+ -
+10
დიკა სალაყაია - არ დამეღალო დედი


ვზივარ და ვფიქრობ,

რა გიჭირს, რა გილხინს,

თუმცა ვერ გშველი დედი,

გადათენთილან თოვლით იები,

მეც მალე მოვალ დედი.
+ -
+2
მორის ფოცხიშვილი - დედას პური



ბალზე მიმდის ბაღში თვალი,

როცა დამწიფდება ბალი.


რა ვქნა, შინდზე სული მიმდის,

როცა წითლად ღვივის შინდი.


მსხალზე მიყვარს საუბარი,

როცა დაღვინჯდება მსხალი.


ატამს რომ ვჭამ, თითებს ვატან,

აბა, რა სჯობს ნამდვილ ატამს?!


მაგრამ პურს რომ მიცხობს დედა,

ყველაფერი მავიწყდება.
+ -
-1
მიხა ხელაშვილი - დედა და შვილები




დედას ვუყვარვართ შვილები,

დედა არ გვახსოვს შვილებსა,

ამიტომ წუთისოფელი,

სულ მუდამ გვაცოდვილებსა.
+ -
0
მიხეილ ქვლივიძე - დედა



დაღარულ ხელებს მზისკენ იწვდიდა,

ტანზე მაცმევდა სხივისგან ნაქსოვს...

არა ლეჩაქით და არც მიწიდან,

მე სულ სხვაგვარი მშობელი მახსოვს.
+ -
+4
ილია ჭავჭავაძე - ქართვლის დედას




ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა

უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;

დედის ნანასთან ქვითინი მთისა

მას უმზადებდა მომავალ გმირსა...
+ -
+3
გიორგი წერეთელი - დედას



გაზაფხულის ყვავილები

მსურს შევკონო ერთად,

მსურს შევკონო და მოგიძღვნა

საყვარელო დედა!


გაზაფხულდა, შენს თვალებშიც

გაზაფხული ბრწყინავს,

კიდევ ბევრჯერ გაგითენდეს

დედავ, მარტის დილა!
+ -
+8
ნანა მეფარიშვილი - თითქოს პატარა ვარ



თითქოს პატარა ვარ, მოკლეკაბიანი,

ეზოს ჩამოვურბენ ფრენით,

შენთან მოვირბენ და მუხლზე მოგეხვევი,

ძალა მომეცემა შენით.
+ -
+22
ფრიდონ ხალვაში - დედა



მადლობა, დედი, რომ ასე მშვიდი,

რომ ასე თბილი დღეებით მზარდე,

მე ახლა უკვე შენს მკერდს ავცილდი

და ასე, ვფიქრობ, ავაღწევ ცამდე,


მაგრამ რაც უნდა ვიარო აღმა,

მე ერთი რწმენა ვატარო უნდა:

დედილო, როგორც წინათ და ახლაც,

ჩემზე მაღალი იქნები მუდამ.
+ -
+1
სიმონ ჩიქოვანი - ქართველი დედა



ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას,

მოკაზმული ხმლით და მუზარადით.

ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,

როს დაგვესხა მტერი მუხანათი.
+ -
0
ია სულაბერიძე - დედას



შენ - არ დაბერდი, მე - გავიზარდე,

და დღეს დებივით დავდივართ ერთად,

მადლობელი ვარ, რომ დამიცადე,

რომ შენი თავი მარგუნე დედად!

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up