sitename
ლექსი
18.01.2012 7 451 0 მიშო

ლექსი

პოეზია
რჩეულებში
ლექსი


ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა,
ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად,
"მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი? რთულია,
როდესაც გულში დამალული სიყვარულია...

ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია,
მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია
და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი,
დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი...

ჩემთან რომ არ ხარ, ეს ნამდვილად ჩემი ბრალია,
"მე ხომ მიყვარხარ" მშვენიერო დიდი ხანია,
ამ ლამაზ გრძნობას მე ყოველთვის გულში ვმალავდი
და ჩემს სიყვარულს მეგობრობის ნიღბით ვფარავდი...

შენი წყალობით ჩემი გული იყო სულ თბილი,
შენთან ვიყავი მე ყოველთვის ვით შენი ჩრდილი,
მე შენთან ერთად მოვიარე მთები თუ ბარი,
მაშინ ხომ მერქვა მშვენიერო მე მეგობარი...

მე შენ მიყვარდი იმ წუთიდან როგორც კი გნახე,
შენი ლამაზი ნაწნავები რომ დავინახე,
შენს სიახლოვეს გავატარე თერთმეტი წელი,
მაგრამ "მიყვარხარ", ვერ გითხარი მე ვერ შევძელი..

ვერ წარომიდგენ ჩემი გული თუ რას იტანდა,
შენი თვალები სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა,
რომ გიხაროდა?! სიხარულის ცრემლი მცვიოდა,
შენი ტკივილი, ორჯერ უფრო მეტად მტკიოდა..

სულ რომ გიკვირდა, "ყვალა ბიჭი მექცევა თბილად"
"არადა სხვებს ხომ აწვალებენ ისინი ხშირად"
მეღიმებოდა რომ გისმენდი მუდამ ამაზე,
არც კი იცოდი მე რამდენი გავალამაზე...

მე ბევრი ღამე შენზე ფიქრში დამთენებია,
იცი? შენსავით მე არავინ არ მყვარებია,
ამდენი წელი სიყვარული ჩუმად ვატარე,
მთელი ცხოვრება საყვარელო გულით გატარე...

და ერთი რამე მშვენიერო გახსოვდეს მინდა,
ეს გრძნობა იყო რაც გამაჩნდა ყველაზე წმინდა ...
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
სიყვარულის ისტორია
სიყვარულის ისტორია
სიყვარულის ისტორია
06.02.15 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
ორი სულიერი ცხოვრობდა ერთად სიყვარულს აღმერთებდენ ბოდვამდე ერთხმად გოგოს ბიჭი უყვარდა სიცოცხლეზე მეტად არასდროს დატოვებენ ერთმანეთს კენტად
მიყვარხარ
მიყვარხარ
მიყვარხარ
28.11.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
მინდა გიყურო მძინარეს ღამით და ყოველს დილას გზა დაგილოცო, მინდა,რომ ვგრძნობდე შენს გულის ფეთქვას და შენს სუნთქვას ჩუმად ვუსმინო. მახსოვს პირველი ჩვენი შეხვედრა ჩუმი
მივდივარ და მიმაქვს შენი ფიქრები...
მივდივარ და მიმაქვს შენი ფიქრები...
მივდივარ და მიმაქვს შენი ფიქრები...
28.11.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
მოვედი შენთან,რომ გაჩუქო ვარდი! ბევრი გიმღერო გიტარის ფონზე... გთხოვ,მომისმინე და გამომართვი. წასვლა არ მინდა უშენოდ გთხოვ მე...
ლექსი  სიყვარულზე  2
ლექსი  სიყვარულზე  2
ლექსი სიყვარულზე 2
09.09.14 ბიბლიოთეკა / პოეზია
მინდა შენი სიცოცხლე მერქვას შენი უზადო ფიქრი ვიყო... მინდა შენი ოცნება მერქვას, შენი სითბო და sigije ვიყო. იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო... ვერ
შიში ხარ შენ ჩემი
შიში ხარ შენ ჩემი
შიში ხარ შენ ჩემი
13.05.12 პოეზია
შიში ხარ შენ ჩემი მეშინია არ დაგკარგო, ნატვრა ხარ შენ ჩემი მენატრები ჩემო კარგო, სიყვარული ხარ შენ ჩემი მართლა ძალიან მიყვარხარ, დარდი ხარ შენ ჩემი ყოველთვის ვდარდობ
მე შენ მიყვარდი
მე შენ მიყვარდი
მე შენ მიყვარდი
27.02.11 პოეზია
მე შენ მიყვარდი, გიძღვნიდი ლექსებს, შენ სხვა ქარებმა გაგინაპირეს. მე შენ მიყვარდი როგორც მზის სხივი, სხივი რომელიც აღარ ასხივებს. შენში ვხედავდი ზეციურ ფერებს,