასეთი სიყვარული არავის შეუძლია...
დავიძინებ-მიყვარხარ!გავიღვიძებ-მიყვარხარ!
ჩემთან ხარ-მიყვარხარ! და თუ შორსა ხარ, მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ!
მე სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული მიბოძა ღმერთმა.
შენგან მივდივარ-მენატრები...თვალს მოგაშორებ-მენატრები...
როცა გიყურებ,მაშინ ყველაზე მეტად მენატრები...
მონატრებაზე უფრო დიდმა მონატრებამ შენად მაქცია.
ჩემი სიყვარული დედამიწაზე დაიბადა და გაიზარდა.როცა
ახალდაბადებულ ბავშვს ვეფერები-შენ გეფერები! როდესაც შინ
თითისწვერებზე დავდივარ, მაშინ შორეულ ბინაში შენს ძილს
ვუფრთხილდები.მადლობაზე უფრო დიდი მადლობაა ჩემთვის შენი არსებობა. რომ ხარ ესაა მთავარი.
მე დაგელოდები, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები...არა, არა სიცოცხლის იქითაც თუკი შეიძლება ლოდინი, მე იქითაც დაგელოდები.
ჰო, ასე მგონია ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს... მე ხომ ასეთი სიყვარული არ შემიძლია...
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up