+ -
+4
შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა


შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა,
სხვა სიყვარულები მეტს რას დაგმართებენ,
ზეცა დაგანახა, სადაც სიხარულით
შენი ვარსკვლავები აღარ ანათებენ.
+ -
+2
არ გაცივდეო - შვილს სწერდა დედა.


ქუჩაში ვნახე დახეული დედის წერილი,
ავკრიფე კრძალვით,უეცარი ვიგრძენი სევდა,
სულ ორი სიტყვა იყო ბედად გადარჩენილი,
არ გაცივდეო - შვილს სწერდა დედა.
არ გაცივდეო! - ეს სიტყვები გაგათბობს მარტო
მათში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია,
ო, მე არ ძალმიძს, არ ვიტირო და არ ვიდარდო,
რომ დედის ლოცვა, ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.
მე შენ მოგმართავ, ვინც დაჰკარგე დედის ბარათი,
შენ, ვინც დადიხარ დედისაგან დალოცვილ გზაზე,
გახსოვდეს მუდამ დედის გული არის მარადი,
და მასზე ტკბილი არავინ გყავს ამ ქვეყანაზე.
მე ამ ლექს ვარქმევ სიტყვებს ბედად გადარჩენილებს
და ვიდრე თვალში ჩაგდგომია სიკვდილის ბინდი
გემუდარები გაუფრთხილდი დედის წერილებს
გემუდარები დედის სათუთ გულს გაუფრთხილდი...
+ -
+3
აკრძალული სიყვარული



როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი,
და როცა გიყვარს თხემიდან ტერფით.
როცა ცას წვდები გაშლილი ფრთებით,
და როცა გიღირს ცხოვრება ერთ დღით.

როცა გული ცემს აპრილის ტემპით,
ატმის ყავივლებს ქარი შლის პენტვით.
უნდა გიყვარდს მუცელში პეპლით,
პეპლებიც ერთ დღით მოდიან , ერთ დღით!

როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი,
და როცა გიყვარს თხემიდან ტერფით.
როცა მუხელბი გეღლება კეცვით,
როცა შენს სუნთქვას სიხშირე ერთვის.

ესეთ სიყვარულს ვინატრებ ღმერთით,
თუნდაც პეპელად ვიცხოვრო , ერთ დღით!
ესეთ სიყვარულს , უვნებელს , კეთილს...
მე ხომ აკრძალულ სიყვარულს ვეტრფი!
-----------------------------------------------------------
ირაკლი გაფრინდაშვილი
+ -
+4
მივდივარ და მიმაქვს შენი ფიქრები...




მოვედი შენთან,რომ გაჩუქო ვარდი!
ბევრი გიმღერო გიტარის ფონზე...
გთხოვ,მომისმინე და გამომართვი.
წასვლა არ მინდა უშენოდ გთხოვ მე...
+ -
+2
ქუჩაში ერთხელ


იცი როდესაც მე დაგინახე
ქუჩაში ერთხელ, იქვე გზისპირას
თვალებს ცრემლი მოადგა წამით
სულის სიღრმეში რტოლვით და მალვით

ეს ცრემლი იყო დასაბამისი
დიდი გრძნობების აპოკალიპსი
ბედნიერების გზის დასაწყისი
და სიყვარულის პანორამისი

იცი როდესაც მე დაგინახე
ქუჩაში ერთხელ, იქვე გზისპირას
უცებ რაღაც ზებუნებრივმა
ჩემში ძლიერად გრძნობებს შეჰყვირა

ის ძგერა იყო ჩემი გულისა
ის გრძნობა იყო სიყვარულისა
ის დარდი იყო ჩემი სულისა
რაც შენში მხოლოდ მე მეგულისხმა...

რთულია მიხვდე რისთვის მოხვედი
რისთვის წახვედი წუთისოფლიდან
რატომ გიყვარდა ან არ გიყვარდა
რაიყო მასში რაც არ გხიბლავდა

იცი როდესაც მე დაგინახე
ქუჩაში ერთხელ, იქვე გზისპირას
მე შენში ვნახე ქვეყნიერება
ამ წუთისოფლის ბედნიერება...
+ -
+4
გულო მოწყენილო... გულო სევდიანო...


გულო მოწყენილო... გულო სევდიანო...
გულო რამდენჯერ ჩუმად ცრემლიანობ.
რამდენი დარდი ეტევა გულში ..
ღმერთო მიეცი ამ გულს შეძლება.
გული პატარა... მაგრამ ვრცელია,
ოი, რამდენი რამის მთქმელია...
სუყველას გულში ადგილს მიუჩენს...
ვერავინ ხვდება... გულს რა აწუხებს..
ჩუმად იტირებს... ჩუმად იდარდებს...
მერე იცინებს... მერე ინანებს...
სიცილით ბევრჯერ მწარედ იტირებს...
ასე იყუჩებს გული ტკივილებს.
გულო შენა ხარ... ბოლოც და თავიც...
გულო შენშია სიცოცხლის არსი,
მინდა ცხოვრებას მივყვე ბოლომდე...
გულო არ დამთმო... გულო იცოცხლე.
გულო უშენოდ ცხოვრება რაა...?
ერთი წამია, და წამი რააა...
გულში ჩამარხულ წლების ტკივილებს...
შენ სიკვდილამდე ვერ დაივიწყებ.
+ -
0
ზოლიანი ჩემოდანი...



