sitename
ჩემი   ერთ-ერთი  საყვარელი  მხატვარია   სალვადორ  დალი
26.10.2014 1 862 0 მიშო

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარია სალვადორ დალი

ჩემი საყვარელი
რჩეულებში



სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი (კატ. Salvador Felip Jacint Dalí i Domènech; ესპ. Salvador Domingo Felipe Jacinto Dalí i Domènech); დ. 11 მაისი, 1904, ფიგერასი, კატალონია ― გ. 23 იანვარი, 1989, ფიგერასი) — ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურრეალიზმის წარმომადგენელი.
სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიადან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში.

1916 წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ კადაკესში სადაც ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა ლუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი.

მადრიდში დალი საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიზმის შერწყმას ცდილობს. 1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით. იმავე წელს დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 1929 წელს ლუის ბუნიუელთან ერთად მონაწილებას იღებს სიურეალისტური ფილმის "ანდალუსიური ძაღლის" შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავალ მეუღლე გალას (ელენე დიაკონოვა), რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე იყო.

დალის ნახატები სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ, იგი პოპულარობას იხვეჭს. 1929 წელს დალი ანდრე ბრეტონის მიერ შემქნილ სიურრელისტების ჯგუფში ერთიანდება.

1934 წელს დალი ოფიციალურად ქორწინდება გალასთან. იმავე წელს ის პირველად ეწვია აშშ–ს.

ესპანეთში სამოქალაქო ომისა და ფრანკოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მოვიდა "სიურეალისტების ჯგუფთან", რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გაირცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან: "სიურეალიზმი – ეს მე ვარ". ამასტან დაკავშირებით ანდრე ბრეტონმა დალის უწოდა "Avida Dollars", შექმნა რა მისი სახელისა და გვარისგან ანაგრამა.


დალის მუზეუმი ფიგერასში.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად აშშ–ში გადაბარგდა, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო 1940 წლიდან 1948 წლის ჩათვლით. 1942 იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს "სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება". მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული – წიგნი ბესტსელერად იქცა.

ესპანეთში დაბრუნების შემდეგ დალი მშობლიურ ფიგერასში დასახლდა. 1981 პარკინსონის დაავადებით სნეულდება. 1982 წელს გარდაიცვალა გალა.

სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.

ცნობილი ქმნილებები:
აპარატი და ხელი
გამჭვირვალე ძროხა
მობანავე ქალი
ქალისა და ცხოველის სიმბიოზი
სიურეალისტური კომპოზიცია
დაუკმაყოფილებული სურვილები
პოლ ელუარის პორტრეტი
უჩინმაჩინი კაცი
ფანტასმაგორა
დიდი მასტურბატორი
ვილჰელმ ტელის გამოცანა
რბილი საათები
ვერმერ დელფტელის მოჩვენება
მედიტაცია საყრდენით
უხილავი საყრდენი
ბინდის ატავიზმი
ათროპომორფული სეკრეტერი
ტელეფონი – ომარი
დივანი "მეი უესტის ტუჩები"
ვენერა მილოსელი ყუთებით
დიდი პარანოიკი
ქალის თავი ბრძოლის სახით
უცნაურობები
გოგონა ფანჯარასთან
მხატვარის მამა


ჩემი   ერთ-ერთი  საყვარელი  მხატვარია   სალვადორ  დალი


კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეპ შემსრულებეი
მარშალ ბრიუს მეზერს III (დ. 17 ოქტომბერი, 1972[1], დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ) ცნობილი თავისი სასცენო სახელით ემინემი (Eminem, სტილიზებულია, როგორც EMINƎM) — ამერიკელი
ჩემი საყვარელი მსახიობია ჯიმ ქერი
ჯეიმზ იუჯინ „ჯიმ“ კერი (ინგლ. Jim Carrey; დ. 17 იანვარი, 1962) — ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელი კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. ჯიმ კერი ცნობილი გახდა ფილმებით:
ჩემი საყვარელი მწერალია ანა ფრანკი
ანა ფრანკი (ნიდერლ. Anneliese Marie Frank; დ. 12 ივნისი, 1929, ფრანკფურტი — გ. მარტი, 1945, ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკი) — ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის
ჩემი საყვარელი მხატვარი ვაჟა მესხი
მართალი გითხრათ ხელოვნება ძალიან მიყვარს, რისი დამადასტურებელი საბუთიცაა ჩვენი საიტის კატეგორია ხელოვნება და ფოტო ხელოვნება. განსაკუთრებით ვაფასებ მხატვრობასა და
ჩემი  ერთ-ერთი  საყვარელი  როკ  ჯგუფი
ამ სიახლეში თქვენ ნახავთ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს როკ ჯგუფს,მცირეოდენ ინფორმაციას,ფოტოებს და ვიდეოებს მათზე ბითლზი (ინგლ. The Beatles) — 1960 წელს
ჩემი საყვარელი მომღერალი Amy Winehouse
ჩემი საყვარელი მომღერალი Amy Winehouse. სრულიადში იხილავთ: რამოდენიმე ფოტოს, მინი ბიოგრაფიას და რამოდენიმე კლიპს
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.