+ -
+1



რაულ ხოსე ტრინიდად მეირელეში (დ.17 მარტი, 1983) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც დღესდღეობით თამაშობს თურქულ ფენერბახჩეში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე.
რაულ მეირელეში "ჩელსიში" 2011 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა.მან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა საფეხბურთო კლუბ "ჩელსისთან".დებიუტი 10 სექტემბერს,"სანდერლენდთან" შეხვედრაში ჰქონდა,როდესაც მისი გადაცემით დანიელ სტარიჯმა გოლი გაიტანა.
+ -
+1


რიკარდუ ალბერტო სილვეირა დე კარვალიუ, დონ ენრიკეს ორდენი, (დ. 18 მაისი, 1978, არმარანტე, პორტუგალია) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობს. კარვალიო დაიბადა ამარანტეში, სადაც ის ადგილობრივ კლუბ „ამარანტეში“ თამაშობდა.
+ -
+23
ახლა ვაღიარე,ის,რაც არ მითქვია!




გიჟად შერაცხილი სულის აკორდები
ისევ პოეზიის მწვავე არითმია,
სასმელს აყოლილი,ლექსად ნაბოდები
ახლა ვაღიარებ,ის რაც არ მითქვია!

მარტოდ დარჩენილი სევდას ჩავეხუტე
მწარე რეალობა არსად გამითვლია.
სითბო დამაკლო და ღამეს გავებუტე
წუთის არსებობა წამად დამითვლია.

სიტყვებს გაურითმავს ზიზღი მოვაშორე
მუზამ აუხსნელად ხელი ჩაიქნია.
მიდი ბედისწერევ მღვარე მოაგორე
მაგრამ არ არსებობ,რადგან არ გიქნია...

ასე ანაბარა ზეცას ვეჭიდები
ჩემი კაროლები დამებს არ მიჭრიან.
სათნო მოხუცივით ასაკს ვეჯიბრები
პასუხს ველოდები:წლები სად მიდიან?

გაურკვევლობაში ვეძებ გამოსავალს
დროს ვინ გააჩერებს,მარდად ჩაივლიან.
შვილებს დავუტოვებ ბილიკს, ღვთისკენ სავალს
საფლავს შემყურე კი ცრემლებს დაითვლიან!

ლექსად ვიღვენთები,რითმი განაბული
ისევ პოეზიის მწვავე არითმია.
ალბათ მომეძალა გიჟი სინანული,
ახლა ვაღიარე,ის,რაც არ მითქვია!


------------------------------------------------------
ავტორი:გიორგი აბუაშვილი
+ -
+6
ჩემო თოჯინავ...



მე გავიზარდე როგორც არასდროს
და შენ, ბავშვობის დარჩი იმ წლებში...
დრო რომ სურვილებს არც კი სდარაჯობს,
როცა, სულია ზეცის შვიდ ფერში...
ჩემი ცხოვრება ისე გაფრინდა,
ბუმბულს ვერ ვითვლი ახლაც მის ფრთებში,
თუმცა, სიცოცხლეს ვსუნთქავ წამიდან,
ჩემი გული ძგერს კვლავაც მის ხმებში...
შენ კი... დამირჩი ისევ თოჯინად,
თეთრი კაბით ხარ, სუფთად, წვრილ წელში...
როგორ გივლიდი... მახსოვს - შორიდან...
და რომ გიმღერდი ნანას თბილ მკერდში...
უკვე, ქალი ვარ... დედა, მოვდივარ!..
შვილი მეძახის, ამ წუთს, მზის ეტლში...
ახლა, ისაა ჩემი თოჯინა...
ახლა, შენა ხარ - ორი... იმ ერთში...
და ამ სიყვარულს ვუვლი მოტივად...
გრძნობამ დამტოვა თავად მის წვერში...
რა პატარა ხარ... ჩემო, თოჯინავ...
მე რა დიდი ვარ... თურმე, შენს ხელში...



