sitename
ტოპ 10  ყველაზე  ძვირიანი  ფეხბურთელების  სახლები
06.03.2015 2 869 0 BERO12

ტოპ 10 ყველაზე ძვირიანი ფეხბურთელების სახლები

ფოტო არქივი / სპორტი
რჩეულებში
ტოპ 10  ყველაზე  ძვირიანი  ფეხბურთელების  სახლები


1) დევიდ ბექჰემი
რა თქმა უნდა, პირველი ადგილი კომფორტისა და ფუფუნების დიდი მოყვარულის, დევიდ ბექჰემის სახლს ეკუთვნის, რომელიც 30 მილიონ გირვანქადაა შეფასებული. სახლი ლონდონის ცენტრში მდებარეობს და მასში 8 საძინებლსა და 7 სააბაზანოს შეხვედებით. ასევე, ფრჩიხლების სალონს, მინი სპა სალონს, ვიწრო პოდიუმს და სინთეტიკის საფეხბურთო მოედანს. სახლი უმაღლესი დონის დაცვის სისტემითაა აღჭურვილი, აქვს საიდუმლო შესასვლელი საკმაოდ გრძელი გვირაბით.


2) უეინ რუნი
"მან.იუნაიტედის" ლიდერის სახლის ღირებულება 17.83 მილიონი გირვანქაა. მასში, როგორც ჩვეულებრივ, განთავსებულია გასართობი ოთახი, აუზი, საუნა, სავარჯიშო დარბაზი და კინოთეატრი. სახლის გვერდით მდებარეობს მცირე დასახლება სპეციალურად რუნის ოჯახისა და მეგობრებისთვის. ამ უბანში ასევე ბევრი ცნობილი ფეხბურთელია სახლია, მათ შორის ვან პერსის, რიო ფერდინანდისა და პიტერ კრაუჩის.


3) დიდიე დროგბა
კოტდივუარელის სახლის ღირებულება 14 მილიონ გირვანქაზე მეტია და ნამდვილ სასახლეს წააგავს. მასში განთავსებულია 7 საძინებელი და 8 სააბაზანო. ასევე, ტიტულების ოთახი, ბავშვთა გასართობი ოთახი და დახურული აუზი. ეს სახლი ინგლისში მდებარეობს და წლეულს დაბრუნებული დროგბა ნამდვილად ბედნიერი უნდა იყოს, რადგან კვლავ ამ აპარტამენტში უწევს ცხოვრება.


4) ჯონ ტერი
ჯონ ტერის სახლის ღირებულება 7.5 ფუნტი სტერლინგია. მისი აპარტამენტი ძალიან არაორდინალური დიზაინით გამოირჩევა. სახლს აქვს მიწისქვეშა აკვარიუმი და კინოდარბაზი. ტერიმ საკუთარი სახლის გვერდზე მისი ოჯახისთვისაც ააშენა ძვირადღირებული საცხოვრებელი, რომელიც ,,მოკრძალებული" თანხა, 5.5 მილიონი ფუნტი დაჯდა.


5) ფრენკ ლამპარდი
აწ უკვე "სიტის" ნახევარმცველის სახლი 7 მილიონ ევროდაა შეფასებული და შიდა ინტერიერი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. მასში შეხვედებით 12 სააბაზანოს, 9 საძინებელს, საცურაო აუზსა და ჩოგბურთის კორტს. ეს სახლი ლამპარდის მშობლიურ ქალაქშია და ადვილი წარმოსადგენია, როგორი ნოსტალგიის გრძნობა დარჩება მას, როდესაც სათამაშოდ ამერიკაში წავა.



6) კრიშტიანუ რონალდუ
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელსა და "რეალის" ვარსკვლავს, კრისტიანო რონალდუს ერთ-ერთი საუკეთესო სახლი აქვს ფეხბურთელებს შორის. სახლის შიგნით თქვენ შეხვედებით რონალდუს ლოგოს (CR7), დეკორატიულ კედლებს, 7 საძინებელსა და 8 სააბაზანოს. ასევე, ტიტულებისა და ბავშვების გასართობ ოთახებს.


7) მარიო ბალოტელი
იტალიელი კომფორტის დიდი მოყვარულია. როდესაც ის ინგლისიდან მილანში დაბრუნდა სათამაშოდ, მალევე შეიძინა მდიდრული აპარტამენტი, რომელიც აღჭურვილია დახურული აუზითა და კინო-თეატრით. იმედია ბალოტელი ამ სახლშიც არ გააჩენს ხანძარს ფეიერვერკის დახმარებით.


8) ანდრეს ინიესტა
"ბარსელონას" ვარსკვლავი ფლობს საკუთარ ვილას, რომლის ფასიც 4.6 მილიონი ევროა. სახლში თქვენ შეხვედებით უამრავ საძინებელს, საცურაო აუზს და სამლოცველოსაც კი. ინიესტამ გადაწყვიტა სახლზე მისი სახელი გამოესახათ და ერთ-ერთ კედელზე ამ ვილას ანდრესის სახელი ამშვენებს, სხვა შემთხვევაში, მდებარეობიდან გამომდინარე, ფოსტალიონი მას ვერ მიაგნებს.



9) კაკა
მას შემდეგ, რაც რიკარდო კაკა "რეალს" შეუერთდა, მადრიდში შეიძინა აპარტამენტი, რომლის ფასიც 3 მილიონი ევროა.


10) ლიონელ მესი
მიუხედავად იმისა, რომ მესის ბევრი საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს მსოფლიოში, მისი სახლი საერთო რეიტინგში მხოლოდ მე-10 ადგილს იკავებს. ამ ეტაპზე არგენტინელის სახლი კვლავ მშენებლობის პროცესშია და ბოლომდე დასრულებულად სულ ცოტა ხანში ჩაითვლება.










კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
CHELSEA
CHELSEA
CHELSEA
07.10.14 სპორტი / ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
„ჩელსი“ (ინგლ. Chelsea Football Club) — პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი დასავლეთ ლონდონში, ინგლისში. გუნდი დაარსდა 1905 წელს, თამაშობს პრემიერლიგაში და ისტორიის უდიდესი
ლიფი სახელწოდებით Royal Fantasy Bra 10 მილიონ დოლარადაა შეფასებული
ეს მართლაც რომ სასწაული ნამუშევარი თუ არ ვცდები ვიქტორია სეკრეტს(victoria's secret) ეკუთვნის და მასში არც მეტი და არც ნაკლები 4200 ძვირფასი ქვაა ჩაქსოვილი - ბრილიანტები,
ყველაზე დიდი აუზი მსოფლიოში (19 ფოტო)
ყველაზე დიდი აუზი მსოფლიოში სან-ალფონსო-დელ-მარ მდებარეობს ჩილეს კურორტ ალგარობოში, მისი სიგრძე 1013 მეტრია და ფართობი 8 გექტარი. ეს უჩვეულო და ყველაზე დიდი ბასეინი
რას ნანობს Eminem_ი?
რას ნანობს Eminem_ი?
რას ნანობს Eminem_ი?
09.05.11 პიროვნება
რას ნანობს ემინემი? გადადით სრულიადში და ნახეთ ემინემის ინტერვიუ და გაიგეთ რას ნანობს ის!!! .
არქიტექტურული შედევრები (14 ფოტო)
laliko.com_მა უკვე გამოაქვეყნა ერთ-ერთი ძალიან მაგარი სახლი ''Meera House''_ის ფოტოები, ახლა კი გთავაზობთ კიდევ ერთ არქიტექტურულ შედევრს ''Cluny House''. ეს სახლი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.