+ -
+1
რატი  ამაღლობელი-სეკვენცია



ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ და
ანი ბანი და განი და.
+ -
+1
ტერენტი  გრანელი-მწუხარე მელოდია



მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები.
საოცრების ლანდები შენს წინ გლოვას ანთებენ,
როგორც ბრილიანტები საიდუმლო ოცნებით.

შუაღამის ვედრება სამრეკლოსთან ბერდება,
მოგონება ფითრდება სინანულის ფარდებში.
სურნელება ვილლასი დაეცემა სილაზე,
როგორც ლურჯი სინაზე, დაიკივლებს ვარდებში.

აკანკალდა არმაზი, უნაზესი გამმაზე,
მოსვენებას არ მაძლევს კვირეების გუგუნი.
ძლივს გადურჩი ამ აპრილს, ვერ ვასრულებ დანაპირს,
ჩვენს ცხოვრებას თანაბარს შთანთქავს ღამე უკუნი.

განშორების წამებში ჩაქრებიან სანთლები,
დაო, მომელანდები ვით კუბოში მწოლარე.
სასაფლაოს ლოდებთან ჩამოცვივდნენ ფოთლები,
მზეო, არ გელოდები მე, ფარულად მთრთოლარე.

როცა ქარი იწყება, გადვიქცევი ფიქრებად,
ალბათ ბევრი იქნება იმედები ქარვაში.
მესმის ხმა როიალის, ვით ფოთლების შრიალი,
მიყვარს მე ხეტიალი შეშლილივით ქალაქში.

მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები.
+ -
+1
პასუხი კითხვებზე


კითხვები დაგროვილა ცამდე,
პასუხებს აღარა აქვთ ნება,
მწარე სინანული მავსებს,
ის რაც ოდეს იყო ქრება.
კითხვები დაგროვილა ცამდე,
პასუხი გასცდომია ცას
ის რაც ადრე უკვე ვნახე
ისევ გავატანე ქარს...
+ -
0
დღევანდელი ცხოვრება


ცხოვრება ისტორიის ნარჩენად დაღუპულა,
ძველი ღიმილები აკვანში დამარხულა,
დედათა თვალებზე ცრემლები დანამულა,
ეს წლები ფიქრებში როგორ დაკარგულა...
+ -
+2
რას იტყვის უფალი?



მიზანი ერთი მაქვს, ქცევა კი მეორე,
ზოგჯერ ვარ კეთილი, ზოგჯერაც ეული,
დღეს ცოდვებს დავტირი, ხვალ კი ვიმეორებ,
დღეს ანგელოზი ვარ, ხვალ კი ვარ წყეული.
ზოგჯერ ყველას მინდა ხელი გავუწოდო,
მშიერი დავაპურო, მწყურვალს წყალი ვასვა,
და თუ არ დამინდო, გარყვნილი ვუწოდო,
ან კიდევ ვუსურვო, ჯოჯოხეთში წასვლა.
ხანდახამ მინდა რომ ვიყო, დედოფალი,
ყველას და ყველაფერს, ზევიდან დავხედო,
მერე კი მეფიქრება: რას იტყვის უფალი?
ცოდვები იგლოვეო, უვიცო თავხედო.
ქუჩაში გავდივარ, კეთილი ნიღაბით,
მიტაცებს სამოსი, ძვირფასი ლამაზი,
ნავი მეძირება ჩემივე ნიჩაბით,
გამოვფხიზლდები და არ მხიბლავს ალმასი.
როცა ვიტანჯები, ვაბრალებ ცხოვრებას,
არ დავიმსახურე, ჩემს თავს დავაჯერებ,
ხანდახან, ვეძალი ვისწრაფი ცხონებას,
ხანდახან, ცუდ ფიქრსაც კი აღას ვაჩერებ.
დღეს ანგელოზი ვარ, ხვალ კი ვარ წყეული,
მიზანი ერთი მაქვს, ქცევა კი მეორე,
ზოგჯერ ვარ კეთილი, ზოგჯერაც ეული,
დღეს ცოდვებს დავტირი, ხვალ კი ვიმეორებ.
+ -
+7
,,დუდი,, დღეს იცი? (ბესარიონი)