ავტორი: შალვა ლონდარიძე


ეძღვნება ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს,რომელიც ძალიან მენატრება :sm_cry: :sm_cry:
+ -
+20
უშენოდ მცივა



სამყარო სავსეა შავთეთრი ფერებით
თითქოს ახლოს ხარ, ვერ გეფერები
მახსოვს ჩვენი ტუჩების შეხება
ალბათ აღარც მოვა ის ბედნიერება

ქუჩაში დავდივარ ჩუმად დაგეძებ
ჩემო მშვენიერო მე შენ გაღმერთებ
ვეღარ გიპოვი ეს უკვე ვიცი
მაგრამ რატომღაც ისევ იქ გიცდი

გიცდი და გხედავ, უი მელანდები
ალბათ იმიტომ, რომ ძლიერ მენატრები
მე გიჟად მთვლიან ამდენს რომ გელი
დღესაც მთვრალი ვარ და შენზე ვმღერი

მთელი ეს წლები უშენოდ მცივა
თითქოს სულში მაქვს ჩამწვარი ყინვა
შენი დავიწყება მე თითქოს მინდა
მაგრამ უშენობით ეს გულიც მტკივა

ნეტა თუ შეგხვდები, ისევ მაკოცებ?
ალბათ გვერდს გამივლი და გამაოცებ
მე კიდე ვიყვირებ, არ გაგაგონებ
და შენზე ფიქრებს ქარს გავაყოლებ
+ -
+23
სიყვარულის ისტორია



ორი სულიერი ცხოვრობდა ერთად
სიყვარულს აღმერთებდენ ბოდვამდე ერთხმად
გოგოს ბიჭი უყვარდა სიცოცხლეზე მეტად
არასდროს დატოვებენ ერთმანეთს კენტად
+ -
+1
მესხეთი




მესხეთო, შენ ხარ აკვანი
გამზრდელი მრავალ გმირისა,
მუდამ მტკიცე და გამტანი
სული ხარ ჩვენი ერისა!

შენ გესეოდა ოდითგან მტერი,
მაშინაც გყავდა მიწა–წყლის მცველი,
ის, ვინც საკუთარ სიცოცხლის ფასად
სისხლით იცავდა, მესხეთს ჩვენს ტაძარს...

დედები, რომელთ ცალ ხელში ხმალით
არწევდნენ ვაჟჯაც გმირების აკვანს,
და თუ დასჭირდათ განწირულ თავით
ეწირებოდნენ მესხეთის დაცვას...

მტერმა შეგვიღება სისხლით ისტორია,
წინაპრებს ჩვენთვის, ჩვენთვის უომია.
ჩვენ დავაფასებთ წინაპრის შრომას,
და ვიამაყებთ მესხები რომ ვართ!...
+ -
+17



ღმერთო გამარჯობა მოგესალმები
უკვე დამეცალა ჩემი კალმები
სიტყვა სიტყვით აგიღწერ დღეს ჩემს ტკივილებს
მეტყვი თუარა ცხოვრება რას მიიპირებს
რატომ ვიტანჯები რატომ ვქრები მიწიდან
რატომ არ მიგყავარ ამ ცოდვილ დედამიწიდან
ღმერთო გთხოვ გამიქარვე ყველა ჩემი დარდები
თორემ უკვე ნელნელა სიკვდილის გზას ვადგები
რისთვის ვიტანჯები რისთვის ვაარდები
ჩემი ცხოვრება რატომ არის პატარა კადრეები?
რამდენი კითხვა ჩნდება პასუხი კი კვდება
ნუთუ ადამიანი ცოდვილად იბადება ?
ხანდახან მრცხვენია გავლა ქუჩაში
რამდენი ჩავატიო გულის უჯრაში
არა არ მჯერა მე ამ ცხოვრების
მომავალს ველოდები ანუ ცხონების

როდის მერქმევა მკვდარი
რომ ყველასგან გავქრე
მინდა ამ ცხოვრებაში სამუდამოდ ჩავქრე
ტკივილს ავიტან ცხოვრებას გავიტან
მაგრამ მარტობას მართლა ვერ ავიტან
არ მინდა მარტო ყოფნა
ყველამ ზურგი მაქცია
იმ ძმაკაცმაც დამიკიდა ჩემი გული რომ აცვია...
მოკლედ არვიცი სად წავიდე სად ვიბრძოლო
არვიცი ძმობა დღემდე ვის ვთხოვო
ყველას ფული აქვს ყველა გიჟია
თუ მაგრად აცვია მაგარი ბიჭია...
აფასებენ მხოლოდ ფულიან ხალხს
არუყურებენ ცხოვრების არსს
ღარიბი უკვე აღარარის მდიდარი
ყველა ჩამორჩენილზე ამბობენ ვინარი
ადამიანობა აღარარის ჩვენთან
ღმერთო ამ დროს რა ხდება შენთან
ადამიანობა უკვე წავიდა
ალბათ სიმართლეც მიწაში ჩავიდა...
+ -
+12
სასაფლაო ის ადგილია, სადაც...



