+ -
0
მოგესალმებით მეგობრებო!

არც ამჯერად დავარღვევ ტრადიციას და მოგილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და დამდეგ ახალ წელს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ულევ სიხარულსა და სიყარულს, და რაღა თქმა უნდა ოცნებების ასრულებას.
გფარავდეთ ღმერთი!


გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და დამდეგ ახალ წელს
+ -
+3
გილოცავთ ყველას


პირველ რიგში მოგესალმებით პატივცემულო მომხმარებლებო!
ალბათ მიხვდით, რისი დაწერაც მსურს... დიახ, მონდა მოგილოცოთ. აგერ უკვე მეშვიდედ მიწევრ ლალიკოს საიტიდან თქვენთვის ძვირფასო მომხმარებლებო ახალი წლის მოლოცვა და ყოველთვის, როცა ამას ვაკეთებდი გული სიხარულითა და სიყვარულით მევსებოდა, არც ამჯერად ვუღალათებ ტრადიციად ქცეულ გრძნობას და მთელი სულითა და გულით მოგილოცავთ დამდეგ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ახალი 2014 წლის შემობრძანებას. რას გისურვებთ? :ilove: ულევ სიხარულსა და სიყვარულს, ბედნიერებას, ოცნებების ახდენასა და რაც მთავარია ჯანმრთელობას. გამრავდით უსასრულოდ, იხარეთ და იბიდნიერეთ.
ასევე მინდა მოლოცვასთან ერთად მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენი საიტის ხშირი სტუმარი იყო და ყოველთვის აფასებდა მას, მათაც ვინც ერთხელ მაინც მოხვედრია ჩვენ საიტზე და მოეწონა ის. და საერთოდ ყველას მათ, ვინც მომავალში შემოგვიერთდება. სევე არ მინდა ის ადამიანები დავტოვო მილოცვის გარეშე, ვისაც საერთოდ ხელი ვერ მიუწვდება ინტერნეტამდე. გილოცავთ ყველას!


გფარავდეთ ღმერთი!

თქვენი მონა და მორჩილი, ლალიკოს საიტის ადმინი.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
+ -
+9
გილოცავთ დამდეგ 2012 წელს



მოგესალმებით პატივცემულო მომხმარებლებო და საიტის სტუმრებო!

და აი დგება ჟამი, როდესაც იწყება თითებზე თვლა, თუ რამდენი დღე დარჩა ახალი წლის დადგომამდე.

ვაცილებთ ძველ 2011 წელს და ვეგებებით ახალ 2012წელს.
რათქმაუნდა მიმავალი 2011 წელი ჩვენთვის და ჩვენი საიტისთვის უპრობლემო არ ყოფილა, ჩვენ საიტზე განხორციელდა რამოდენიმე DDOS შეტევა, მწყობრიდან გამოვიდა სერვერი, რომელზეც ჩვენი საიტი ცხოვრობდა და შენდებოდა, მაგრამ ჩვენ გადავრჩით!


და აი ამ ჟამს მე მინდა მადლობა მოვუხადო ყველას, ვინც ჩვენი საიტის ყოველდღიური მომხმარებელი იყო, მასაც, ვინც იშვიათად შემოგვირბენდა ხოლმე, და ყველას ვინც შემთხვევით მოხვდა საიტზე და შეაფასა და დააფასა ჩვენი შრომა. განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვუხადო ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ცდილობდა დახმარებოდა საიტს განვითარებაში, ვინც დაამატა საინტერესო სიახლეები, ვინც ნახა და გაუზიარა მეგობრებს საინტერესო სიახლეები სოციალურ ქსელებში.
მინდა მოგილოცოთ ყველას დამდეგი ახალი 2012 წელი, გისურვოთ ყველაზე ძვირფასი ადამიანის ცხოვრებაში - ჯანმრთელობა, ულევი სიხარული და ულევი სიყვარული, გფარავდეთ ღმერთი, იხარეთ და იბედნიერეთ!!!


პატივისცემითა და დიდი სიყვარულით საიტის ადმინისტრაცია


+ -
+1
ახალი წელი მოდის არა? გვიახლოვდება. ხოდა ალბათ თოვლის ბაბუებიც გამოჩნდებიან, ფრთხილად უნდა ვიყოთ მეგობრებო, თორემ ყველაფერია მოსალოდნელი...

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up