+ -
+141
ლექსები სიყვარულზე #6


სანთელი იწვის, სანთელი დნება,
ჩემი ფიქრები უკვალოდ ქრება,
ნაღველი ისევ ჩემს გულში რჩება
და ეს ოცნებაც კვლავ ქარს მიჰყვება.
სანთელი დნება და ფიქრი რჩება,
სიქუმე დგება და ღამე კრთება,
ღამის წყვდიადში ცა იძირება
და ეს ოცნება უსიტყვოდ კვდება
მინდა ჩაგიხუტო მაგრად,
მინდა რაღაც გითხრა ყურში,
მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ
და შენს ნაფეხურებს ვკოცნი
ისევ მომენატრე ძლიერ,
ისევ ამედევნე ფიქრად
ჩუმად გელოდები მაგრამ,
ვაი რომ ვერ გხედავ სიზმრად
ვიცი უშენობა მომკლავს,
ვიცი დავიღვრები ცრემლად,
მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი
და ფიქრებს მოვყავარ შენთა
+ -
+59
ლექსები სიყვარულზე #5


სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო გაზაფხული
იღვიძებდა იაში...
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე...
რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს
მომღიმარი თვალებით...
სევდა მწვავდა თვალთა უპეს
სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო...
აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც დახლთან მიველ
მომღიმარი თვალებით,
სიყვარულით ლაჟვარდს ხელში
შეუერთდნენ ქალები.
წიგნის თაროს შერჩენოდა
ერთადერთი კრებული,
და გამყიდველს ის თავისთვის
ჰქონდა გადადებული...
სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში
ის დღე იყო... გაზაფხული
იღვიძებდა იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს..
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე...
+ -
+65
ლექსები სიყვარულზე #4


და მარტოობა დღეს თუ არ შემცვლის
და უშენობას დღეს თუ მე ვძლიე,
ხვალ თვითონ მოვალ და თვითონ გეტყვი,
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ...
მე გადავთელავ ჩემს სიამაყეს
და როცა შენზე ოცნება მოთოვს
არ მსიზმრებია ბოდვიან ღამეს
მოვალ და ჩემს წილ სიყვარულს მოგთხოვ!
და ეს ფიქრები ღამენათევი
თვით სიცოცხლეზეც ალბათ მეტია.
შენზე ლოცვაში დადნა სანთლები,
შენი თვალები ჩემთვის ღმერთია.
და მარტოობა დღეს თუ არ შემშლის,
ხვალ ალბათ მოხვალ, მომიტან იებს,
მე ვერ მოვითმენ და მართლა გეტყვი
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ!!!
+ -
+40
ლექსები სიყვარულზე #3


ყოველი მზერა მისი, ჩემდამი მომართული,
სიხარულია ჩემთვის, ღმერთისგან მონათლული.
და გაღიმება ოდნავ, ნეტარებაა თითქოს,
ეს სიყვარული მე ხომ ისევ ბოროტად მიხმობს.
ყოველი დილა ჩემთვის, იწყება ლოცვით მისთვის,
მისი ნათელი მზერა, სხვა ცხოვრებაა ჩემთვის,
და ნეტარება ღამის, ჩემ ოცნებებში ფრენა,
მე ღამე ისევ მაწვის და მაქვს მთვარისგან ღრენა.
და დავასრულებ როდის? არც მინდა ფიქრი ამის,
ეს სიყვარული მოდის და ქართან ერთად მოჰქრის,
მე ველოდები ჩუმად, რომ არ დავაფრთხო გზაში,
და ჟრუანტელი ტანში, ეხლა მე ვდგევარ ქარში.
+ -
+30
ლექსები სიყვარულზე #2

