იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

+ -
+1




იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ეროვნული ნაკრები, გაიმარჯვა ფიფას ოთხ მსოფლიო ჩემპპიონატში (1934, 1938, 1982 და 2006), ერთ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში (1968) და ერთ ოლიმპიურ თამაშებში (ოქროს მედალი 1936 წლის ზაფხულის ილიმპიადაში).

ეროვნული ნაკრების ტრადიციული მაისურის ფერი (ისევე როგორც ყველა იტალიური ნაკრები გუნდისა და ათლეტის, გარდა მოტო-სპორტისა) არის ლაჟვარდისფერი (იტალ. azzurro), შესაბამისად ეროვნული ნაკრების წევრებს მეტსახელად Azzurri უწოდებენ.
ამ გუნდის პირველი მატჩი ჩატარდა მილანში 1910 წლის 15 მაისს,სადაც იტალიამ დაამარცხა საფრანგეთი ანგარიშით 6:2.მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა 4 000 მაყურებლისაგან პრიზად სიგარეტის კოლოფები მიიღო. იტალიელთა გუნდი ასეთი იყო (2-3-5):დე სიმონი (ვარისკო), კალი (ტრერე), ფოსატი, კაპელო (დებერანდი), რიცი, ჩევენინი, ლანა, ბიონიკი. პირველი კაპიტანი იყო ფრანჩესკო კალი.

იტალიამ პირველ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებში,სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ნახევარფინალში ურუგვაისთან მარცხის შემდეგ, გუნდმა ეგვიპტეს 11:3 მოუგო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში.

პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე(1930) ვერ გასვლის შემდეგ იტალიის ეროვნულმა გუნდმა ზედიზედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატები, ჯერ 1934 წელს, ხოლო შემდეგ 1938 წელს. წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს მთავრმა მწვრთნელმა ვიტორიო პოცომ და იტალიის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ჯუზეპე მეაცამ. იმ დროის სხვა ვარსკვლავები იყვნენ: ლუის მონტი, ჯოვანი ფერარი, სილვიო პოლა და ვირჯინიო როსეტა. მასპინძელმა იტალიამ რომში გამართულ ფინალში ჩეხოსლოვაკია 2:1 დაამარცხა რაიმუნდო ორსის და ანჯელო სკიავიოს გოლებით.
1949 წელს, სერია A-ს წინა ოთხი სეზონის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბ ტორინოს ფეხბურთელების ავიაკატასტროფაში დაღუპვის შედეგად იტალიის ნაკრების საწყის თერთმეტეულს 10 კაცი გამოაკლდა. შემდეგ წელს იტალია 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ რაუნდს ვერ გასცდა, რაც უპირველეს ყოვლისა გამოწვეული იყო გრძელი და ფიზიკურად ძალიან დამღლელი ბრაზილიაში გემით მგზავრობით (საჰაერო მგზავრობა კიდევ ერთი ინციდენტის შიშით არ განხორციელდა).

1954 და 1962 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე იტალიამ კვლავ ვერ დასძლია პირველი რაუნდი,1958 წელს კი საერთოდ ვერ გავიდა.1960-იანი წლების დასაწყისში საერთაშორისო ასპარეზზე ორი იტალიური გუნდი — [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანი და ინტერი დომინირებდა. ამ შედეგებს კი იტალიის ნაკრები ფეხს ვერ უწყობდა. იტალია მონაწილეობა არ მიუღია ევროპის პირველ ჩემპიონატში 1960 წელს, 1964 წელს კი საბჭოთა კავშირმა მეორე რაუნდში გამოთიშა ასპარეზობას.

1966 წლის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების ასპარეზობა დასამახსოვრებელია ჩრდილოეთ კორესთან 1:0 წაგებით.მიუხედავად იმისა რომ სკუადრა აძურა ჩემპიონატის ფავორიტად მიიჩნეოდა და გუნდში ჰყავდა ჯანი რივერა და ბულგარელი, პირველივე რაუნდზე გამოთიშეს ნახევრად პროფესიონალმა ჩრდილოკორეელებმა და სახლში გაამგზავრეს. ჩრდილოეთკორეელი მეგოლე პაკ დუ იკი შეადარეს დავითს, რომელმაც დაამარცხა გოლიათი.
1968 წელს „სკუადარა აძურამ” ევროპის ჩემპიონატის ფინალში იუგოსლავიის დამარცხებით მოიგო პირველი უმთავრსი საერთაშორისო ტურნირი 1938 წლის შემდეგ. ეს მ მატჩი განსაკუთრებულია იმით, რომ ეს იყო ერთადერთი საერთაშორისო ტურნირის ფინალი, რომლის ფინალიც გადათამაშებულ იქნა. მატჩი დამათავრდა ფერ 1:1. წესების თანახმად რამდენიმე დღეში გადათამაშდა და იტალიამ ლუიჯი რივას და ანასტასის გოლებით დაამარცხა მეტოქე.

