sitename
ნიდერლანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
08.03.2015 2 177 0 BERO12

ნიდერლანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

სპორტი / ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
რჩეულებში



ნიდერლანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წარადგენს ნიდერლანდს საერთაშორისო ტურნირებზე. მის ადმინისტრირებას ნიდერლანდის სამეფო ფეხბურთის ასოციაცია ახდენს.ნიდერლანდის ნაკრებს მოგებული აქვს 1988 წლის ევროპის ჩემპიონატი; 3-ჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 1974, 1978 და 2010 წლებში, თუმცა სამივეჯერ დამარცხდა: დასავლეთ გერმანიასთან, არგენტინასთან და ესპანეთთან, შესაბამისად.1970-იან წლებში, თავისი ძლიერების პიკში, ცნობილი იყო „ტოტალური ფეხბურთის“ თამაშით.ნიდერლანდის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელია ლუი ვან გაალი.ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა თავისი პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა ბელგიის ქალაქ ანტვრეპენში,1905 წლის 30 აპრილს ადგილობრივ საფეხბურთო ნაკრებთან და გაიმარჯვა 4:1.პირველი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატებზე შედგა 1934 წელს, რასაც მოჰყვა 1938 წელს საფრანგეთში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობა. ამის შემდეგ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ჰოლანდია 1974 წლამდე აღარ მოხვედრილა.1950-იან წლებში ეროვნულ ლიგაში დაწყებული ძვრებით და სრული პროფესიონალიზმის წყალობით ჰოლანდიური ფეხბურთი განვითარდა როგორც საკლუბო,ისე სანაკრებო დონეზე.? გუნდმა 1960-იან წლებშიც განაგრძო განვითარება.1070-იან წლბში ჰოლანდიელები უდაბნოდან გამოვიდნენ ტოტალური ფეხბურთის გამოგონებით, რომლის განვითარებაშიც თავდაპირველი წვლილი შეიტანეს საფეხბურთო კლუბმა აიაქსმა, მისმა გამთამაშებელმა იოჰან კრუიფმა და ჰოლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რინუს მიხელსმა. ჰოლანდიელებმა დიდი ნაბიჯები გადადგეს: ათი წლის მანძილზე ორჯერ გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდმა დაძლია პირველი ჯგუფური ეტაპი და გავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც დაამარცხა ბრაზილიის (2-0) და არგენტინის ეროვნული ნაკრებები (4-0) და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მაგრამ აქ უკვე მასპინძელ დასავლეთ გერმანიასთან დამარცხდა, მიუხედავად იმისა რომ ჰოლანდიელმა იოჰან ნისკენსმა მატჩის დებიუტში,ისე რომ გერმანელებს ბურთისთვის ჯერ ფეხიც არ ჰქონდათ დაკარებული, თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გახსნა. მაგრამ მაყურებელთა მხარდაჭერეთ ჯერ პენალტით პოლ ბრატნერმა, შემდეგ კი გერდ მიულერმა გერმანიას გამარჯვება მოუტანეს. დამარცხების მიუხედავად იოჰან კრუიფმა და კომპანიამ ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერეს.აი ევრო 76 კი ნამდვილი იმედგაცრუება იყო. ჰოლანდიელები ნახევარფინალში ჩეხოსლოვაკიასთან დამარცხდნენ.ამის მიზეზი კი იყო გუნდის შიგნით ატეხილი ბრძოლა და ბოლო გამარჯვებების ოსტატი გეორგ ქნობელი.1978 წლის მუნდიალზე ნიდერლანდი ისევ გავიდა ფინალში და ამჯერადაც მასპინძელს, არგენტინის ნაკრებს შეხვდა. ნიდერლანდს ჩემპიონატზე აკლდნენ იოჰან კრუიფი, ვილჰემ ვან ჰანეგემი და იან ვან ბევერენი, რომლებმაც უარი თქვეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ჯგუფური ეტაპი გუნდმა არცთუისე შთამბეჭდავად ჩაატარა, რადგანაც შოტლანდიასთან წაგების და პერუსთან ფრის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდმა დაჯაბნა იტალიის და გერმანიის ძლიერი ნაკრებები და ჯგუფის სათავეში მოექცა და გავიდა ფინალში. ფინალი ნიდერლანდმა კარგად დაიწყო, მაგრამ პირველ ტაიმში არგენტინა დაწინაურდა მარიო კემპესის გოლით. დიკ ნანინგას გოლით ნიდერლანდმა მატჩის დასრულებამდე რვა წუთით ადრე გაათანაბრა და მატჩის მიწურულს მოგების შანსიც ჰქონდა, მაგრამ რობ რენსენბრინკის დარტყმა ძელს მოხვდა. დამატებით დროში კემპესისა და დანიელ ბერტონის გოლებით არგენტინამ გაიმარჯვა.