სადღეგრძელოები - ჩემო მეარღნევ

+ -
+76
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული,
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!
ვიცი გიყვარვარ, ასე მწარედ
მიტირებ არღანს,
ვიცი გიყვარვარ, რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება
ეგ შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ
რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს.

****

-დაასხი! ნაღდი სიყვარულის უნდა დავლიო,
ქვეყანა ცრემლის საუფლოა, სევდის გზა არი!..
-დაასხი, მუქთად დაგიხატავ შემკრთალ ალიონს,
დასტით, დუდუკით, თეთრი კრავით, დილის საარით!..
-დაასხი, ამ გზას მწუხარებით ბევრი ჩაივლის,
სანამ დრო არის, სანამ შემწედ არის უფალი,
სანამ მეძახის აშხვირებულ მთვარის დაისით,
განათებული ორთაჭალა, ვარდისუბანი..
დამცხრალა ძველი მუხამბაზი-რა დრო გავიდა!
რაც დარჩენილა, მასაც ალბათ ტილოს გავატან..
გაღიმებული მივტანტალებ იქით, საითაც
ეს დალოცვილი მზე თავდება, ქრება თანდათან..
შენ-შენი დახლით, ოქრო-ვერცხლით, არღნით, ამქარით,
მე-ჩემი დარდით, მარტოობით, გულის საკლავით,
-ღმერთის წინაშე შიშვლები ვართ, ბოლოს ორივეს,
დედიშობილას მიგვიბარებს სადმე საფლავი!

****

ვთვრები?როგორ არ დავთვრე ,

როცა სადღეგრძელო ულევია...

მოდი იმ ადამიანებს გაუმარჯოს,

ვისაც მკერდში მართლა გულები აქთ!

ლოდქვეშ მწოლიარე გამახსენდა,

სველ პურს შმაგი მაჭრის სურნელი აქვს,

ადრე წასულების ხსოვნა იყოს

მზე რომ ღვინოსავით ჰყვარებიათ!!!

ბრძენსაც გენოიოსსაც გაამასხრებს,

ბედი სულელი და თავხედია,

მოდი იმ ადამიანებს გაუმარჯოთ

ვისაც სიყვარული შეუძლიათ

****

დიდი ხნის წინ, როცა დედამიწაზე ყველაფერი სხვანაირად იყო მოწყობილი
ეშმაკი მსოფლიოს ყველა კუთხეში აგროვებდა ლამაზ ქალებს და მშვენიერ
მარგალიტებად აქცევდა მათ, ბოლოს იმდენი დაუგროვდა რომ მძივი გააკეთა,
ერთხელაც კაცმა არ იცის რატომ (ალბათ უფლის ბრძანებით) გადაწყვიტა ეს
მარგალიტები ისევ გაეფანტა მთელს დედამიწაზე და ისევ მშვენიერ ქალებად ექცია,
გაატანა ეს მძივი არწივს და უთხრა ყველა ქვეყანაში თითო მარგალიტი ჩააგდეო,
ასეც იქცეოდა არწივი, აგდებადა ყველა ქვეყანაში რომელსაც გადაუფრენდა
ერთ მარგალიტს სულ მალე მოახლოვდა საქართველოს და ეს მძივი კლდის წვერს
გამოედო და გაწყდა, მარგალიტების უმეტესობა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვარდა და ისინი
ულამაზეს ქალებად იქცნენ, ხოდა მოდით ჩვენ ქალებს და ყველა ლამაზ მანდილოსანს გაუმარჯოს!!!

****

დედასთან უნდა ვადღეგრძელო დედა სამშობლო,
მამასთან ჩემი მამული და მადლი მდელოსი,
პაპასთან უნდა ვადღეგრძელო ძველი თბილისი და
შვილიშვილთან მომავალი საქართველოსი...

შვილებთან უნდა ვადღეგრძელო თვალის სინათლე,
დებთან და ძმებთან ყველა დილა ქართულ მიწაზე,
თუ საქართველო შენი ფეხით არ დაგივლია ,
არ გიცხოვრია არასოდეს დედამიწაზე...

ნიავი რომ ქრის ეს ნიავი ჩემი სუნთქვაა,
წყარო სისხლია, ქვა თვალია, მიწა ხორცია,
დამილოცია ჩემი მიწის ყველა მტკაველი,
ჩემი პატარა საქართველო დამილოცნია..

****

გაუმარჯოს ქართულ ვაზს,
ბევრი ჭირის გადამტანს,
გაუმარჯოს ვაზის წვენს,
ის ამაგრებს ქართულ გენს,
გაუმარჯოს ქართულ სულს,
ტრადიციებს არნახულს,
გაუმარჯოს ქართულ სუფრას,
სუერის თავში მუდამ მჯდომს,
დამერწმუნეთ მსოფლიოში,
ვერსად ვნახავთ ანალოგს.
გაუმარჯოს ქართველ ქალებს,
ეშხიანებს და წარმტაცებს.
გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს,
გაუმარჯოს ქართველ ერს,
გაუმარჯოს უნეტარესს,
მისი ლოცვა გადაგვარჩენს.

****

ყველა ღვინის დალევას აქვს თავის მიზეზი ზოგი
ოხრას ამოსთქვამს ზოგს ეძლევა იმედი მოდი
იმ კაცს გაუმარჯოს ვინც დალევს და არ დათვრება
სადრგრძელოს წარმოსთქვამს და სიტყვები არ აერევა
სხვასთან მივა და სხვის ქალზე თვალი არ გაექცევა

****

საქართველოს სიყვარულით მე ყანწები დამიცლია,
თამადისთვის სადღენგრძელო არასოდეს დამიცლია.
სიმღერით და სიყვარულით სადღეგრძელო დამიცლია
წინაპრების თავდადება მე სიმღერით განმიცდია.
მომავლისთვის იმედები სიყვარულით განმიცდია
სამშობლოსთვის სიყვარული არასოდეს გამიცლია.
ჩემი ლექსით ჩემი გრძნობით სიყვარული ამიხსნია,
ერთობა და მეგობრობა თამადისთვის დამითმია.
ეს ლამაზი კარგი დღე კი სიყვარულით განმივლია,
ერთობა და მეგობრობა სულ ბოლომდე განმიცდია.




.

მსგავსი სიახლეები

კომენტარები 3

+ -
0
roma1988 გასულია 3 ნოემბერი 2011 20:36
:dances:
+ -
0
roma1988 გასულია 3 ნოემბერი 2011 20:37
:sm_upset: roma1988,
+ -
0
roma1988 გასულია 3 ნოემბერი 2011 20:37
:dash: :dash: :laugh: :sm_cry:
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
up