ოღონდ ვიცოდე დამიხვდები გაშლილი ხელით,
გამოვქანდები სიხარულით ცის კიდურიდან.
ოღონდ ვიცოდე ბედნიერაბა,სილარე გველის
არ დავფიქრდები,ფეხით მოვალ შორს ქარბუქიდან.
ოღონდ მესმოდეს შენი ნატვრის და გულის ძგერის,
ოღონდ გინდოდეს ჩემი ნახვა, ღიმილი, კრთომა.
ოღონდ შენ ის თქვი, რომ გენატრები სიგიჯით ჩემით,
ათრთოლებული, თეთრ ყვავილივით მე მორცხვად მოვალ.
თუ არა გჯერა რომ შენ ისევ კვლავ ცოცხლობ ჩემში
და თუ არასდროს გიფიქრია თავგანწირვაზე,
მაშინ მაცადე, ნუ დამიშლი მჯეროდეს, შემშლის....
ოღონდაც... მხოლოდ...მთვარე იწვის
ლურჯ მთაწმინდაზე.....
+ -
+35
ლექსები სიყვარულზე #1


უცებ ჰაერმა გმინვა ატეხა
და ამ გმინვაში სულს ღაფავს დარდი,
მიდის,დამტოვებს ფიქრთ ის ლამაზი უგულო ვარდი უეცრად გამოჩნდი შენც ერთადერთო, დარდი მოაწვა გულს უცნაური,
ტკივილი მოდის სულის სიღრმიდან,
მინდა გავიგო ხმა საამური, ამომავალი შენი ბაგიდან, იცი? ვნატრობდი მეც რომ მქონოდა, მოცარტის ქნარი და ვინჩის ფუნჯი, რა იქნებოდა? რა მოხდებოდა? არ ვყოფილიყავ დალტონიკ–მუნჯი. მე ვოცნებობდი იდუმალ ქალზე, ნატიფი სახით, უძირო მზერით,
ნანახს ანტიკურ ბერძნულ ლარნაკზე,
მოსილს ნათელი ღვთიური სხივით, უეცრად გადამეკეტა გადამიბრუნდა მთელიგონება და შევამჩნიე შენი თვალები შენი ხმა შენი სიcილ - კისკისი დავიბენ გავგიჩდი ნუთუ ეს არის ის ერთaდერთი იმ წამს შევიგრძენ წუთისოფელის ნანატრი ლანდი, გახსოვს ის წამი რომ მიმატოვე? განდეგილივით მარტო დამტოვე ისე წახვედი არც კი მაკოცე მაგრამ მე მაინც გულით დაგლოცე...დაგლოცე ვხვდები თურმე მიყვარხარ და ამ გრძნობას მე გულით ვინახავ გამაგებინე თუ კიდევ გიყვარვარ რომ გელოდები გიჟი კი არ ვარ.. წუხელის ლექსი დავწერე ერთი, გულს შვება მივეც და სულს ნუგეში, ნუთუ ეგ არის სულ ყველაფერი,რასაც ვერ ვმალავ გულის უბეში..
+ -
+53
უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო


უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო,
ნუ შეეხები ქალის ბაგეებს,
თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი
ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს.
პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის
არის წმინდა და ალერსიანი
თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ
სიყვარულს პირველს მის არსებაში
თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ
კოცნა ხო თქვენთვის არაფერია
მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ
პირველი კოცნა თუ რა ძნელია?!
ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს
კიდეც რომ ცადოს გადავიწყება
მისთვის ხომ პირველ კოცნას და ალერს
მოაქვს ნანატრი, ნარნარი გრძნობა
ქალი ცოდვაა როცა ტყუილით
მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე
ნუღარ დასცინებთ, ნუ მოატყუებთ
არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს.
+ -
+27
უმისამართოდ



"იმაზე რთული არაფერი ყოფილა ქვეყნად, როდესაც სიტყვებს „მე შენ მიყვარხარ„ ნამდვილ ადრესატს ვერ მოუძებნი "

მე შენ გხატავდი ჩემს ოცნებებში
იყავი ნაზი, როგორც თვით ია,
ყვავილთა შორის გამორჩეული
ვით ქალთა შორის თინათინია.
არ მსურდა შენი დაკარგვა, მაგრამ
რა ვქნათ, ცხოვრება ხომ ასეთია?!?
ხალვათად ასში იპოვნი ერთს და
ათი ათასი შენი მტერია.
--------------------------
რატომღაც სევდა შემომერია,
შემომერია და მომერია...
+ -
+24
ქალი იყო და მერე რა ქალი...