ევრო 80 იყო ტოტალური ფეხბურთელებისთვის ბოლო ტურნირი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ჯგუფიდან გასვლა,მიუხედავად იმისა რომ გათამაშების ფორმატი გაფართოებული იყო.ამ ტურნირის შემდეგ ნაკრებიდან წავიდნენ ვეტერანები რობ რენსენბრიკნი და კროლი და ჰოლანდიის ნაკრებმა გამოყოვა 1982 და 1986 წლების მსოფლიო ჩემპიონატები და 1984 წლის ევროპის ჩემპიონატი.ევრო 88–ის წინ რინუს მიხელსი დაუბრუნდა გუნდს. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საბჭოთა კავშირი 2-0 დაამარცხეს. მეორე ტაიმში მარკო ვან ბასტენისს მიერ გატანილი გოლი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ლამაზეს გოლად ითვლება.[2] ჰოლანდიელებმა ვან ბასტენის ჰეთ–თრიკის წყალობით 3:1 დაამარცხეს ინგლისის ნაკრები, შემდეგ მოუგო ირლანდიას(1:0) და გავიდა ნახევარფინალში,სადაც ტურნირის მასპინძელ გერმანიას გადაეყარა.ეს მატჩი იმით იყო მნიშვნელოვანი,რომ ჰოლანდიელებს შანსი ჰქონდათ 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განმცდილი მარცხისთვის გერმანელებზე შური ეძიათ.გამარჯვების გოლი მარკო ვან ბასტენმა გაიტანა 89–ე წუთზე.მატჩის შემდგომ რონალდ კუმანმა გერმანელი ფანების თვალწინ გერმანელი ოლაფ ტონის მასური უკანალზე ისე ამოისვა, თითქოს ტუალეტის ქაღალდი ყოფილიყოს.მოგვიანებით კუმანმა თავისი საქციელი ინანა. ჰოლანდიელებმა საფინალო მატჩი საბჭოთა კავშირთან რუუდ გულიტის თავურით და მარკო ვან ბასტენის ჰაეროვანი გოლებით დამაჯერებლად მოიგეს.ეს იყო ჰოლანდიის მიერ მოგებული პირველი საერთაშორისო გამარჯვება,რომელმაც თითქმის ათწლიანი უდაბნოში ყოფნის შემდეგ მათ მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში მოუპოვა ადგილი და თითქმის სამი წლის მანძილზე დომინირებდა.მიუხედავად დიდი მოლოდინისა,რომ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევდნენ,სრული კრახი განიცადეს.მარკო ვან ბასტენმა საერთოდ ვერ გაიტანა გოლი,რადგანაც მცველები ხელს უშლიდნენ მიზნის განხორციელებაში,ხოლო გულიტი კი ვერ იყო სასურველ ფორმაში,რადგანაც ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა.ჰოლანდიელებმა სამი ფრის შემდეგ წარმატებას მიაღწიეს და მე–16 ფინალში გავიდნენ,სადაც ძირძველ მეტოქეს,გერმანიას დაეჯახნენ.ეს მატჩი გამორჩეული იყო ფრანკ რაიკაარდსა და რუდი ფიოლერს შორის მომხდარი ინციდენტით.შეხვედრა ნარინჯისფერებმა 2:1 დათმეს.ამის შემდეგ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ევრო 92–ის ნახევარფინალში გავიდა,სადაც მომავალ ჩემპიონ დანიასთან დამარცხდა. ამ ჩემპიონატზე ნარინჯისფერთა რიგებში გამოჩნდა დენის ბერგკამპი. სკანდინავიელთა მეკარე პეტერ შმეიხელმა ვან ბასტენს პენალყი აუღო. ეს იყო ვან-ბასტენის ბოლო საერთაშორისო ტურნირი, რადგანაც ტრავმის შემდეგ მალევე წავიდა ნაკრებიდან.1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვან ბასტენისა და გაფიცული რუდ გულიტის არყოფნისას ნაკრების ლიდერად იქცა დენის ბერგკამპი, რომელმაც ტურნირზე სამი გოლი გაიტანა, ნიდერლანდი კი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან დამარცხდა 3-2.1996 წლის ევროპის ჩემპიონატში ჰოლანდიელები A ჯგუფში მოხვდნენ,სადაც დაამარცხეს შვეიცარია,ფრე ითამაშეს შოტლანდიასთან და გადამწყვეტ მატჩში მასპინძელ ინგლისს შეხვდნენ.