sitename
მიხა ხელაშვილის ლექსები
03.12.2015 1 942 1 Naniko100

მიხა ხელაშვილის ლექსები

პოეზია
რჩეულებში
მიხა ხელაშვილის ლექსები


შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს ვინ იყო მიხა ხელაშვილი, ეს იყო სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული გენიოსი ადამიანი. მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ ეს გვერდი

მიხა ხელაშვილი - გაცოცხლოს, ქართველნო ქალნო

გაცოცხლოს, ქართველნო ქალნო,
ანუ ქართველნო დედანო,
შვილებისათვის მომთხრობნო
წარსულთა სიტურფეთანო.
სამშობლოსათვის საშველად
სუსტის ძალ-ღონით მჩქეფავნო,
შეგასწროთ ერის დიდებას,
სულით და ხორცით ნეტარნო,
ღმერთმა გაცოცხლოთ თქვენაცა,
მათგან ნაშობნო მხედარნო!

მიხა ხელაშვილი - ბინდისფერია სოფელი

ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
„სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა“.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.

მიხა ხელაშვილი - როდისღა უნდა გათენდეს

როდისღა უნდა გათენდეს,
რა ძნელად არის ბნელია!
გზა არ ეგების არსაით,
დრო არის საშინელია.
წვიმაა გასაკვირველი, -
ალბათ გარისხდა ელია.

მიხა ხელაშვილი - საღამოს მოგონება

მთვარევ, დაბძანვას აპირებ,
რად მალე დაიხარეო?
წადი, ხო მაინც არ იშლი,
ჩარგლის თავს გაიარეო,
იმას უამბე ამბავი,
ვისთანაც დაგაბარეო.
უთხარ, რომ მწარე ფიქრები
სალხინოდ გამასცალეო
და ამ წერილის კითხვითა
გაართე, გაახარეო.
გული, მტირალი ჩუმადა
ცოტა ხანს დაიწყნარეო,
გაირთე ქვეყანაზედა,
მიიარ-მოიარეო,
შახედენ მთათა და კლდეთა,
- ამდენი არემარეო!
მარტო შენ თავი ნუ გგონავ
მტირალი, მგლოვიარეო.
ათი-ათასი სხვაც არი,
ქვეყანა მოვიარეო.
კომენტარები (1)
კომენტარის დამატება
მონიკა
#1 მონიკა პოსტერი 5 დეკემბერი 2015 14:32
+1
ლამაზი და ძალიან მაგარი ლექსებია :good: ძალიან მომეწონა
მიწამებ ვითომ?!...
მიწამებ ვითომ?!...
მიწამებ ვითომ?!...
06.02.15 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები სიყვარულზე
ჩემი კედელი ,ჩემი რწმენა რომ დაანგრიე ამის მერეა ამ კედლებში მე ვზივარ თვითონ, ხანდახან ვფიქრობ გაპატიო ყველა შეცდომა მაგრამ,სიყვარულს დაიჯერებ?!...მიწამებ ვითომ?! ახლა
მიხა ხელაშვილი - დედა და შვილები
მიხა ხელაშვილი - დედა და შვილები
მიხა ხელაშვილი - დედა და შვილები
07.10.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, ამიტომ წუთისოფელი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა.
ავთანდილ მეგრელიშვილი - დედა
ავთანდილ მეგრელიშვილი - დედა
ავთანდილ მეგრელიშვილი - დედა
01.10.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
დედის ხმაზე უფრო ტკბილი, ხმა არც მწამს, არც მეგულება; დედის გულზე უფრო ცხელი, გული არსად მეგულება; დედის სულზე უფრო სუფთა სული არსად მეგულება; დედის თვალზე უფრო
ყოველდღე ერთმანეთს სითბო შევმატოთ
ყოველდღე ერთმანეთს სითბო შევმატოთ
ყოველდღე ერთმანეთს სითბო შევმატოთ
09.09.14 ბიბლიოთეკა / პოეზია
იმის გამო რომ კაცი კაცს არ ძმობს, ზოგჯერ მეგობარს მეგობრად არ ვცნობთ, ხშირად ეჭვები შეგვაქვს მათში, ვინც მართლა ერთგულად გვიდგას მხარში...
ლექსები დედაზე....
ლექსები დედაზე....
ლექსები დედაზე....
14.06.11 პოეზია
რა ხდება დედი? გული ამტკივდა მიშველე დედი! თვალთ მიბნელდება დაღამდა დედი? ამ ხალხს რა უნდა?გამიშვით ხელი! არსად წამოვალ..მიხსენი დედიი! თეთრი სუდარა რად გინდა დედი?
ლექსი ქალებზე
ლექსი ქალებზე
ლექსი ქალებზე
03.05.11 პოეზია
მე ბევრი რამე არ მომწონს ქვეყნად, ან რატომ უნდა მწამდეს ყოველი, რისთვის აცდუნა ადამი ევამ, ან ქალებისგან სხვას რას მოველით?! ქალი, ყველაზე დიდი ცდუნება, ყველაზე სუსტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.