+ -
+7
ლექსები მონატრებაზე


მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.

აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
+ -
+53
უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო


უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო,
ნუ შეეხები ქალის ბაგეებს,
თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი
ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს.
პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის
არის წმინდა და ალერსიანი
თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ
სიყვარულს პირველს მის არსებაში
თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ
კოცნა ხო თქვენთვის არაფერია
მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ
პირველი კოცნა თუ რა ძნელია?!
ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს
კიდეც რომ ცადოს გადავიწყება
მისთვის ხომ პირველ კოცნას და ალერს
მოაქვს ნანატრი, ნარნარი გრძნობა
ქალი ცოდვაა როცა ტყუილით
მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე
ნუღარ დასცინებთ, ნუ მოატყუებთ
არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს.
+ -
+27
უმისამართოდ



"იმაზე რთული არაფერი ყოფილა ქვეყნად, როდესაც სიტყვებს „მე შენ მიყვარხარ„ ნამდვილ ადრესატს ვერ მოუძებნი "

მე შენ გხატავდი ჩემს ოცნებებში
იყავი ნაზი, როგორც თვით ია,
ყვავილთა შორის გამორჩეული
ვით ქალთა შორის თინათინია.
არ მსურდა შენი დაკარგვა, მაგრამ
რა ვქნათ, ცხოვრება ხომ ასეთია?!?
ხალვათად ასში იპოვნი ერთს და
ათი ათასი შენი მტერია.
--------------------------
რატომღაც სევდა შემომერია,
შემომერია და მომერია...
+ -
+24
ქალი იყო და მერე რა ქალი...


ქალი იყო და მერე რა ქალი...
რა მიხვრა-მოხვრა,
რა გაღიმება,
რა თვალები და ანდა რა ტანი?!
ერთმანეთს გავდა ყველა ნაბიჯი
გამვლელებს ღიმი უკრთოდათ ტუჩთან...
ის მიდიოდა ნელა და ნაზად
ფეხთქვეშ ფარდაგად ეფინა ქუჩა...
მოვარდნილ სიოს ეჭირა თმები
სურნელს აცლიდა ფაფუკ ხორციდან...
ის მიდიოდა ქუჩაში მარტო
და ფილაქანი მის ტერფს კოცნიდა...
მზე ჩავარდნოდა ორივე თვალში
და წამწამები საბნად ეფინა...
მე ვუყურებდი ამ სილამაზეს
სურვილს ვყლაპავდი,რომ არ მეყვირა
ევა ხარ ევა ...მაცდური სქესით
ვნებას მოუწყვე განავარდება...
იცი კი მაინც? მაგ სილამაზით
რამდენი მტკარში გადავარდება?
რამდენი ოჯახს დაანგრევს ნაშენს...
შენგან დაჭრილი სხვას ფენს იარებს...
ლამაზი ხარ და შე დალოცვილო
თვალს ნუ მაფეთებ,
ჩუმად იარე...
ის კი დაგროვილს ღიმილით მტრობდა
გრძნობდა მოკვნეტილ ტუჩიდან გემოს
სისხლის,რომელსაც პასუხსაც სცემდა
"რა ვქნა ძვირფასო ქალი ვარ მეო?!"
+ -
+39
ქალი კი არა ფერია ხარ


ქალი კი არა ფერია ხარ, ქალად ნაქარგი,
ხარ სილამაზე_სალვადორის ფუნჯით ნახატი!!!
ქალი კი არა, ცდუნება ხარ, ამქვეყნიური,
ხარ ოკეანე_ტალღის ფსკერზე ამოხეთქილი,
ოხ, ეს თვალები, შენი ტრფობით გადაფეთქილი...
ქალი კი არა, გუმბათი ხარ, ღვთისგან ნაგები
ხარ სალოცავი, წმინდა ხატთან,ჩოქვით ნაფერი.
ქალი კი არა, ნოტები ხარ, აჟღერებული,
მთვარის სონატა, ბეთჰოვენის მუზად ნაქები...
ქალი კი არა, პიესა ხარ, ჩემთვის ნაწერი,
ხარ ბაირონის სტრიქონებში კალმით ნაფერი...
ქალი კი არა, პლანეტა ხარ, შენ მზით გამთბარი...
ხარ სიმფონია, მარცვალ_მარცვალ ლექსში ჩამდნარი...
ქალი კი არა, ფერია ხარ, ქალად ნაქარგი...
+ -
+4
ანგელოზი


ანგელოზი ხარ, ანგელოზად დაბადებული,
გული თბილი გაქვს, ადამიანისთვის გამეტებული,
სული ტკბილი გაქვს, ლამაზი და ამაღლებული,
შენ ხარ ამ ქვეყნად, ყველაფერში დაფასებული...

ავტ: ირაკლი ზვიადაური
+ -
+23
ახლა ვაღიარე,ის,რაც არ მითქვია!




გიჟად შერაცხილი სულის აკორდები
ისევ პოეზიის მწვავე არითმია,
სასმელს აყოლილი,ლექსად ნაბოდები
ახლა ვაღიარებ,ის რაც არ მითქვია!

მარტოდ დარჩენილი სევდას ჩავეხუტე
მწარე რეალობა არსად გამითვლია.
სითბო დამაკლო და ღამეს გავებუტე
წუთის არსებობა წამად დამითვლია.

