+ -
+16
:cveti: :ilove:


ჩემი სამყარო შენ ხარ

ეს მარტოობა სულ თავიდან შენ დაგაბრალე,
და დამნაშავეც დავინახე მე მხოლოდ შენში.
გთხოვ, მაპატიე, ალბათ, როგორც ყველა მოკვდავი
მეც შემეშალა, დაუფიქრებლად, უაზროდ შევცდი.
როცა აღვიქვი რომ მიმატოვე მოხურე კარი,
მაშინ ვცდილობდი გონებიდან ამომეშალე,
მაგრამ მივხვდი, რომ ახლაც შევცდი დაუფიქრებლად
და ამ გულიდან გაციება არც დაგაცალე.
დაგტოვე ისევ ჩემში, ჩუმად გაგითავისე,
ეს სიყვარული ვიცოდი, რომ არ მთავრდებოდა,
მაგრამ ჩემს გულში სამუდამოდ თუ გაქრებოდი
შენგან მე მხოლოდ მოგონება შემომრჩებოდა.
დიდი ხანია ამ ჩემს თვალებს არ უნახიხარ.
იცი, არ ვხატავ, მაგრამ მაინც შემომეხატე.
ხელში ავიღე ფანქარი და ფურცელზე ჩემთვის
შენი უბრალო სულიერება გადავიტანე.
გაინტერესებს რა დავხატე ? ხოდა მეც გეტყვი :
დავხატე მზე, ნიშნად შენი თბილი გულისა,
დავხატე გული, შენებური სიყვარულისა,
დავხატე ია, თავჩახრილი ცალკე დამდგარი,
ვით თავმდაბლობა შენს სულსა და გულში გამჯდარი.
დავხატე მთვარე, ნიშნად შენი უზომო სევდის,
მინდა, შენ იყო ადრესატი ამ ყველა ლექსის.
დავხატე ტაძარი, ნიშნად შენი მიმტევებლობის.
მე მჯერა შენი ყველა სპეტაკი, მარადი გრძნობის.
დავხატე სიკეთე, ოღონდ არ მახსოვს როგორი იყო,
ლამაზ ფერებში, თბილ ფერებში გაჯერებული.
იქვე დავხატე ჩემი ციცქნა, პატარა გული,
უშენობისგან დაჩაგრული, გაჩერებული.

დანარჩენი სრულიადში :cveti:
+ -
+24
ლექსები დედაზე (5 ლექსი)


ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს დედა ?

ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს,
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ვის ატან შენს ლოცვას ძლიერს?!
ნეტავ სანთელი ვისთვის ანთია?
ან ვისთვის აქრობ მაგ ცრემლით სანთელს?
ვის მისდის ნეტავ გულით ნალოცი,
ვის აძლევს ძალას ვის ეფერება?
ვის უმღერ ნანას ძილის წინ ტკბილი ხმით,
ან ვის ეფერები ტკბილი ხმით?
ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს?
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ამდენ კითხვას რატომ ვსავ?
მე ხომ ვიცი რომ ჩემზედ ლოცულობ
ჩემზედ ამოგდის მზეცა და მთვარეც
მე მიმღერ ღამით ნაზი ტკბილი ხმით
მე მინთებ სანთელს და ცრემლითვე აქრობ
ეხლა მივხვდი ვის ატანშენს ლოცვას ძლიერს.

ავტორი: დიმიტრი ამილახვარი
----

ვხედავ ნაოჭებს მაგ შენს სახეზე,
განვლილ დროს კვალი რომ დაუტყვია,
ნაჯაფარ ხელებს, სევდიან თვალებს,
რამდენი ტანჯვა გამოუვლიათ.

იყო დროება მხნედ რომ იყავი,
სიბერე უცებ შემოგპარვია,
გაგთეთრებია თმები ძვირფასო,
და გულზე ცეცხლი შემოგდებია.

წარსულის დღეებს რომ გაიხსენებ,
ჩუმად ცრემლები თვალს დაგდენია,
გულით იყავი ძლიერი კარგო,
და ეგ სიბერე არაფერია.

---

ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით

ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.

შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და
მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.
შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და
არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.

უპატიებელს მპატიობ მუდამ.
თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.
შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.
მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.
---

შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება.
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი,
ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება.
მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია.
შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი…
ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი,
შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი!
გშვენის ცალ უღელს,ვაჟკაცური მოუდრეკლობა.
გაგვილამაზე დღენიადაგ ცხოვრების ფარდა…
ვერაფრით შევძლებ შენს წინაშე ვალის გადახდას,
რა გამაჩნია ამ უცოდველ ლექსების გარდა?!
შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი!..
---

ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ…
შენს ამაგს ვხედავ….
შენს ხოტბას ვბედავ….
ლამაზ თვალებში მე წარსულის სევდასაც ვხედავ
მრავალ მაგალითს სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან….
გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას გავბედავ…..
ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ, როგორც გაქებდი….
არ მეწყინება, თუკი ამისთვის წამითაქებდი…
ხელზე გემთხვევი და გამოვითხოვ კურთხევას შენგან…
ყველაზე წრფელად შენ დამლოცავ უფალთან ერთად….
თუ გაწყენინე შენდობას ვითხოვ არ ვმალავ ამას,
ვიბედნიერებ ალბათ, თუ დაგიფასებ ამაგს.
ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ!
---

შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს
და მენატრება შენი ალერსი
ჩუმად ვიხსენებ იმ მწარე დღეებს
როცა ტიროდი ჩუმ ცივ ღამეში
მე არ მესმოდა შენი ცრემლების
რადგან ვიყავი პატარა ბავშვი
შენ მიხუტებდი უმალვე გულში
და ცრემლს იკლავდი შენ ჩუმად გულში
გავიზარდე და უმალ ვისწავლე
ამ ცხოვრებაში ცრემლების ფასი
ეხლა კი ვხვდები რაზეც ტიროდი
შენ შეგაჩეჩეს ორი ბავშვი
უმამოდ გვზრდიდი გზას გვინათებდი
და გაუძელი ბევრ დაბრკოლებას
უმამოდ გვზარდე ჩვენ ორი მაშინ
როცა გიჭირდა ყველაზე მეტად
და ამავე დროს გულით ატარე
ის სიყვარული რამაც გაგწირა
შენ შეგიყვარდა ისეთი კაცი
რომელმაც ძლიერ გული გატკინა
და დღეს ის დარჩა ჩვენში ფიქრებად
და ამ ფიქრებში მოვიხსენიებთ
დღეს შენ ხარჩვენთვის ის გმირი დედა
რომლის სახელზეც მუდამ ვილოცებთ
შენი შვილებით შენ იმაყებ
ამას გპირდები ლამაზო დედა
შენ გამოზარდე ორი ქართველი
ამიტომ დღეს შენ ხარ გმირი „დედა“.
+ -
+1
ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 10


თეთრი არის შენი ფერი
-

თეთრი არის შენი ფერი
ლურჯი უფრო მისი არის -
უშენობა უშენობის
ფერად ტკივილს მიზიარებს...

გადმოდგება ცაზე მთვარე
და მნათობთა გაშლის ფარას,
ვერ გავუძლებ ხვალღამ უკვე
ვარსკვლავთცვენას ამისთანას...

ძალას იკრებს შემოდგომა,
მზეჩამდნარი ქარვით მათრობს,
ეს სითბო და სილამაზე
მენანება ჩემთვის მარტო.

ასგზის მტკივა უშენობა,
დაგივიწყო, ვცდილობ ზოგჯერ,
მერე ისევ ერთსიტყვიან
წერილებს და ლექსებს მოგწერ...
მო-მე-ნატ-რე...

---

შენი სახელი, როგორც ლოლუა
შუა ზაფხულში... ან როგორც ხვატი
შუა ზამთარში... საბოლოოა!
დაწდა სათქმელი, დაიმსხვრა ხატი.

მოიგრაგნება ალვების მწკრივი,
ვით წარღვნის ტალღა უზარმაზარი,
მიწა მყიფეა, ჰაერი მკვრივი,
საგანთა შორის არ დევს საზღვარი...

და მეორდება ისევ ის დილა,
ისევ იმგვარად ცივი და მკაცრი,
რომ შენი სული, ვით ღრუბლის ფთილა,
ჩამოატაროს ალვების გასწვრივ.

ოთარ ჭილაძე
---

ჩემი ლამაზი სიზმრების წილ, შენი გოდება,
ჩემი ლამაზი სიცოცხლის წილ - შავი სიკვდილი,
ძვირფასო, შენი ღიმილი რომ მომაგონდება,
გარდასულ დღეებს, ჩემს სიცოცხლეს მწარედ მივტირი.

მე მოვკვდი, რა ვქნა შემეყარა ოხერი სენი,
მკვდარს სავსე მთვარემ დამაფარა ბნელი მანტია,
ძვირფასო ჩემი წარსული და ჩემი ლექსები,
აბა მათ მეტი ქვეყანაზე რა მაბადია.

მე მოვკვდი გუშინ, თუ გუშინწინ, დავშთე ცხოვრება,
მე მოვკვდი, ალბათ დაბადებაც იყო უაზრო,
ჩემი სახელი თუ ოდნავაც გემახსოვრება,
სასუფეველში ანგელოზებს შენზე ვუამბობ.