დუდი, დღეს იცი? მომენატრა შენი თვალები,
ბაღის კიდესთან, მოსეირნე ბიჭი პატარა,
გამოვიარე შენი გზების, დღეს ნაკვალევი,
გზები, რომლითაც ბედისწერამ, გულით გატარა.
შენ დედამიწის ანგელოზო, შვილო სამოთხის ,
იცი რამდენი დაგვიტოვე, დარდები მოთქმის,
შენთვის დაფრქვეულ, ცრემლთა გროვას, ზეცაც, ვერ მოთვლის,
წმინდა სანთლები, დაგვინთია, დროდადრო ლოცვის.
არ ვიცი როგორ გინუგეშო პატარავ დედა,
რატომ ასეთი განსაცდელი, ერგუნა ბედად,
რისთვის ან რატომ, ჩამობნელდა ნათელი მზე და,
რისთვის ან რატომ, წაგიყვანა უფალმა ნეტა.
წამით მომინდა, მოფერება შენი თითების,
ვიგრძენი რაღაც უცნაური, სევდა და შფოთვა,
ნეტა შემეძლოს გაღვიძება, უკვე მითების,
ნეტა არ იყოს ყოველივე ამაო, ბოდვა.
გამოვიარე შენი გზების, დღეს ნაკვალევი,
გზები, რომლითაც ბედისწერამ, გულით გატარა,
,,დუდი,, დღეს იცი? მომენატრა შენი თვალები,
ბაღის კიდესთან, მოსეირნე ბიჭი პატარა.
+ -
0
მერე გავხდები მუნჯი...

დღეს მინდა ვიყო წმინდა,
ახალშობილის მსგავსი,
ო, იცი როგორ მინდა,
ცოდვებს, მოვფინო ხავსი.
ო, იცი როგორ მსურის,
განმარტოება ბედთან,
ცოდვით აღვსილი სულის,
მსხვერპლად შეწირვა ღმერთთან.
მინდა გავაქრო გესლი,
რაც კი მქონია ოდეს,
წმინდა მონასტრის, თესლი,
აღვივებული, მქონდეს.
მინდა ღვთისმშობლის კალთას,
ცრემლი ვაპკურო ბევრი,
მოვესათუთო სხალთას,
და გავხდე მისი წევრი.
დღეს მარტოობა მწადის,
დღეს სინანულის, მჯერა,
ღმერთო ნუ მეტყვი წადის,
არ მომარიდო მზერა.
რომ პეტრეს ცრემლი მქონდეს,
თუნდაც პატარა წვეთი,
რომ ბედნიერ ჟამს ოდეს,
არ დამავიწყდეს ღმერთი.
დღეს მხოლოდ მინდა ფუნჯი,
დავხატავ, ,,სევდის დედას,,
მერე გავხდები მუნჯი,
სიტყვას თუ გამიბედავს.
დღეს მინდა ვიყო წმინდა,
ახალშობილის მსგავსი,
ო, იცი როგორ მინდა,
ცოდვებს, მოვფინო ხავსი.
+ -
+7
ახლა ვაღიარე,ის,რაც არ მითქვია!


გიჟად შერაცხილი სულის აკორდები
ისევ პოეზიის მწვავე არითმია,
სასმელს აყოლილი,ლექსად ნაბოდები
ახლა ვაღიარებ,ის რაც არ მითქვია!

მარტოდ დარჩენილი სევდას ჩავეხუტე
მწარე რეალობა არსად გამითვლია.
სითბო დამაკლო და ღამეს გავებუტე
წუთის არსებობა წამად დამითვლია.

სიტყვებს გაურითმავს ზიზღი მოვაშორე
მუზამ აუხსნელად ხელი ჩაიქნია.
მიდი ბედისწერევ მღვარე მოაგორე
მაგრამ არ არსებობ,რადგან არ გიქნია...

ასე ანაბარა ზეცას ვეჭიდები
ჩემი კაროლები დამებს არ მიჭრიან.
სათნო მოხუცივით ასაკს ვეჯიბრები
პასუხს ველოდები:წლები სად მიდიან?