ჰოლანდიელები 4:0 აგებდნენ,მაშინ როცა პარალელურად მიმდინარე მატჩში შოტლანდია შვეიცარიას ამარცხებდა და დიდი საფრთხე იყო იმისა რომ ბურთების შეფარდებით სკოტები გასულიყვნენ მეორე ადგილზე,ნარინჯისფერები კი სახლში გამგზავრებულიყვნენ,მაგრამ 78-ე წუთზე პატრიკ კლუვერტმა დენის ბერგკამპის დახმარებით გოლი გაიტანა და ჰოლანდიის ნაკრები ფლეი-ოფში გავიდა,სადაც ფრანგებთან პენალტების სერიაში დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდელთა გუნდის შემადგენლობაში იყვნენ მარკ ოვერმარსი, ფილიპ კოკუ, ედგარ დავიდსი, ფრანკ დე ბური, როლანდ დე ბური, პატრიკ კლეივერტი. ნაკრები მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებს შეხვდა. ეს იყო 1978 წლის ფინალური მატჩის რევანში. ნიდერლანდი დაწინაურდა პატრიკ კლეივერტის გოლით, მაგრამ კლაუდიო ლოპესის გოლით არგენტინამ პირველივე ტაიმში გაათანაბრა. ნიდერლანდმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-1 89-ე წუთზე დენის ბერგკამპის მიერ გატანილი გოლით. ბერგკამპმა მიიღო ფრენკ დე ბურის 55 მეტრიანი პასი, ერთი მოძრაობით მოატყუა რობერტო აიალა და გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი. ნახევარფინალში ჰოლანდიის ნაკრების მეტოქე ბრაზილია იყო. ძირითადი და დამატებითი დროის ფრედ 1:1 დასრულების შემდეგ სამხრეთამერიკელებმა იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. ჰოლანდიელები ახლა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ხორვატიის ნაკრებთან დამარცხდნენ-2:1.ჰოლანდია 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელი იყო ბელგიასთან ერთად და ტურნირის ფავორიტადაც მიიჩნეოდა,მათ ჯგუფურ ეტაპზე ყველა მეტოქეს მოუგეს,მათ შორის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს,მეოთხედფინალში იუგოსლავიას გადაეყარნენ და 6:1 დაამარცხეს.პატრიკ კლუვერტმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა.ნახევარფინალში იტალიასთან პენალტების სერიით დამარცხდა გუნდი-3:1.მწვრთნელი ფრანკ რაიკაარდი ბევრი გააკრიტიკეს და თანამდებობიდა გაათავისუფლეს, მისი ადგილი ლუი ვან გალმა დაიკავა. ნაკრებიდან გაუშვეს ასევე დენის ბერგკამპი, რომელმაც ჩემპიონატზე საერთოდ ვერ გაიტანა გოლი.ჰოლანდიის ნაკრები ვერ გავიდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,რადგანაც გადამწყვეტ მატჩებში წააგო პორტუგალიასთან და ირლანდიასთან.მწვრთნელი ლუი ვან გაალი წარუმატებელი მწვრთნელობიდან გადადგა.ჰოლანდია ევროპის 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა,სადაც მასპინძელ პორტუგალიასთან დამარცხდა.მწვრთნელი დიკ ადვოკაატი გააკრიტიკეს ტაქტიკის და მოთამაშეთა ცვლილებების გამო და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.გუნდის ისეთი ვეტერანები,როგორებიც იყვნენ ფრანკ დე ბური,მისი ძმა როლანდ დე ბური,ედგარ დავიდსი,კლარენს ზეედორფი,მარკ ოვერმარსი,იააპ სტამი და პატრიკ კლუივერტი ან საერთოდ დაითხოვეს გუნდიდან ან მომავალ მსოფლიო თასზე არ წაყვანეს.ნიდერლანდის ეროვნული ნაკრები 2006 წელს გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა C ჯგუფში. აქ მისი მეტოქეები იყვნენ არგენტინის (0-0), სერბია–ჩერნოგორიის (1-0) და კოტ დ'ივუარის ნაკრებები (2-1).ნარინჯისფერებმა არგენტინასთან ქულები გაიყვეს, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით პირველ ადგილზე „ალბისელესტე“ გავიდა.