sitename
ლექსები   დედაზე
03.03.2013 3 597 0 მიშო

ლექსები დედაზე

პოეზია
რჩეულებში
ყველა დედას და მომავალ დედას გილოცავთ დღევანდელ დღეს მრავალს დაესწარით,ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ

შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს,
დახარე თავი ყველა ცოდვაზე.
მინდა ბოდიში რომ მოგიხადო.
ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე.

იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს,
იტანდი ზიზღით აღსავსე სიტყვებს.
როგორ არ მინდა ვიფიქრო ასე
ვერ გავექეცი შემზარავ ფიქრებს.

შენ მე მასწავლე ის სიყვარული
რომლითაც ახლა სხვა უნდა ვათბო
ვიცოცხლო მისთვის, ვისუნთქო მისებრ
და თუნდაც მისთვის სიცოცხლე დავთმო.

რამდენჯერ ცრემლით ბალიში სულ მთლად
დასველებული გქონია მალვით
მე ახლა ვნანობ, მე ახლა ვხვდები
შენს კალთას უნდა ვემთხვიო კრძალვით.

გინდოდა ჩემში ვარდების კრეფა.
ყველა იმედის ახდენა გსურდა
მაგრამ მე თვითონ ჩემს სულში ჩუმად
დასახლებული დემონი მძულდა.

გულგატეხილი აღსავსე დარდით
თვალებს გიწვავენ ცხელი ცრემლები
გინდა უსიტყვოდ გულში ჩამიკრა
მომხვიო შენი თბილი ხელები.

შენ ხომ ყველა დღეს ჩემით იწყებდი
ლოცვით ირჩენდი გულის იარებს
წუთისოფლისგან ფეხქვეშ თელილი
სწორ გზაზე ვინღა მომატრიალებს ?
დავკარგე ძალა, გამიქრა სითბო,
ვიცი, ჩაგიქრე ყველა ღიმილი.
ამ თვითმკვლელობით მე მოგაყენე
უკანასკნელი, მძიმე ტკივილი.
დედა, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს.
შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი.
შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად.
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.
ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!“
შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს.
დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნიკო გომელაურის ლექსები #8
ნიკო გომელაურის ლექსები #8
ნიკო გომელაურის ლექსები #8
29.11.15 ბიბლიოთეკა / პოეზია
პათეტიკური ლექსი ყველა ქალი მახსოვს, ბევრიც დღემდე მიყვარს, თუმცა არ ვარ ახლოს, მე არ ვტეხდი სიტყვას. ხშირად მიღრენს სევდა, მეომება დარდი. გრძნობა დამიბერდა, აღარ არის
მიწამებ ვითომ?!...
მიწამებ ვითომ?!...
მიწამებ ვითომ?!...
06.02.15 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
ჩემი კედელი ,ჩემი რწმენა რომ დაანგრიე ამის მერეა ამ კედლებში მე ვზივარ თვითონ, ხანდახან ვფიქრობ გაპატიო ყველა შეცდომა მაგრამ,სიყვარულს დაიჯერებ?!...მიწამებ ვითომ?! ახლა
და გეფიცები სიყვარული თურმე არ კვდება
და გეფიცები სიყვარული თურმე არ კვდება
და გეფიცები სიყვარული თურმე არ კვდება
06.02.15 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
ყველა შენს ფოტოს დავიდებდი სასთუმალს ახლოს, რომ არ მახსოვდეს შენი სახის ცბიერი ტოკვა, შენი ცხოვრება ახლა თავზე ყინულად მათოვს და მე არ მესმის სიყვარულის, თითქოს რომ
იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვიცი…
იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვიცი…
იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვიცი…
27.11.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
მთელი ცხოვრებაა გეძებ, მთელი ცხოვრებაა გნატრობ, იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვატყობ.
ეძღვნება ალიკო მაზიაშვილს
ექვსი წელია მე არ მენახე ჩემო საყვარელო მამა. შენი სითბო და ალერსი მაკლდა,არ მაკლდა განა?
ჩემი სამყარო შენ ხარ
:cveti: :ilove: ჩემი სამყარო შენ ხარ ეს მარტოობა სულ თავიდან შენ დაგაბრალე, და დამნაშავეც დავინახე მე მხოლოდ შენში. გთხოვ, მაპატიე, ალბათ, როგორც ყველა მოკვდავი მეც