+ -
+1
არავის არ უთხრა,რომ მე ცოცხალი ვარ


,,არავის არ უთხრა,რომ მე ცოცხალი ვარ,

რომ მე შეიძლება შევიგრძნო სამყარო..

არავის არ უთხრა კაცი ვარ,ქალი ვარ

ან იქნებ ღმერთი ვარ ღრუბლები გავყარო...

რომ მე მაოცებს და მხიბლავს დედამიწა,

რომ მინდა ზღვის პირას კენჭები დავთვალო..

ან იქნებ მარგალიტს ვეძებდე ხალხში და

ვიპოვო ერთ გულში ათასი სამყარო...



ლექსის ბოლომდე სანახავად გადადით სრულადში




.
+ -
0
ახლახანს გათენდა... ღრუბელთა მანტია


ახლახანს გათენდა... ღრუბელთა მანტია
ამღვრეულ თვალებში იჭრება კარტივით,
მე ისევ მარტო ვარ... ირგვლივ კი მარტია
უბრალოდ რთული და ძალიან მარტივი...

ღმერთი ხარ? – მაშინ მე ურწმუნო თომა ვარ
ვნახოთ ვინ გაიტანს და ვისი აჯობებს,
უკვე წარსულივით ვიგონებ მომავალს,
არმოსულ გაზაფხულს თვალებით ვაბოდებ.


ლექსის ბოლომდე სანახავად გადადით სრულადში



.
+ -
0


უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,

მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ...

დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც

დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს...

მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს,

სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ..

არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ,

იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...



ლექსის ბოლომდე სანახავად გადადით სრულადში



.
+ -
+1
გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე


გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე
ამბავი მოხდა უმაგალითო :
ქალი მისულა უყელსაბამო,
უბრილიანტო, უმარგალიტო,

უმანქანო და უმდიდრულქურქო,
უსაყურო და უსამაჯურო,
უქმრო, უშვილო და უღიმილო,
უჯამაგირო, უსამსახურო. . .

მისულა ქალი მაღალ დარბაზში
და არხეინი შეძრულა ხალხი :
ცისფერ-ვარდისფერ მათს გარემოში
კაბა ქალისა შეჭრილა თალხი.


ლექსის ბოლომდე სანახავად გადადით სრულად-ში


.
+ -
0
გასეირნება გულით მომინდა


წუხელ ბარდნიდა ისე ლამაზათ,
გასეირნება გულით მომინდა.
მაგრამ წახვედი შენ ჩემგან კარგო,
და ხმის გაცემაც აღარ მოგინდა.
რა აზრი ჰქონდა, ამ ლამაზ ღამეს,
უშენოდ მარტო, ქუჩაში ყოფნას,
თოვლმა დაფარა ის ნაკვალებიც,
შენი წასვლისას რომ აჩნდა მიწას



დანარჩენი სრულად-ში


.
+ -
+23
როცა პირველად შენი თვალები


როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვედით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.

ლექსის ბოლომდე წასაკითხად დააჭირეთ სრულად
+ -
+6
ზოგჯერ  სიგიჟე ისე  მოგივლის


ზოგჯერ სიგიჟე ისე მოგივლის
გინდა რომ მთელი ძალით იყვირო.
მიწას ჩასძახო. ზეცას ასძახო:
მიყვარსო. მიყვარსო. მიყვარსო!

გინდა ქვეყანა შემოიობინო
ყველას აუწყო. ყველას აცნობო.
გვერდში მდგომს ყურში მაგრად ჩასძახო.
მიყვარსო. მიყვარსო. მიყვარსო!


ლექსის ბოლომდე წასაკითხად დააჭირეთ სრულად
+ -
+11


მე შენ მიყვარდი, გიძღვნიდი ლექსებს,
შენ სხვა ქარებმა გაგინაპირეს.
მე შენ მიყვარდი როგორც მზის სხივი,
სხივი რომელიც აღარ ასხივებს.

შენში ვხედავდი ზეციურ ფერებს,
დედამიწაზე სამოთხის ხედებს.
ჩემთან მოჰყავდი ყოველთვის სიოს,
გულში ცხოვრობდი, დაგქონდა სითბო.


ლექსის ბოლომდე წასაკითხად დააჭირეთ სრულად
+ -
+12
იოსებ ნონეშვილი - შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა



შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა.
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთის შეხედვით ვაჟკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონებს, …

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up