სიტყვებს გაურითმავს ზიზღი მოვაშორე
მუზამ აუხსნელად ხელი ჩაიქნია.
მიდი ბედისწერევ მღვარე მოაგორე
მაგრამ არ არსებობ,რადგან არ გიქნია...

ასე ანაბარა ზეცას ვეჭიდები
ჩემი კაროლები დამებს არ მიჭრიან.
სათნო მოხუცივით ასაკს ვეჯიბრები
პასუხს ველოდები:წლები სად მიდიან?

გაურკვევლობაში ვეძებ გამოსავალს
დროს ვინ გააჩერებს,მარდად ჩაივლიან.
შვილებს დავუტოვებ ბილიკს, ღვთისკენ სავალს
საფლავს შემყურე კი ცრემლებს დაითვლიან!

ლექსად ვიღვენთები,რითმი განაბული
ისევ პოეზიის მწვავე არითმია.
ალბათ მომეძალა გიჟი სინანული,
ახლა ვაღიარე,ის,რაც არ მითქვია!


------------------------------------------------------
ავტორი:გიორგი აბუაშვილი
+ -
+6
ჩემო თოჯინავ...



მე გავიზარდე როგორც არასდროს
და შენ, ბავშვობის დარჩი იმ წლებში...
დრო რომ სურვილებს არც კი სდარაჯობს,
როცა, სულია ზეცის შვიდ ფერში...
ჩემი ცხოვრება ისე გაფრინდა,
ბუმბულს ვერ ვითვლი ახლაც მის ფრთებში,
თუმცა, სიცოცხლეს ვსუნთქავ წამიდან,
ჩემი გული ძგერს კვლავაც მის ხმებში...
შენ კი... დამირჩი ისევ თოჯინად,
თეთრი კაბით ხარ, სუფთად, წვრილ წელში...
როგორ გივლიდი... მახსოვს - შორიდან...
და რომ გიმღერდი ნანას თბილ მკერდში...
უკვე, ქალი ვარ... დედა, მოვდივარ!..
შვილი მეძახის, ამ წუთს, მზის ეტლში...
ახლა, ისაა ჩემი თოჯინა...
ახლა, შენა ხარ - ორი... იმ ერთში...
და ამ სიყვარულს ვუვლი მოტივად...
გრძნობამ დამტოვა თავად მის წვერში...
რა პატარა ხარ... ჩემო, თოჯინავ...
მე რა დიდი ვარ... თურმე, შენს ხელში...



ავტორი: შალვა ლონდარიძე


ეძღვნება ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს,რომელიც ძალიან მენატრება :sm_cry: :sm_cry:
+ -
+20
უშენოდ მცივა



სამყარო სავსეა შავთეთრი ფერებით
თითქოს ახლოს ხარ, ვერ გეფერები
მახსოვს ჩვენი ტუჩების შეხება
ალბათ აღარც მოვა ის ბედნიერება

ქუჩაში დავდივარ ჩუმად დაგეძებ
ჩემო მშვენიერო მე შენ გაღმერთებ
ვეღარ გიპოვი ეს უკვე ვიცი
მაგრამ რატომღაც ისევ იქ გიცდი

გიცდი და გხედავ, უი მელანდები
ალბათ იმიტომ, რომ ძლიერ მენატრები
მე გიჟად მთვლიან ამდენს რომ გელი
დღესაც მთვრალი ვარ და შენზე ვმღერი

მთელი ეს წლები უშენოდ მცივა
თითქოს სულში მაქვს ჩამწვარი ყინვა
შენი დავიწყება მე თითქოს მინდა
მაგრამ უშენობით ეს გულიც მტკივა

ნეტა თუ შეგხვდები, ისევ მაკოცებ?
ალბათ გვერდს გამივლი და გამაოცებ
მე კიდე ვიყვირებ, არ გაგაგონებ
და შენზე ფიქრებს ქარს გავაყოლებ
+ -
+22
სიყვარულის ისტორია



ორი სულიერი ცხოვრობდა ერთად
სიყვარულს აღმერთებდენ ბოდვამდე ერთხმად
გოგოს ბიჭი უყვარდა სიცოცხლეზე მეტად
არასდროს დატოვებენ ერთმანეთს კენტად
+ -
+1
მესხეთი




მესხეთო, შენ ხარ აკვანი
გამზრდელი მრავალ გმირისა,
მუდამ მტკიცე და გამტანი
სული ხარ ჩვენი ერისა!

შენ გესეოდა ოდითგან მტერი,
მაშინაც გყავდა მიწა–წყლის მცველი,
ის, ვინც საკუთარ სიცოცხლის ფასად
სისხლით იცავდა, მესხეთს ჩვენს ტაძარს...

დედები, რომელთ ცალ ხელში ხმალით
არწევდნენ ვაჟჯაც გმირების აკვანს,
და თუ დასჭირდათ განწირულ თავით
ეწირებოდნენ მესხეთის დაცვას...

მტერმა შეგვიღება სისხლით ისტორია,
წინაპრებს ჩვენთვის, ჩვენთვის უომია.
ჩვენ დავაფასებთ წინაპრის შრომას,
და ვიამაყებთ მესხები რომ ვართ!...

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up