ნახევარფინალში ჰოლანდიელები პორტუგალიელებს შეხვდნენ და 0:1 დათმეს.ეს მატჩი გამორჩეული იყო მსოლფიო ჩემპიონატების ისტორიაში იმით,რომ 16 ყვითელი ბარათი იქნა ნაჩვენები,აქედან 4 წითელი.პრესამ ამ მატჩს ნიურნბერგის ბრძოლა უწოდა.მიუხედავად საკადრო პოლიტიკისა და შემტევ ფეხბურთელთა ნაკლებობის გამო მის გარშემო ატეხილი კრიტიკის ქარცეცხლისა, მარკო ვან ბასტენს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, რაზედაც მარკომ თანხმობა განაცხადა..ჰოლანდიამ ევრო 2008-ის კამპანია 2006 წლის 2 სექტემბერს ლუქსემბურგთან გამარჯვებით დაიწყო.2007 წლის 8 სექტემბერს ნარინჯისფერებმა ვესლი სნეიდერისა და რუუდ ვან ნისტელროის გოლებით ამსტერდამ არენაზე ბულგარეთი დაამარცხეს.2007 წლის 12 სექტემბერს ჰოლანდიამ ნისტელროის ერთადერთი გამარჯვების გოლის წყალობით ალბანეთი დაამარცხა და G ჯგუფში ქულებით რუმინეთს გაუთანაბრდა,მაგრამ ჩამორჩა გოლების სხვაობით.2007 წლის 13 ოქტომბერს ნარინჯისფერები რუმინეთშჲ დამარცხდნენ,მაგრამ ოთხი დღის შემდეგ სლოვენიაზე 2:0 გაიმარჯვეს,მაშინ როცა ბულგარეთმა ალბანეთში ფრე გაახერხა,ჰოლანდიელებს ევრო 2008-ზე მოსახვედრად დარჩენილი ორი მატჩის მოგება სჭირდებოდათ,სახლში ლუქსემბურგთან და გასვლაზე ბელორუსთან.ჰოლანდიის ნაკრებმა 2008 წლის პირველი თამაში ხორვატებთან სპლიტში გამართა.გუნდმა რუუდ ვან ნისტელროის,რობინ ვან პერსის,კლარენს ზეედორფის,ორლანდო ენგელაარის და არიენ რობენის გარეშე 3:0 გაიმარჯვა.პირველი გოლი თავურით ჯონ ჰეიტინგამ გაიტანა,მეორე გოლი კი ტიმ დე კლერის დახმარებით კლაას იან ჰუნტელაარმა გაიტანა.საბოლოო გოლი კი გლაზგოს სელტიკის თავდამსხმელმა იან ვენეგორ ოფ ჰესელინკმა გაიტანა.მარკო ვან ბასტენმა ძველი 4-3-3-ის ნაცვლად ახალი 4-2-3-1 სქემა გამოიყენა.ევრო 2008-ზე ჰოლანდიელთა გუნდი სიკვდილის ჯგუფში გამოდიოდა,სადაც ასევე იყვნენ იტალია,საფრანგეთი და რუმინეთი.მათ ჩემპიონატი დაიწყეს 2008 წლის 9 ივნისს ბერნში მსოფლიო ჩემპიონი იტალიის ნაკრების 3:0 განადგურებით.ეს იყო ჰოლანდიის იტალიაზე პირველი გამარჯვება 1978 წლის შემდეგ.ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ჰოლანდიელებმა საფრანგეთი დამაჯერებლად 4:1 დაამარცხეს 2008 წლის 13 ივნისს.ჰოლანდიელებმა შთამბეჭდავი ჯგუფური ეტაპი რუმინეთზე 2:0 გამარჯვებით დაასრულეს.მაგრამ მეოთხედფინალში გუნდი ყოფილი მწვრთნელი გუუს ჰიდინკის რუსეთის ნაკრებთან დამარცხდა 3:1,მიუხედავად იმისა რომ რუუდ ვან ნისტელროიმ 86-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა,რუსებმა დამატებით დროში 2 გოლი გაიტანეს.2010 წლის მუნდიალზე მარვიკის გუნდმა კარგად იასპარეზა და ფინალში გავიდა. ნიდერლანდმა ტურნირიდან გამოთიშა ბრაზილია (2-1) და ურუგვაი (3-2). ფინალში ნიდერლანდი დამარცხდა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან დამატებით დროში 0-1.მას შემდეგ, რაც ბერტ ვან მარვიკის გუნდი ჩავარდა ევრო 2012-ზე, ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ლუი ვან გალი. ის გაუძღვა გუნდს 2014 წლის მუნდიალზე. ჩემპიონატის დაწყებამდე კი ცნობილი გახდა, რომ მუნდიალის დასრულების შემდეგ ვან გალი ნებისმიერ შემთხვავაში ნაკრებს დატოვებდა და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაუდგებოდა სათავეში. ჩემპიონატის პირველსავე მატჩში ნიდერლანდი შეხვდა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს და რევანში აიღო წინა მსოფლიო ჩმეპიონატზე ფინალში განცდილი მარცხისთვის. ნიდერლანდმა ესპანეთი 5-1 გაანადგურა. ნიდერლანდი თავიდან აგებდა, თუმცა