sitename
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
17.10.2014 1 604 0 BERO12

არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

სპორტი / ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
რჩეულებში




არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს არგენტინას საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია.
1974 წლის მუნდიალზე არგენტინამ დაძლია პირველი ჯგუფური ეტაპი და გავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც დაიკავა ჯგუფში ბოლო ადგილი.

არგენტინა მასპინძლობდა შემდგომ, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატს. გუნდმა ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მას ნიდერლანდის ნაკრები შეხვდა. ფინალი ნიდერლანდმა კარგად დაიწყო, მაგრამ პირველ ტაიმში არგენტინა დაწინაურდა მარიო კემპესის გოლით. დიკ ნანინგას გოლით ნიდერლანდმა მატჩის დასრულებამდე რვა წუთით ადრე გაათანაბრა და მატჩის მიწურულს მოგების შანსიც ჰქონდა, მაგრამ რობ რენსენბრიკის დარტყმა ძელს მოხვდა. დამატებით დროში კემპესისა და დანიელ ბერტონის გოლებით არგენტინამ გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
1986 წლის მუნდიალი იქცა დიეგო მარადონას ბენეფისად. ამ ჩემპიონატზე არგენტინამ მეორედ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ფინალში მათ 3-2 დაამარცხეს გერმანიის ნაკრები. ბოლო, გამარჯვების გოლი მარადონას პასით ხორხე ბურუჩაგამ გაიტანა. მომდევნო, 1990 წლის მუნდიალის ფინალაში არგენტინა კვლავ გერმანიას დაუპირისპირდა, მაგრამ ამჯერად დამარცხდა.
1998 წლის მუნდიალზე არგენტინა დიეგო მარადონას გარეშე გაემგზავრა, მაგრამ მას ჰყავდა გაბრიელ ბატისტუტა. არგენტინელებმა მერვედფინალში პენალტების სერიაში დაამაცხეს მუდმივი მეტოქე ინგლისი. მეოთხედფინალში მათი მეტოქე ნიდერლანდის ნაკრები იყო. ნიდერლანდი დაწინაურდა პატრიკ კლეივერტის გოლით, მაგრამ კლაუდიო ლოპესის გოლით არგენტინამ პირველივე ტაიმში გაათანაბრა. ნიდერლანდმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-1 89-ე წუთზე დენის ბერგკამპის მიერ გატანილი გოლით. ბერგკამპმა მიიღო ფრენკ დე ბურის 55 მეტრიანი პასი, ერთი მოძრაობით მოატყუა რობერტო აიალა და გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი.[3]

2006 წლის მუნდიალზე არგენტინამ ჯგუფში მოიგო პირველი ორი მატჩი, ფრედ ითამაშა მესამე ნიდერლანდთან, გაიყო მასთან ქულები, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით დაიკავა პირველი ადგილი და მეოთხედფინალში გამოეთიშა ტურნირს გერმანიასთან პენალტების სერიაში წაგებით. 2010 წლის მუნდიალზე არგენტინა კვლავ გერმანიამ გამოაგდო, კვლავ მეოთხედფინალიდან, ამჯერად მატჩი 0-4 დასრულდა. ასევე გერმანიასთან შეხვდა არგენტინა მუნდიალი 2014-ის ფინალში. ძირითადი დრო 0-0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი დამატებით დროის მეორე ტაიმში, 113-ე წუთზე ანდრე შურლეს ფლანგური გარღვევისა და პასის შედეგად შეცვლაზე შესულმა მარიო გეცემ გაიტანა. არგენტინამ 1990 წლის შემდეგ პირველად კვლავ ვერცხლის მედლები მოიპოვა. არგენტინელთა კაპიტანი ლიონელ მესი კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.


შემადგენლობა:
1 GK სერხიო რომერო 22 თებერვალი, 1987 (27 წლის)
21 GK მარიანო ანდუხარი 30 ივლისი, 1983 (31 წლის)
12 GK აგუსტინ ორიონი 26 ივლისი, 1981 (33 წლის)
4 DF პაბლო საბალეტა 16 იანვარი, 1985 (29 წლის)
15 DF მარტინ დემიკელისი 20 დეკემბერი, 1980 (33 წლის)
17 DF ფედერიკო ფერნანდესი 21 თებერვალი, 1989 (25 წლის)
16 DF მარკოს როხო 20 მაისი, 1990 (24 წლის)
2 DF ესეკიელ გარაი 10 ოქტომბერი, 1986 (28 წლის)
3 DF უგო კამპანიარო 27 ივნისი, 1980 (34 წლის)
23 DF ხოსე მარია ბასანტა 3 აპრილი, 1984 (30 წლის)
14 MF ხავიერ მასკერანო 8 ივნისი, 1984 (30 წლის)
11 MF მაქსი როდრიგესი 2 იანვარი, 1981 (33 წლის)
5 MF ფერნანდო გაგო 10 აპრილი, 1986 (28 წლის)
7 MF ანხელ დი მარია 14 თებერვალი, 1988 (26 წლის)
6 MF ლუკას ბილია 30 იანვარი, 1986 (28 წლის)
8 MF ენცო პერესი 22 თებერვალი, 1986 (28 წლის)
13 MF აუგუსტო ფერნანდესი 10 აპრილი, 1986 (28 წლის)
19 MF რიკარდო ალვარესი 12 აპრილი, 1988 (26 წლის)
10 FW ლიონელ მესი 24 ივნისი, 1987 (27 წლის)
20 FW სერხიო აგუერო 2 ივნისი, 1988 (26 წლის)
9 FW გონსალო იგუაინი 12 ოქტომბერი, 1987 (27 წლის)
22 FW ეზეკიელ ლავესი 3 მაისი, 1985 (29 წლის)
18 FW როდრიგო პალასიო 5 აგვისტო, 1982 (31 წლის)



კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნიდერლანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
ნიდერლანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
ნიდერლანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
08.03.15 სპორტი / ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
ნიდერლანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წარადგენს ნიდერლანდს საერთაშორისო ტურნირებზე. მის ადმინისტრირებას ნიდერლანდის სამეფო ფეხბურთის ასოციაცია ახდენს.ნიდერლანდის
იტალიის  ეროვნული  საფეხბურთო  ნაკრები
იტალიის  ეროვნული  საფეხბურთო  ნაკრები
იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
07.03.15 სპორტი / ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ეროვნული ნაკრები, გაიმარჯვა ფიფას ოთხ მსოფლიო ჩემპპიონატში (1934, 1938, 1982 და
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
07.03.15 სპორტი / ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
გერმანიის ეროვნული ნაკრები (გერმ. Die Deutsche Fußballnationalmannschaft) — საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო არენაზე. მას საერთაშორისო დონეზე ადმინისტრირებას უწევს
საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
07.03.15 სპორტი / ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — ევრო 2004-ის გამარჯვებული. საბერძნეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა 1994 წელს, მეორედ კი 2010 წელს. ამ ჩემპიონატზე
საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
07.03.15 ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები — ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო არენაზე. საფრანგეთის ნაკრებმა გაიმარჯვა 1998 წლის ფიფას მსოფლიო თასის გათამაშებაში,
მატჩი ოცდამეექვსე არგენტინა–ირანი (1:0)
ყველამ კარგათ იცით რომ დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების სერია და მე შემოგთავაზებთ ამ მატჩების ფოტოებსა და თითოეულ თამაშზე ინფორმაციას ეს თამაში მთლიანობაში იუო