sitename
ლექსები - როცა გული ძლიერ ფეთქავს
19.06.2011 7 303 0 Bacho

ლექსები - როცა გული ძლიერ ფეთქავს

პოეზია
რჩეულებში
ლექსები - როცა გული ძლიერ ფეთქავს


როცა გული ძლიერ ფეთქავს
და ჰაერი აღარ გყოფნის
იცოდე რომ გულში გიზის
პაწაწინა სასწაული

მისი გვარი წლოვანება
შენთვის არის დაფარული
სახელი აქვს უნაზესი
და მას ქვია სიყვარული!!!


****

ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ,
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება.
იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას,
შენი ცხოვრებაც ისე იქნება.
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში,
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება,
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას თქვი,
ყველაფერი კარგად იქნება!

რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები,
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება,
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი,
ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება;
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია, რაც გადაგარჩენს, თქვი:
ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი ნიჭია თავშეკავება,
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება,
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,
ღმერთის წყალობით
ყველაფერი კარგად იქნება!



****



საოცარია თვალები შენი,
ვარდის სურნელში ხარ შებნეული.
მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში.
მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით,
თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი.
ცუდი ფიქრია შორით ლოდინი
ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი.
დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!



****



მაღალფარდოვანნი არ მხიბლავს სიტყვები
უბრალო კაცი ვარ უბრალოდ ნაშობი
მიყვარს ქუთაისში უბრალოდ ნათქვამი
,,რავა ხარ სიმონ რას შობი”.

არ მიყვარს სიტყვები: ,,იყავით”, ,,გეთაყვა”
არა მწამს ფერადის, ლურჯია ჩემი ცა
მიყვარს ქუთაისში სტუმრისთვის ნათქვამი
,,კაი თუღმერთი გწამს სა მიხვალ მეიცა”.

არასდროს მომწონდა ეს სიტყვა ,,დაქალი”
ქუთაისს როდესაც ჰქვიოდა ,,აია”
მაშინაც გოგონას დაქალის მაგივრად
ეძახდნენ მე ძმა და შენ კიდე დაია.

თუ ქუთაისს სთხოვ, რომ გიძმოს
მის სიყვარულში დამწვარი,
თანხმობის ნიშნად გეტყვიან
,, რაზეა სიმონ ბაზარი



****



მაღალფარდოვანნი არ მხიბლავს სიტყვები
უბრალო კაცი ვარ უბრალოდ ნაშობი
მიყვარს ქუთაისში უბრალოდ ნათქვამი
,,რავა ხარ სიმონ რას შობი”.

არ მიყვარს სიტყვები: ,,იყავით”, ,,გეთაყვა”
არა მწამს ფერადის, ლურჯია ჩემი ცა
მიყვარს ქუთაისში სტუმრისთვის ნათქვამი
,,კაი თუღმერთი გწამს სა მიხვალ მეიცა”.

არასდროს მომწონდა ეს სიტყვა ,,დაქალი”
ქუთაისს როდესაც ჰქვიოდა ,,აია”
მაშინაც გოგონას დაქალის მაგივრად
ეძახდნენ მე ძმა და შენ კიდე დაია.

თუ ქუთაისს სთხოვ, რომ გიძმოს
მის სიყვარულში დამწვარი,
თანხმობის ნიშნად გეტყვიან
,, რაზეა სიმონ ბაზარი



****



წუთისოფლის ცხარე თონე
თუ ჩაგიწვავს ყველა გუნდას,
შენ სიცილი მოიგონე,-
ცრემლს რა მოგონება უნდა?!
ვარდიფერი სთხოვე ატმებს
მარგალიტი, განა - მიწა,
ხამი შალი მოინატრე,
ვითომ სტავრა მოგეწყინა.
ხან მასხარის გთხოვენ ყირას,
ხან - შეშლილის კაბით ფრიალს,
ვინ გაუძლო სხვანაირად
ამ საწუთროს შფოთვა-ტრიალს.
გული შვებით მოიფონე,
გლეჯდეს ჯავრის მგელი თუნდა,
სიხარული მოიგონე,-
დარდს რა მოგონება უნდა!