1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტი იყო. ევროპის ჩემპიონების რიგებში გამორჩეოდნენ ჯაჩინტო ფაკეტი, ლუიჯი რივა, ჯანი რივერა და ახალი ცენტრფორვარდი რობერტო ბონინსენია. იტალიელები 32 წლის შემდეგ გავიდნენ მუნდიალის ფინალში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის შემდეგ, სადაც იტალიელებმა 4:3 დაამარცხეს გერმანელები. ეს მატჩი ისტორიაში შევიდა როგორც საუკუნის ბრძოლა. მიუხედავად იმისა რომ ფინალში იტალია დამარცხდა ბრწყინვალედ მოთამაშე ბრაზილიასთან, 1970-იანი წლების ნაკრები ერთ-ერთ საუკეთესო იტალიის ნაკრებად. მექსიკურმა თაობამ თავისი საერთაშორისო წარმატებების ციკლი დაამთავრა 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ბრძოლას გამოთიშა გრეგორ ლიატოს პოლონეთის ნაკრებმა.
1978 წელს არგენტინაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელთა ახალი თაობა გამოვიდა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო პაოლო როსი. იტალიამ პირველ რაუნდში ბრწყინვალედ ითამაშა. იგი იყო ერთადერთი გუნდი ჩემპიონატზე,რომელმაც დაამარცხა ტურნირის მასპინძელი და მომავალი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები. შემდეგ იტალიამ მოუგო დასავლეთ გერმანიას, ავსტრიას, მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა ჰოლანდიასთან და მესამე ადგილისთვის მატჩიც ასევე დათმო 2:1 ბრაზილიასთან. ჰოლანდიასთან წაგებაში მთავარ დამნაშავედ მიიჩნიეს მეკარე დინო ძოფი, რომელმაც შორეული დარტყმა გაუშვა. იტალიამ შემდეგ უმასპინძლა 1980 წლის ევროპის ჩემპიონატს. ეს იყო პირველი ჩემპიოანტი, რომელიც ჩატარდა ოთხის ნაცვლად რვა გუნდს შორის და სადაც მასპინძელი გუნდი ავტომატურად მოხვდა ფინალურ ეტაპზე. იტალია მესამე ადგილისთვის მატჩში პენალტებით დამარცხდა ჩეხოსლოვაკიასთან.

სერია A-ში მომხდარი სკანდალის შემდეგ, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, მათ შორის პაოლო როსი დაპატიმრებულები იყვნენ მატჩების გარიგებისთვის, იტალიის ნაკრები 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო სკეპტიციზმით და დისკომფორტით ჩავიდა.ჯგუფში პოლონეთთან, კამერუნთან და პერუსთან ნათამაშები 3 უღიმღამო ფრის შემდეგ იტალიის ნაკრები ფლეი-ოფში გავიდა. პრესა ხმამაღლა აკრიტიკებდა მწვრთნელ ენცო ბეარძოტის და კაპიტან დინო ძოფის.
2010 წლის მსოფლიო თასის ჩაგდების შემდეგ იტალიის ნაკრების თავკაცად დაინიშნა ჩეზარე პრანდელი. პრანდელიმ დაიწყო ახალი გუნდის მშენებლობა და ნაკრებში გამოიძახა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, მათ შორის ისეთები, რომლებსაც ნაკრებში თამაშის გამოცდილება არ ჰქონდათ. პრანდელის გუნდმა კარგად იასპარეზა ევრო 2012-ზე. იტალიამ ჩემპიონატიდან გამოთიშა ინგლისისა და გერმანიის ნაკრებები და გავიდა ფინალში, სადაც დამარცხდა ეპოქალურ ესპანეთის ნაკრებთან 0-4.

პრანდელი გაუძღვა გუნდს 2014 წლის მუნდიალზეც, სადაც იტალია მოხვდა „სიკვდილის ჯგუფში“ ინგლისის, ურუგვაისა და წინასწარ აუტსაიდერად შერაცხულ კოსტა-რიკის ნაკრებებთან ერთად. იტალიამ იმედისმომცემად დაიწყო ჩემპიონატი, დაამარცხა რა ინგლისი ანგარიშით 2-1. მიუხედავად ამისა, იტალიამ წააგო დარჩენილი ორი მატჩი და ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. ნაკრების წარმუატებლობა საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნია პრანდელიმ და გადადგა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან


იტალიის  ეროვნული  საფეხბურთო  ნაკრები




მსგავსი სიახლეები

კომენტარები 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
up