მე ხვალ მივდივარ და მარტო გტოვებ
რაღაც განწყობა მაქვს სევდიანი
ოთახს სიმაღლეში დაეტოლა
ჩემი ზოლიანი ჩემოდანი
უკვე ყველაფერი ამაოა
თითქოს დავასრულეთ ვიწყებთ ისევ
თოკზე შრება ერთი საღამოც და
სახლში ვიხდით გრძნობის პარაკლისებს
სიტყვებს ვეგუებით უკვე ვეგარ
ხოდა სიჩუმეში ვწევართ ორნი
მინდა მეფერო და ვეღარ ბედავ
ვნება აივნიდან მოისროლე
გრძნობ რომ აღარ გტოვებს დეპრესია
ყელში გეჩხირება ისევ ბურთი
ხვალ ხომ შენი ღამის რეისია
თკვი და კედლისაკენ გადაბრუნდი
ხოდა მივდივარ და მარტო გტოვებ
ცოტა განწყობა მაქვს სევდიანი
ოთახს სიმაღლეში დაეტოლა
ჩემი ზოლიანი ჩემოდანი
+ -
0
ღამევ, მაპატიე!


გაშავთეთრებული ფიქრებს ვემონები
ისე მოიპარა ძუნწი განთიადი.
ერთი უფერული ღამეც ენანება,
ვეღარ გაიმეტა ჩემთვის ეს წყვდიადიც.
უკვე უფერობა სულში შემომიჩნდა,
ან რას მივაწერო? ან ვის დავაბრალო?
ვიცი უძილობით უკვე გადაგღალე,
ყელში მობჯენილო ჩემო ნაცრემლარო.
ძარღვებდაბერილი მკლავი მიცახცახებს,
ნერვის აღარ მრჩება უკვე ნატამალიც.
ვიღაც დალოცვილი რითმებს მიკარნახებს,
მე კი მივიჩემებ, ეს მე - უტიფარი.
კართან ჩამომჯდარი სევდა მელოდება,
კვლავაც მონატრებამ ჩემთვის მოიცალა.
უკვე მერამდენედ მთვარე მელანდება,
თითქოს ათასჯერ რომ სახე შეიცვალა.
ისევ უმიზეზოდ ნატვრად მეორდები.
ტანში შემომიძვრა ახლა აგონია.
აი, ამ დილითაც ცრემლად დავიცალე,
იქნებ გაგახსენდე, თუმცა არ მგონია.
ეს თითდამჩნეული მინაც მეჩემება,
ჩემი თითებია, ვიღას დავაბრალო?!
უკვე მერამდენედ თეთრად გაგათენე,
ღამევ მაპატიე, ჩემო ნაშფოთვარო.
------------------------------------------------------------
დარე გოგაშვილი -
+ -
+1
რაზმებად შევკარი დაჭრილი გულები



რაზმებად შევკარი დაჭრილი გულები,
გარდაცვლილ იმედებს სანთელი დავუნთე,
ლოცვით გავაცილე მზედაკარგულები,
ქვესკნელის შიშები უბეში გავუთბე.
+ -
+2
მე ქუჩაში ჩემს წილ სითბოს ვმათხოვრობდი



მე ქუჩაში ჩემს წილ სითბოს ვმათხოვრობდი..
რა ვიცოდი თუკი სხვებმა მიითვისეს..
სანამ ჩემთვის,სიბნელეში ვმარტოობდი
ჩემი წილი ყველაფერი მიისყიდეს...

სიცივეში ჩემს სიყვარულს დავეძებდი
სულ კარდაკარ დავიარე უიმედოდ
არარსებულ სიყვარულსაც ვაღმერთებდი
და დამტოვა უსახლკაროდ..უმიზეზოდ...

მე ქუჩაში ჩემს წილ სითბოს ვმათხოვრობდი..
ყველას ვთხოვე,ვისაც გული თბილი ქონდა..
მე ჩემს თავთან ყოველ ღამე ვმარტოობდი...
მაგრამ თურმე მე აღარც ის მეკუთვნოდა!.
+ -
+14
იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვიცი…



მთელი ცხოვრებაა გეძებ,
მთელი ცხოვრებაა გნატრობ,
იცი?!… შემეშალე ერთხელ,
ახლა მოგაგენი ვატყობ.
+ -
+2
ცხოვრება მშვენიერია...



ჩემის სარკმლის წინ წვიმის წვეთები ეცემა,
ისევ მიყვარხარ, შენს მაგივრად გრძნობები მეხვევა,
ასე დათრგუნულს, მოგონება მამხნევებს მხოლოდ,
მაინც გიპოვი, მაგრამ არ ვიცი როდის, ან როგორ...
სადღაც შორს, ტირის როიალი...
მე კი ქუჩაში მიწევს უკვე ბორიალი,
როიალი ნოტებით მეფერება, ის შენზე თბილია!
რას შეგადარო?! "ალბათ" თოვლი შენზე ცივია...
რატომ შემიყვარდი ასეთი თავნება,
ისე დამაბნიე ვერ ვხვდები რა ხდება...
ნუთუ ის ერთი ხარ, ვერტიკალური და თან ბრუნვადი,
ასე მგონია შენ წყალი ხარ, მე კი მწყურვალი.
შენი წასვლის შემდეგ, ვიცი რისთვის ვარ ამ ქვეყანაზე,
უნდა მიყვარდეს, უნდა მიყვარდეს ეგ სილამაზე,
რომელსაც სულში ატარებ მალვით
და რომელიც ჩემშიც დატოვე წასვლით...
სიყვარულდაკარგულს, არავინ მიშველა,
მაგრამ შენმა წასვლამ ერთი რამ მიჩვენა,
ჯერ სიყვარულზე არ მიმღერია
და უკვე მივხვდი, ცხოვრება მშვენიერია...

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up