****



ტირილამდე გაწირული მონატრება,
წმინდა სანთთლად დანთებული ლოცვები,
მეც ხომ მინდა, მყავდეს შენში,ჩემისთანა,
ღრმა თვალებზე,ტკბილ ტუჩებზე მლოცველი.
მეც ხომ მინდა მყავდეს ერთი შენისთანა,
ჩემში შენი შთაგონება შევიგრძნო,
ტკივილამდე გაწირული მონატრება,
უფრო ახლოს შენზე ახლოს გავიცნო.
მეც ხომ მინდა სიყვარულით დავბეჩავდე,
და ტკივილით მეც ლექსებად ვიკვნესო,
ხო! მეც მინდა ჩემს თვალებში ქალი ჩადგეს,
ხატად ჩადგეს და ეს ხატი გავლექსო.
შენს თვალებში ჩემს ანარეკლს გავურბოდე,
ვიყო მუნჯი,ავმეტყველდე დუმილით,
მეც ხომ მინდა ტირილამდე გაწირული,
მხოლოდ შენი,მხოლოდ შენი სურვილი.



****



სიყვარულია,რომ აქცევს მოკვდავთ
კაცს ზეციერად და ქალს ღვთაებად,
სიყვარულია ჩვენ რომ გვანიჭებს:
სიბრძნეს ,სიხარულს და უკვდავებას...
სიყვარულია ჯვარცმა ,წამება...
საღვთო კოცნაა,საღვთო ფიცია,
შეყვარებულთა წმინდა სახელი
ანგელოზებმა ცაშიც იციან.
სიყვარულია, ჩვენ რომ გვაცოცხლებს,
სიყვარულია,რაც ცოცხლად გვმარხავს,
სიყვარულია თვითონ ღვთაება
და მას მოწილედ თვით ღმერთიც არ ჰყავს,
თვით გოლგოთაზე ღმერთიც და კაციც
კაციც და ღმერთიც სიყვარულს აყავს..



****



იქამდე იფრენს შენზე ოცნება,
სანამ ამ ფრენით რამეს მოიწევს,
ერთი წამითაც თუ შეგიყვარდი,
ეს მარტოობა კისერს მოიტეხს.
ნუ მეტყვით თავი გაანებეო,
შეეგუეო ცალმხრივად თოვას,
ეს სიყვარული ისე თავხედობს,
არ გეკითხება წავა თუ მოვა.
მე არ შეგწირავ ჩემს გულს სევდიანს,
მე არ დაგიყრი წინ ლამაზ სიტყვებს,
მე არ შეგამკობ მინდვრის ყვავილით
და იმ ღრუბლებით,ტირილს რომ იწყებს.
მე არ მოგიწყვეტ ციდან ვარსკვლავებს,
მძინარე ღამეს სიზმრით რომ გვირთობს,
არ შეგადარებ დილის ნათებას...
ეს ყველაფერი ხომ შენ ხარ თვითონ...



****



.ერთხელ მაინც...
მოგერევა დარდი ოდეს,
დაიხსომე ძველთა თქმული:-
გული რაგინდ არ გტკიოდეს,
გაიხარებს ერთხელ გული.
გინდ დაბრუნდეს მის თავს კევრი,
გინდ ტანს თაფლის უწყონ ცხება,
რაკი ცხვება ობლის კვერი,
ერთხელ მაინც გამოცხვება.
ტკივილები დამიამეს,
ოცნებებმა,ფერადებმა.
რაგინდ ბნელი იყოს ღამე,
სულ ერთია-გათენდება.
მაცოცხლებელ მზით გამთბარი,
ჰყვავის მიწა ჭრელფარდება.
რაგინდ კარგი იდგეს დარი,
ერთხელ მაინც გაავდრდება.
ცუდი პირი უჩანს ამინდს?
ნუ გაოცებს,ნუ გაბრაზებს.
ერთხელ მაინც,ერთხელ მაინც
გამოკრთება შუქი ცაზე.
აღარ მახსოვს ჩემი თავი,
ნუ ჩამიქრობ ბოლო იმედს,
ერთხელ მაინც,ერთხელ მაინც,
ერთხელ მეინც გამიღიმე.
ვერ ვისვენებ დღით თუ ღამით,
ვგავარ ველად გაჭრილ მხედარს.
ერთხელ მაინც,ერთხელ მაინც ,
შენს თვალებში ჩავიხედავ.
შეგეყრები ნაოცნებარს,
დღეს რომ დაჰქრი გაშლილ ფრთებით.
ერთხელ მაინც გაკოცებ და...
ერთხელ მაინც დავითვრები.



****



როგორ დაგშორდი უფალო ჩემო
აღარც კი მესმის ძახილი შენი,
დავეხეტები ამ ტრიალ ქვეყნად
უძღები ვინმე გადანაშენი.