გიორგი არაბული
---

ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,
იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა,
ან არ იფიქრო საერთოდ სულ, -
იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
აქუცმაცებდე უბრალოდ დროს...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს.
და გაურბიხარ მეგობრებს, მტრებს,
ეჭვს და სიძულვილს, სიყვარულს, წლებს,
უბრალოდ გინდა მარტო დარჩენა,
რატომღაც მარტო დარჩენა გსურს,
რატომღაც გინდა, წახვიდე სადღაც,
გაექცე ნდობას, ზეიმ-ზარს, შურს...
საქმიან კაცის თვინიერ ნიღბით
ქალაქს ტოვებ და მიდიხარ სოფლად,
მერე სოფლიდან მირბიხარ მთებში,
თახვის თათებით შედიხარ ტყეში,
შედიხარ ტყეში, უსიერ ტყეში,
უკაცურ ტყეში შედიხარ მშვიდად
და, რომ გგონია,
მარტო ხარ თითქოს, _
ხე რომ ხე არის,
ხე ენას იდგამს,
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს.
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს,
ყველაფრისათვის,
რაც ჰქმენ, რაც იყავ,
რაც არ იყავ ან რაც აიტანე...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს
და... უბრუნდები ადამიანებს.

მორის ფოცხიშვილი
+ -
+245
ლექსები დედაზე...


დედავ
რა იყო, რამ დაგაღონა,
ჩემო შავფერო დედაო,
რაც შენ წახვედი მას მერე
სწორ გზას ვეღარა ვხედაო,
მოდიან შავი კაცები
გულს და გონებას მგლეჯავენ,
სული ურწმუნოთ წაიღეს
მამულს ყორნები სწეწავენ,
გვასამარებენ ქართველებს
დღედაღამ გულში გვხვრეტავენ.
ერთს გეხვეწები, მითხარი
მანდედან აქ რას ხედავენ,
ჩვენ მოშველებას მანდედან
ნეტავ რატომ ვერ ბედავენ?
ან ვინც მოვიდა აქედან
იქნება ჩუმად არიან,
რომ არ დაღონდეთ მანდ მაინც
აქ რა ყოფნითაც არიან.
სხვა რა ვთქვა,შენი საფლავი
აღარ მინახავს თვალითა,
სული მიჭირავს კბილითა
დავათრევ ძალის-ძალითა,
ღმერთს შეეხვეწე ერთს მაინც,
ნუ დამწვავს ცოდვა-ბრალით
+ -
+255
ლექსი დედაზე - შენით თენდება


შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად

დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.


.
+ -
+11
ლექსები - ვიდექით ერთად



ცხრა მთას იქით და ცხრა ზღვის გადაღმა,
თქვენ დაინახავთ შაპიტოს კარავს,
ცოდვილ გალიას თვალს მოჰკრავთ ალბათ,
შეხვალთ შიგნით და სმენას დაძაბავთ.


იქ დღემდე ერთად ზის ორი ბიჭი,
ორი კლოუნი, კამათი ისმის...
ერთი მთელი დღე მწუხარედ ტირის,
მეორეს მუდამ სახე უცინის.


მათგან უფროსი - კომედიანტი,
მისი ღიმილი ყურამდე ადის,
უმცროსს კი მუდამ აწუხებს დარდი,
იცნობდეთ, ჰქვია მას პალიაჩი.


თუ გსურს მკითხველო გაიგო რა სჭირთ,
რამ დააფიქრა ასე ჯამბაზი,
ცხრავე გააღე მაგ გულის კარი,
ყური დაუგდე და მერე წადი...


.
+ -
+165
ლექსი დედაზე...


ვინ ცდილობს მასწავლოს ცხოვრება ქვეყნად?
ვის უნდა ვიცოდე ყველაზე მეტად?
ნათელი სიყვარულით ვინ მოვა ჩემთან?
სითბოს გადმოაფრქვევს გულიდან დედა.

არ მიმატოვებს გასაყარ გზებთან,
სიმშვიდეს მჩუქნის ყოველთვის,ყველგან,
უკუნ სიბნელეში სანთლად ამენთება,
როგორც ყოველთვის ისევე დედა.




დანარჩენი სრულიადში
+ -
+93
ლექსები დედაზე....


რა ხდება დედი?
გული ამტკივდა მიშველე დედი!
თვალთ მიბნელდება დაღამდა დედი?
ამ ხალხს რა უნდა?გამიშვით ხელი!
არსად წამოვალ..მიხსენი დედიი!
თეთრი სუდარა რად გინდა დედი?
რატომ ტირიხარ?რატომ გდის ცრემლი?
რომ გეფერები ვერა გრძნობ დედი?
გთხოვ შემომხედე..შვილი ვარ შენი!
ნუთუ ვერ მხედავ?ეს მე ვარ დედი!
არც ჩემი გესმის?რა ხდება დედი!
აქ რატომ ვწევარ?რატომ ვერ ვდგები?
რატომ მოფრინდა ეს თეთრი მტრედი?
საით მიგყავართ?არ მინდა ხელში!
დაბლა ჩამომსვით..გავივლი ფეხით!
ეს რა ორმოა?მითხარი დედი
და რატომ ჭარბობს დღეს შავი ფერი?
მიწას ნუ მაყრით არა გწამთ ღმერთი?
რატომ დაბნელდა?სადა ხარ დედი...



.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up