ქალი იყო და მერე რა ქალი...
რა მიხვრა-მოხვრა,
რა გაღიმება,
რა თვალები და ანდა რა ტანი?!
ერთმანეთს გავდა ყველა ნაბიჯი
გამვლელებს ღიმი უკრთოდათ ტუჩთან...
ის მიდიოდა ნელა და ნაზად
ფეხთქვეშ ფარდაგად ეფინა ქუჩა...
მოვარდნილ სიოს ეჭირა თმები
სურნელს აცლიდა ფაფუკ ხორციდან...
ის მიდიოდა ქუჩაში მარტო
და ფილაქანი მის ტერფს კოცნიდა...
მზე ჩავარდნოდა ორივე თვალში
და წამწამები საბნად ეფინა...
მე ვუყურებდი ამ სილამაზეს
სურვილს ვყლაპავდი,რომ არ მეყვირა
ევა ხარ ევა ...მაცდური სქესით
ვნებას მოუწყვე განავარდება...
იცი კი მაინც? მაგ სილამაზით
რამდენი მტკარში გადავარდება?
რამდენი ოჯახს დაანგრევს ნაშენს...
შენგან დაჭრილი სხვას ფენს იარებს...
ლამაზი ხარ და შე დალოცვილო
თვალს ნუ მაფეთებ,
ჩუმად იარე...
ის კი დაგროვილს ღიმილით მტრობდა
გრძნობდა მოკვნეტილ ტუჩიდან გემოს
სისხლის,რომელსაც პასუხსაც სცემდა
"რა ვქნა ძვირფასო ქალი ვარ მეო?!"
+ -
+41
ქალი კი არა ფერია ხარ


ქალი კი არა ფერია ხარ, ქალად ნაქარგი,
ხარ სილამაზე_სალვადორის ფუნჯით ნახატი!!!
ქალი კი არა, ცდუნება ხარ, ამქვეყნიური,
ხარ ოკეანე_ტალღის ფსკერზე ამოხეთქილი,
ოხ, ეს თვალები, შენი ტრფობით გადაფეთქილი...
ქალი კი არა, გუმბათი ხარ, ღვთისგან ნაგები
ხარ სალოცავი, წმინდა ხატთან,ჩოქვით ნაფერი.
ქალი კი არა, ნოტები ხარ, აჟღერებული,
მთვარის სონატა, ბეთჰოვენის მუზად ნაქები...
ქალი კი არა, პიესა ხარ, ჩემთვის ნაწერი,
ხარ ბაირონის სტრიქონებში კალმით ნაფერი...
ქალი კი არა, პლანეტა ხარ, შენ მზით გამთბარი...
ხარ სიმფონია, მარცვალ_მარცვალ ლექსში ჩამდნარი...
ქალი კი არა, ფერია ხარ, ქალად ნაქარგი...
+ -
+4


მე გავიმარჯვე

შავად მიღიმი, თეთრად მიცქერ, წითლად მატყუებ,
მოწამლული ვარ, სიყვარულით და სიამაყით.
მოდი დავარქვათ სახელები, ნუღარ ვართულებთ,
სხვა თოჯინებსაც, ჩვენებური ფიქრის კარნახით.

დავაგემოვნოთ სიცრუე და არამზადობა,
შემდეგ ტაძარში ჩვენს ცოდვებზე გადავირიოთ,
გადავიხადოთ უმადურად ტკბილი მადლობა
და ერთმანეთი სიხარულით გავაკრიტიკოთ.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up