გაურკვევლობაში ვეძებ გამოსავალს
დროს ვინ გააჩერებს,მარდად ჩაივლიან.
შვილებს დავუტოვებ ბილიკს, ღვთისკენ სავალს
საფლავს შემყურე კი ცრემლებს დაითვლიან!

ლექსად ვიღვენთები,რითმი განაბული
ისევ პოეზიის მწვავე არითმია.
ალბათ მომეძალა გიჟი სინანული,
ახლა ვაღიარე,ის,რაც არ მითქვია!


------------------------------------------------------
ავტორი:გიორგი აბუაშვილი
+ -
+4



შენ რომ მოკვდები შენგან დარჩება
მხოლოდ სული და სამშვინელი
სული ასტრალში აირეკლება,
მოგონებები განვლილ დღისანი.
სამშვინელია ის ერთადერთი,
უკვდავი სული.
სიკვდილის შემდეგ მას ელოდება,
სასჯელი ზეცის.
შეიძლება მოხვდე ზევით,
შეიძლება მოხვდე ქვევით,
ან დაიტანჯო, ანდაც იხარო.
გავა წლები თუ საუკუნე,
შენ ისევ მოხვალ დედამიწაზე,
იგივე სულით,სულ სხვა სხეულით,
არ გეხსომება ვინ ხარ და რა ხარ,
მარტო გაიგებ ეხლა სადა ხარ.
+ -
+2
ოთო გურგენიშვილი ქართველი ახალგაზრდა გმირი



მთვარიან ღამეში იერით პოეტის,
შეშლილი სახით და მარაზმით.
ნამიან ბალახში თაბახის პოემით,
ვკითხულობ კარიბჭის დარაზვით –
+ -
+4
მაპატიეთ ქალბატონო მაპატიეთ...


სექტემბერმა გაიტაცაა ისევ ფიქრი..
დღესაც წვიმას ელოდება თქვენი მზერა...
რად მიხსენებთ?? ქალბატონო, რატომ მიცდით??
თქვენ ხომ მე არ მიმიჩნიეთ ბედისწერად??..

ახლა თითქოს სულ სხვა დროა, სულ სხვას გხედავთ...
წაშლილია თქვენს მზერაში სიამაყე ..
ვერ გავბედავ გულწრფელობას ვერ გავბედავ...
რომ ხმამაღლად მოგახსენოთ სინამდვილე...

რას გაუგებთ?? გულს საბედოდ ვის აირჩევს..
ჩვენი გული ბავშვი არის მიამიტი..
არ ემჩნევა მას ასაკი არასოდეს ..
გაჩენიდან სიკვდილამდე რჩება ბავშვი..

ახლა უკვე მარტოდ მარტო ზიხართ სახლში...
რამდენ წვიმას ეგებებით თეთრ სარკმელთან..
რა იცოდით/?? თქვენ მედიდურ სათნო ხმაში..
ვიქცეოდი ოდეს სევდის ნაპრალებად..

მაპატიეთ ქალბატონო მაპატიეთ...
დღეს ფიქრები სექტემბერმა გაიტაცა...
წამსვე მივხდი წვიმის მოსვლა რომ ვინატრე...
რომ ვერ შევძელ თქვენი მზერის დავიწყება.
+ -
+20
მიყვარხარ



მინდა გიყურო მძინარეს ღამით
და ყოველს დილას გზა დაგილოცო,
მინდა,რომ ვგრძნობდე შენს გულის ფეთქვას
და შენს სუნთქვას ჩუმად ვუსმინო.

მახსოვს პირველი ჩვენი შეხვედრა
ჩუმი ლამაზი დღე იყო..
შენი თვალები ასეთი მშვიდი
ჩემთვის ყველაფრის მთქმელი ,რომ იყო.

მუხლმოდრეკილი ხატის წინ ვდგავარ
ერთგულება მინდა შევფიცო,
ღმერთმა იმინოს ჩემი ვედრება
და რომ ბედნიერს მინდა გიყურო.

როგორ აგიხსნა ,რომ ჩემთვის ეს გრძნობა
ერთადერთი და წმინდა ,რომ იყო.
გწამდეს ძვირფასო მთელი ცხოვრება
შენი ერთგული მინდა,რომ ვიყო..(((*


ლანა შვანგირაძე

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up