sitename
ლექსების კრებული
09.04.2012 3 976 0 Admin

ლექსების კრებული

პოეზია
რჩეულებში
ლექსების კრებული


გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები,
საათი დარეკს, და ისიც მოვა.
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.

შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს.

მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,
ჩაიძირებით მოგონებებში…
ოთახში ჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.

გასვენების დღეს იქნება წვიმა.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ… დამივიწყებენ...

დათო კრაწაშვილი
---

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

---

ბატონო ჩემო,
აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
გადიშალა მკერდზე ყვავილი...
მე მოვირთვები, გაოცდება მავან-მავანი
და თქვენს ნაცვლად თბილისს დავივლი...
ბატონო ჩემო!
შებინდებისას დაქანცული ქუჩის ხმაურით,
მთვრალი სუნით იასამანის,
მე დავწერ თქვენთვის, არ ექნება ლექსს სათაური
და ეს იქნება ჩემი წამალი.
ბატონო ჩემო!
შუაღამისას ჩუმად გამცნობთ იასამნობას
და რაიმეს უფრო სანატრელს...
როდის ჩამოხვალთ,
მომენატრეთ,
როდის ჩამოხვალთ
და ღამეს კვლავ თეთრად გავათევ...
ბატონო ჩემო!
უთქვენობამ და გაზაფხულმა იძალა ერთობ,
ამ ტკივილებსაც კვლავ სათქვენო ლექსად ვინახავ,
იასამნობა გამაგიჟებს, დამღუპავს, ღმერთო!
გადამარჩინეთ...
ბატონო ჩემო,
მე თქვენ მიყვარხართ!

აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
ბატონო ჩემო!

---

ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.

ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.

შენა ხარ ჩემი თავდავიწყება,
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.

შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით ტანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური, რძისფერი ტანი.

მოდი,
იხუვლე,
ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
ჩემო თოჯინავ...
ჩემო თოჯინავ...
ჩემო თოჯინავ...
06.02.15 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
მე გავიზარდე როგორც არასდროს და შენ, ბავშვობის დარჩი იმ წლებში... დრო რომ სურვილებს არც კი სდარაჯობს, როცა, სულია ზეცის შვიდ ფერში... ჩემი ცხოვრება ისე გაფრინდა, ბუმბულს
უშენოდ მცივა
უშენოდ მცივა
უშენოდ მცივა
06.02.15 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
სამყარო სავსეა შავთეთრი ფერებით თითქოს ახლოს ხარ, ვერ გეფერები მახსოვს ჩვენი ტუჩების შეხება ალბათ აღარც მოვა ის ბედნიერება ქუჩაში დავდივარ ჩუმად დაგეძებ ჩემო მშვენიერო
ბესიკ ხარანაული - ჩემო დედი
ბესიკ ხარანაული - ჩემო დედი
ბესიკ ხარანაული - ჩემო დედი
09.10.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
ჩემო დედი, დაბერდი და, ლექსებს ირჩევ სევდიანს. შენი ძვლები წამდაუწუმ სატირალზე სხდებიან.
ნანა მეფარიშვილი - თითქოს პატარა ვარ
ნანა მეფარიშვილი - თითქოს პატარა ვარ
ნანა მეფარიშვილი - თითქოს პატარა ვარ
07.10.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
თითქოს პატარა ვარ, მოკლეკაბიანი, ეზოს ჩამოვურბენ ფრენით, შენთან მოვირბენ და მუხლზე მოგეხვევი, ძალა მომეცემა შენით.
ია სულაბერიძე - დედას
ია სულაბერიძე - დედას
ია სულაბერიძე - დედას
05.10.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
შენ - არ დაბერდი, მე - გავიზარდე, და დღეს დებივით დავდივართ ერთად, მადლობელი ვარ, რომ დამიცადე, რომ შენი თავი მარგუნე დედად!
ლექსების კრებული
„მრავლად არიან ბედის ურჩები, თავიც ჰგონიათ ქვეყნის მომვლელი. კაცობრიობას ძვირად უჯდება პატარა კაცის დიდი როლები. არ წაუკითხავს არცერთი წიგნი და არც თავისი როლი ბოლომდე
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.