sitename
მიშო დადიანი ლექსები
21.04.2015 1 255 0 maldini

მიშო დადიანი ლექსები

პოეზია
რჩეულებში
მიშო დადიანი ლექსები


ეს ყველაფერი ისე ნადღია,
თითქოს კანკალი დაგაქვს მუხლებით.
იმედად მაინც შეგრჩება რაღაც,
რაღაც ცასავით ამოუხსნელი.
ხო, არის კაცში რაღაც ულევი,
რასაც სხეულით ვერაფრით მართავ.
და გადიოდნენ არ მოუსვლელად
დღეები, როგორც გადიან მართლა.
შენ კი წასული დავიწყებისთვის,
ამ დავიწყებას ივიწყებ ახლა.


***
იქ უკეთ გხედავ სადაც არა ხარ.
მე ჩრდილში ვტოვებ მაინც სინათლეს.
შენ კი ამ შუქის ძალით დახრილი,
ქრები, რომ უფრო მძაფრად ინათო
მერე.
და მაინც
შორი-ახლო ხარ,
იქ, სადღაც მალვით ხავსის იმედებს
ზრდი. არაფერი. ოღონდ ნაპერწკალს,
ოღონდ რაღაცას გადამირჩენდე.


***
ხიდთან რომ იდგა
ის კაცი
შეიძლება მე ვიყავი
და არ მახსოვდა
რომ ვიყავი
ან აღარ მახსოვს.


სამკუთხედი სხვა დღეებიდან
***
უთხრეს - ეს არ არის შენი ადგილიო.
წავიდა და ხელისგულებზე მზერა წაიფარა,
ჯერ თავისი, შემდეგ რაღაც გამოგონილი,
ორივეს გამო შერცხვა. ისევ სხვა მოიგონა.
უფრო მკვეთრი და უდარდელი - ის კი ნელ-ნელა,
შეუმჩნევლად, მის მზერაში გადაიზარდა.
ხალხმრავალი დღე იყო და იმ დღემ დამალა,
საკუთარი თავისაგან იხსნა. ესეც დროებით.
თუმცა ცხოვრებაზე არ უფიქრია, არც პირიქით.
რაღაც კონკრეტულზე ფიქრობდა. თორემ,
სხეულში რომ სული იყო - კარგად იცოდა,
მას კი სჯეროდა,
რომ იმ სულშიც იყო ვინმე,
ვიღაც მესამე.


***
შენ დუმილის კოლექციონერი ხარ
და მხოლოდ თეთრი ჩიტები გიყვარს
სათქმელად.
და ასე იყოს, რაც ნაღდია იმან მოგვკლას.
რადგან ზოგია,
მხოლოდ ბედნიერებაზე ფიქრობს.
ჩვენ კი, ჩემო, ეს რას გვეყოფა,
ჩვენ ხელებივით გაწვდილი გვაქვს
ერთმანეთის ყველა ნერვი,
რომელიც არყოფნის საყვარელ
სიზმარს ირეკლავს
ანუ ყოფნას,
ანუ მე და შენ.


***
სადმე გვიპოვნის ერთმანეთი. სადმე კი არა,
ან სადმე, როგორც რომელიმე დროის ნაპირზე.
წამში, საათში, წელიწადში, რაც გავიარეთ
იმაში, რასაც ვაპირებდით, რასაც ვაპირებთ.
ხომ იცი მაინც შემოგვრჩება რაღაცა ვალად,
რაღაცა მაინც წამოგვცდება ანდა ვახსენებთ.
ჩვენ დავიშლებით,
გავქარწყლდებით,
ჩვენ სხვაგან წავალთ,
და ერთმანეთი გადარჩება და იარსებებს.
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვიცი…
იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვიცი…
იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვიცი…
27.11.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
მთელი ცხოვრებაა გეძებ, მთელი ცხოვრებაა გნატრობ, იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვატყობ.
მიშო დადიანი
მიშო დადიანი
მიშო დადიანი
03.06.14 პოეზია
*** ისეთი ადამიანებიც არიან, რომ გტოვებენ მაგრამ არსად მიდიან. საკუთარ სისხლში იგროვებენ შენს სიმარტოვეს და არასოდეს ბრუნდებიან.
გზა უკანასკნელ სუნთქვასღა მაცლის - მიშო დადიანი
გზა უკანასკნელ სუნთქვასღა მაცლის, ნატკენი ზურგით ვეყრდნობი ხეებს. დედაბერივით მოხრილი კვამლი, თოთქოს ფოთლებში რაღაცას ეძებს.
მიშო დადიანის ლექსები
აქ უხვევს გზა და სახლი ახლოა, და ვგრძნობ, რომ წვიმაც ახლოა. ვდგავარ ჩემს სიმაღლეზე - უფრო მაღალი, დაბრუნებული იმედის დარად. და თითქოს, რაღაც ახალი უნდა მოხდეს, (ან
იფიქრე, ოღონდ აღარც კი ღირს ამდენ წვალებად
იფიქრე, ოღონდ აღარც კი ღირს ამდენ წვალებად- საღამო, რომლის დასახვედრად გამომშრალ ჰავას, უყეფენ, როგორც უცხო მარხილს - სველი ძაღლები, საღამო, ღამე, ის - რომელიც ისედაც
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.