ამაოების მდგმური ვარ ისევ
და მის ნაკვალევს ვეღარ ვშორდები,
ისევ ის ზნე მჭირს მარადი გზირის
ამ მგზავრობაში გადმონადები.

ნუთუ მარადის ასე ვევნები
და არც არასდროს არ შევიცვლები?
ვარ განწირული ჩემივე ნებით
და უღმერთობას ვერ ვეცილები.

მოდი უფალო წამომაყენე
დავიღალე და სუნთქვა მეკვრება,
არა აქვს ფასი ჩემს უშენონას
მიშველე ღმერთო, სული მეყრება.



****



დაღამება სევდას მიქსოვს,
გული რითი გავართო,
დავჯდები და დავწერ ბარათს,
ისევ უმისამართოდ.
ჩემი ლექსი თვით მოგძებნის,
ვერსად დაემალები,
მისამართად ეგულება
შენი გიშრის თვალები.
მას რად უნდა ქუჩის სწავლა,
შენი სახლის ჩვენება,
ვით მერცხალი თავის ბუდეს,
მოვა, მოგეფერება.
გახსნი ბარათს, წაიკითხავ,
წარსულს დაუბრუნდები,
მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს
სინამდვილის ხუნდები.
რა მწარეა მოგონება
დღეთა გარდასულისა,
რა ძნელია დაოკება
ვნებააშლილ სულისა...
და როცა ქალს ვნება ახრჩობს,
გული რითი გაართოს,
ჟინიანად დახევს ბარათს,
მაგრამ... უმისამართოს.
დაეძებ და ვერ იპოვე,
გაგიცრუვდა მიზანი,
მე კი გულის გასართობად
კიდევ გამოგიგზავნი.



****



აი ბრუნდები ასე უბრალოდ,
ასე მარტივად უდარებელი,
მსგავსად ზეციურ ქერუბიმისა
მავედრებელის მახარებელი.

ჩუმად ივსება შენით სამყარო
და მაისის მზით ნათლდება არე,
გეგებებიან შენი მცნებელნი,
ვინც გააცოცხლე და შეიყვარე.

დაგეწაფები წყაროთა წყაროს
მე შენში მცურავ ბაშვად ქცეული,
მკვდარი ღმერთების ქვათა გროვაზე
შენზე მლოცველი და მოქცეული.

ჩვენ დავიბრუნებთ დღეთა დასაბამს
და არასოდეს არ დავშორდებით,
დაუსაბამოდ ვიქნებით ერთად
ერთი სულით და ერთი ხარებით.
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
სასაფლაო ის ადგილია, სადაც...
სასაფლაო ის ადგილია, სადაც...
სასაფლაო ის ადგილია, სადაც...
06.02.15 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
სასაფლაო ის ადგილია სადაც სიკვდილის მერე არაფერი არ რჩება რაც კი ოდესმე გაგაჩნდა ყველაფერი ქრება... როცა კვდები მიდიხარ უფალთან მეგობრები გახსენებენ თითქმის ყველა
ლექსი  სიყვარულზე
ლექსი  სიყვარულზე
ლექსი სიყვარულზე
08.09.14 ბიბლიოთეკა / პოეზია
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
იფიქრე, ოღონდ აღარც კი ღირს ამდენ წვალებად
იფიქრე, ოღონდ აღარც კი ღირს ამდენ წვალებად- საღამო, რომლის დასახვედრად გამომშრალ ჰავას, უყეფენ, როგორც უცხო მარხილს - სველი ძაღლები, საღამო, ღამე, ის - რომელიც ისედაც
არ მიყვარს დღე უშენოდ
არ მიყვარს დღე უშენოდ დაწყებული, როცა ვერ გხედავ ვარ მოწყენილი, უშენოდ არ ფეთქავს ჩემი გული, ყოველთვის მენატრება შენი ხმა,თბილი,
უკვე იქნება გვიან
როცა შენ დაბრუნდები უკვე იქნება გვიან, დაგხვდება დახურული კარები და შენ მოიწყენ ძალიან. ყველგან მომძებნი მაგრამ მაინც ვერ მნახავ, ბოლოს მაინც მიპოვნი და ჩემს საფლავთან
სხვადასხვა ლექსები...
შენ თუ არ გიყვარვარ, რად უნდა მიყვარდე, რად უნდა მიყვარდე რისთვის,..... თუკი შენი გული მე არც კი მიგონებს და მუდამ ფეთქავს სხვისთვის..... გიყვარდეს შენ ის სხვა, მე სულ