ანგარიში გაათანაბრა ვან პერსიმ, რომელმაც ნახტომში შორეული თავური დარტყმით გაიტანა გოლი. საბოლოოდ რობენმა და ვან პერსიმ დუბლი გაიფორმეს. მეორე წრეში, ავსტრალიის წინააღმდეგ მძიმე მატჩი ნიდერლანდმა ანგარიშით 3-2 მოიგო. გამარჯვების გოლი ახალგაზრდა მემფის დეპაიმ გაიტანა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნიდერლანდელი, რომელსაც გოლი აქვს გატანილი მსოფლიო ჩემპიონატებზე. ნიდერლანდმა ნაადრევად გაინაღდა პლეი-ოფში მონაწილეობა. მესამე მატჩში ჩილეს დამარცხებით (2-0) კი ნიდერლანდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მერვედფინალში, ნიდერლანდი მექსიკას დაუპირისპირდა. ევროპელებმა მატჩის ბოლოს გატანილი 2 გოლის წყალობით მოიგეს. თავიდან მექსიკელები იგებდნენ, მაგრამ შეცვლაზე ვან პერსის ნაცვლად შესულმა კლას-იან ჰუნტელარმა ჯერ სნეიდერს გაატანინა, შემდეგ კი თავად გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი რობენის წაქცევისათვის დანიშნულ თერთმეტმეტრიანით. კოსტა-რიკასთან მეოთხედფინალური შეხვედრა 0-0 დასრულდა. დამატებითი დროის მიწურულს ვან გალმა მეკარე შეცვალა და მოედანზე სათადარიგო მეკარე, ტიმ კრული შეიყვანა, რომელმაც პენალტების სერიაში მოიგერია ორი დარტყმა და გუნდი ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში ნიდერლანდი არგენტინას დაუპირისპირდა. ძირითადი და დამატებით დრო ანგარიშით 0-0 დამთავრდა, ხოლო პენალტები არგენტინელებმა უკეთესად შეასრულეს (2-4) და ფინალშიც სამხრეთ ამერიკელები გავიდნენ. ნიდერლანდის მხრიდან მხოლოდ რობენმა და კეიტიმ გაიტანეს პენალტენი. ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მესამე ადგილისთვის მატჩი ნიდერლანდის გამარჯვებით დასრულდა. ევროპელებმა პირველ ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს და ვან პერსისა და ბლინდის გოლების შემდეგ, ვეინალდუმმა ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 3-0.


ნიდერლანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები



კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
იტალიის  ეროვნული  საფეხბურთო  ნაკრები
იტალიის  ეროვნული  საფეხბურთო  ნაკრები
იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
07.03.15 სპორტი / ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ეროვნული ნაკრები, გაიმარჯვა ფიფას ოთხ მსოფლიო ჩემპპიონატში (1934, 1938, 1982 და
საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
07.03.15 სპორტი / ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — ევრო 2004-ის გამარჯვებული. საბერძნეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა 1994 წელს, მეორედ კი 2010 წელს. ამ ჩემპიონატზე
საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
07.03.15 ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები — ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო არენაზე. საფრანგეთის ნაკრებმა გაიმარჯვა 1998 წლის ფიფას მსოფლიო თასის გათამაშებაში,
ინგლისის   ეროვნული საფეხბურთო  ნაკრები
ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს ინგლისს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს ფეხბურთის
პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები – წარმოადგენს პორტუგალიას საერთაშორისო საფეხბურთო და ამხანაგურ ტურნირებში. პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
17.10.14 სპორტი / ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს არგენტინას საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს