+ -
+9
ნიკო გომელაურის ლექსები #17


კაკუნი...ვინ არის?
მე მგონი,არ გიცნობთ?!
-წვეთი ვარ მდინარის...
ახლავა განგივრცობთ
მოვძრავდი...მივძრავდი...
ოღონდ თქვენ მიბრძანეთ...
ოღონდ დამიწყნარდით...
და არ გამიბრაზდეთ...
აღარ შემიძლია,
თქვენით მე რომ ვთვრები...
დაშლილი ღვიძლია
თქვენდამი სტროფები...
თქვენდამი სტროფები
-გულის შეფეთქება!
ტრფობით გავცოფდები.
-ცოფი შემერგება...
მიმამეთ!...მიშვილეთ!...
თქვენი ვარ მოყვარე
აი,მოგიშვირეთ
მეორე ლოყა მე...
დრო არის ფინალის!..
-თავიდან დავიწყოთ...
კაკუნი...ვინ არის?
ხომ ვთქვი,რომ არ გიცნობთ!...
+ -
+4
ნიკო გომელაურის ლექსები #16


ღმერთს არ სცალია,თავში რომ გვირტყას,
რომ დაგვიმტკიცოს:რა მართალია...
გულმოწყალეა!-დაგვიგდებს სიტყვას...
უცოდველობით გადამთვრალია...

ჩვენ კი გვცალია,რომ ვიმეტიჩროთ...
-სად გვეჩქარება?!რა გვენაღვლება?!
სხვისი ლურსმნები რატომ შევირჭოთ?!
-უკვე შეირჭო „ცოდვის ამღებმა“...
შენ ხომ გადარჩი... მე ხომ გადავრჩი...
-ვინ რას დაეძებს სულებს ნაქურდალს...
მძიმე ყოფილა ჯვარი აღმართში,
მაგრამ მთის თავშ თურმე „დახურავს“...
შენ ხომ გადარჩი
მე ხომ გადავრჩი
ღადავ-ღადავში
ღადავ-ღადავში....
+ -
0
ნიკო გომელაურის ლექსები #15


ქართველობამ დამამარცხა,დამმორცხვა...
ჭუჭულები ისევ გაგვითამამდნენ...
ვის შევჩივლოთ?!-რუსთაველი გაცოცხლდა!
მიღება აქვს 11-იდან 3-მდე
განაჩენი სწორი გინდათ,თუ გიყოთ
-შეეცადეთ,რომ მიხვდეთ უნიღბოდ....
+ -
+3


თვალსაჩინო მიწოდეს
დღეს წარმომადგენელი...
არადა,რო მიცდნობდეს
მკითხველი და მსმენელი...

გაქრებოდა,გპირდებით,
ჩემი „თვალსაჩინოება“...
ბავშვებს მომარიდებდნენ,
თუ არა სჭირთ რბილტვინობა...

სასმელს დამიმალავდნენ,
დამიწვავდნენ ბალახებს...
რატომ დამიკალამდნენ?
თვალსაჩინო რა ნახეს?

მსურს მოვიხსნა უღელი,
გამოვტყდე-ვინ ვინ არის:
საჩინოა ღრუბელი!
მე კი-თვალ-უჩინარი...

მოაზროვნე დარბაზი
ამდენ ხანს მიხვდებოდა
-„აბდა უბდა ჯამბაზი“,
უფრო მომიხდებოდა...
+ -
+3
ნიკო გომელაურის ლექსები #13


-კავკასია!
-კავკასია!
-მზიასია!
-ზეზვასია!
-ქართველობა სხვა ფასია!
-ქართველობა ეს კლასია
-ეს პასია!... ეს თასია!...
-ქართველობა ყველასა!
-ეს,ისაა!...
-ის,ესაა!...
-„ქართველობა“ პიესაა!...
ოღონდ ძმურად...შემახსენე:
ზეზვაა თუ თამაზია?
მზიაა,თუ ბროლნაზია?
+ -
+2


როგორი იყო,აბა,რა ვიცი?!
-ასე ამბობენ,ჰქონდა წვერები...
ორი ათასი წელი განვიცი!
ჩარევა არ ღირს,მაგრამ ვერევი...

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?!
-ცოტათი მაინც მორიდებოდა...
მეჯავრებოდა ზოგჯერ მოყვასი,
მაგრამ ღალატი?... ღალატი არ მინდებოდა

არადა-ჰკოცნის...არადა-ჰყიდის...
იცის მოკლავენ-განა,შტერია...
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?!
-თავის სიმცირეს ვერ მოერია...

სიტორიაში დარჩა იუდა!
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა...
+ -
+7
ნიკო გომელაურის ლექსები #11


მხოლოდ ერთი რამ გამაგებინე
(მინდა გავერკვე,მინდა მესმოდეს)
რატომ პასუხი არ გამაგებინე,
მე და ჩემნაირ მცირე პერსონებს?...

გამაგებინე,რა დამიშავე
-მუდამ ამაოდ რატომ გახსენებ?...
თუნდაც თავიდან უცებ ვიშვა მე,
ვიცი,მაშინაც არ მოგასვენებ...

გამაგებინე,რად გიღირს რითმა?
ნუთუ ლექსისთვის აქ მომავლინე?
თუ ასე არის,მე მინდა გითხრა,
უპრინციპობა გამოავლინე...

გამაგებინე ხუმრობის არსი,
(ხუმრობის,ცოტა მეც გამეგება)...
შენ გვერდით მარჯვნივ რატომღა დამსვი?
-შენ ხომ მარცხენა სვლა მეხერხება...

რით გამაოცე,რომ გამაორე?
-ჯვარს და ჯავრიანს ნაბიჯი მიჯნავს.
გამაგებინე.ვიბნევი...თორემ,
ჩემგან რა მიდის?!-მე ვიზამ პირჯვარს!...
+ -
+4
ნიკო გომელაურის ლექსები #10


ვიცი,სადღაც ვიჩეხები...
ვიხლიჩები...ვიხარჯები...
ვით ჭექები...ვით მეხები...
ახალ ლექსად ვიჩარხები...

ახალ ლექსად ვიჩეკები...
წაუღია ჭირს ჭიქები...
ტვინს მიჭყლიტავს ცის ჩექმები...
ვინც ვიყავი,ის ვიქნები...

ვინ ვიყავი?რად დავრჩები?...
ეს რითმები...ეს ურჩები...
მაფარია,ვით ფარჩები...
ვიცი,ვეღარ გადავურჩები...

რად დაჰკიდეთ ეგ დინგები?...
რად დააღეთ ეგ დრუნჩები?...
+ -
+5
მიხა ხელაშვილის ლექსები


შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს ვინ იყო მიხა ხელაშვილი, ეს იყო სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული გენიოსი ადამიანი. მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ ეს გვერდი
+ -
+5
ნიკო გომელაურის ლექსები #9


კაცებს აღარ გვაქვს ძარღვებში სისხლი,
ჩვენს ქალებს რძე და ცრემლი დაუშრათ.
სანთლის დანთებით ვმალავთ ჩვენს სირცხვილს?!
დაუშვებელი,ვცდილობთ,დავუშვათ?!
ტლუმ გაიხარა,თავის თავს ვერ სცნობს მეორე ტლუში,
არისტოკრატი შეშინებული და პირმყრალია,
პატრიოტები ერთი მეორეს ესვრიან ზურგში
ყველა მეორე გენერალია...
უსუსურები გამეფებულან და უვიცები.
გადახდილია ფული ტყვიენში,
ფული სიკვდილში გადახდილია
მათხოვარი სთხოვს ხურდას მათხოვარს
და საფლავები კვლავ გათხილია
ჩემი ქვეყანა,გადაფლეთილი
გაძარცვული დამწვარი ყანა...
ასე არ არის,ხალხნო?
ასე არ არის,განა?
აი,ამიტომ აღარ აქვთ ძარღვებში სისხლი
აი,ამიტომ რძე და ცრემლი დაუშრათ ქალებს
+ -
+3
ნიკო გომელაურის ლექსები #8


პათეტიკური ლექსი
ყველა ქალი მახსოვს,
ბევრიც დღემდე მიყვარს,
თუმცა არ ვარ ახლოს,
მე არ ვტეხდი სიტყვას.

ხშირად მიღრენს სევდა,
მეომება დარდი.
გრძნობა დამიბერდა,
აღარ არის მზარდი.

სიჯიუტემ მჭამა,
გავხდი მისი კერძი.
ტყუილების მამა,
ბინძურ ტყუილს ვებრძვი.

ყველა ხიდი დავწვი,
შემრჩა მხოლოდ ბეწვის,
ჩემს თავს ვეტყვი: გასწი,
დროა დარდის ლეწვის!
+ -
+2
ნიკო გომელაურის ლექსები #7


ნაპირებთან "კასპიის"
ტალღა რომ გაჰკივის,
ტალღა რომ წააგავს სიმკაცრეს "ალერსს"

მე მაშინ გავიგე
რა ტვირთი გავიღე
სიბრძნე მივამსგავსე მაკსუდის თვალებს

ეძღვნება მაკსუდ იბრაგიმს

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up