+ -
+8
იქ სადღაც შორს


იქ სადღაც შორს

იცი მე უეცრად შემიყვარდი,
ვერ მოვერიე ამ გრძნობას,
იმ დღეს გაჩუქე ლამაზი ვარდი,
და გეფიცებოდი მე ერთგულებას,
შენ ჩემს სიყვარულს უთხარი უარი,
მე კი მოვერიე ცრემლებს,
მერწმუნე ამაზე რთული არაფერი არის,
ვეღარ ვპოულობ შენტვის სათქმელ სიტყვებს,
და შემიპყრო მე დარდმა,
დარდმა რომელიც დღე და ღამ მანწვალებს,
რატომღაც შემიყვარდა მე წვიმა,
წვიმა რომელიც მიაგავს ჩემს ცრემლებს,
არ გვქონია ერთად ყოფნის ბედი ჩვენ ორს,
ჩვენს შორის გაქრა ლამაზი სიტყვები,
შენ ხარ იქ სადღაც შორს,
მე კი აქ ჩემთვის ვიტანჯები.

---

ჩემი ერთგულება

თუ წვიმა გადაიღებს
და ჩემი გული იტირებს,
თუ ვინმე მოწყალებას გაიღებს
და მეტყვის ლამაზ სიტყვებს,
თუ ვინმე კარს გამიღებს
და ნაზად გამიცინებს,
თუ ვინმე ძმასავით მიმიღებს
და სულ მიერთგულებს,
თუ ვინმე შემიყვარებს
მე მას მივუძღვნი წლებს,
თუ ვინმე სემიმსუბუქებს
ჩემი გულის ტკივილებს,
თუ ვინმე შემიძულებს
ჩემი გული მას უგალობებს,
"ფასი არ აქვს ამ სიტყვებს
ვიცი ბევრი მაინც მიმატოვებს."

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up