სასაფლაო ის ადგილია
სადაც სიკვდილის მერე
არაფერი არ რჩება
რაც კი ოდესმე გაგაჩნდა
ყველაფერი ქრება...
როცა კვდები მიდიხარ უფალთან
მეგობრები გახსენებენ
თითქმის ყველა სუფრასთან..
როცა წახვალ გინატრებს დედა
ის მოგაძახებს ჩემსგან
წასვლას როგორ ბედავ
მწარე იქნება ალბათ
როცა მოკვდები
სამუდამოდ ამ სამყაროს როცა მოწყდები
როცა ვერ ხედავ რახდება სასაფლაოს გარეთ
ალბათ თვითმკვლელობას ინანებ მწარეთ
გოგოს გამო ან ვინმეს გამო თავი მოიკალი
დედასაც გადახედე გული მოუკალი
შენი მშობლები როგორ აატირე
როგორ იძახი ამ ცხოვრების დედა ვატირე
ყველა კვდება ქვეყნად ცოცხალი არავინ რჩება
ვინც თავს მოიკლავს იმ ქვეყნად ვერ გადარჩება
ის გაქრება მასზე დანთებული სანთელი ჩაქრება
რაც კი ოდესმე გააჩნდა მის საფლავში ჩაყვება
და ყველა მის მეგობარს მასზე სიძულვილი გაყვება.
სასაფლაო ეს ისადგილია სადაც
სიკვდილის მერე არაფერი რჩება
თუ დაიმსახურებ დანთებული სანთელი
აღარ ჩაქრება...
+ -
+12
მიწამებ ვითომ?!...



ჩემი კედელი ,ჩემი რწმენა რომ დაანგრიე
ამის მერეა ამ კედლებში მე ვზივარ თვითონ,
ხანდახან ვფიქრობ გაპატიო ყველა შეცდომა
მაგრამ,სიყვარულს დაიჯერებ?!...მიწამებ ვითომ?!
ახლა ყველაფერს სხვა გემო აქვს,სხვა არომატი
სათქმელი უფრო მეტია და არც არის რადგან,
უკვე ტკივილი შევიკეცე მე ჩემს სხეულში
შენ კი მარტო ხარ ,მელოდები მაგ ღია კართან.
ჩემგან შენ შორს ხარ,უკვე როგორც გასული წამი
როგორც მე ვიცი,ანდა როგორც დეკემბრის ბოლომ
სულ გამაგიჟა ამ სიმღერამ,ჩვენი რომ ერქვა
მოსაგონებლად შენგან წიგნი შემომრჩა მხოლოდ.
და რა თქმა უნდა,ძლიერ მიჭირს აღიარება
მარტო რომ დავრჩი,ისე როგორც ნახმარი წინდა
კისერთან ცრემლებს რომ ვიჩერებ ხელის გულებით
თმებზე შეგეხო,თუნდაც ლანდათ გიხილო მინდა.
და მონატრება ათჯერ,ასჯერ მეტია უფრო
და ამ ტკივილებს ისევ მარტო,მე ვუვლი თვითონ
ხანდახან ვფიქრობ ,რომ მოვიდე რა დაშავდება?
მაგრამ,სიყვარულს დაიჯერებ?!..მიწამებ ვითომ?!
+ -
+5
სამყაროსავით ბერდება გულიც.




ვერაფრით გეტყვი როგორ მიყვარდი.
შენ საარსებო იყავი წამი
და როგორც ბაღში წითელი ვარდი,
მე სიყვარულის ყვავილად მწამდი.

მჯერა და გეტყვი რასაც ვგრძნობ ახლა,
უშენო დღეებს რომ გადავურჩი.
ახლა მე ლექსით სიჩუმეს ვფანტავ,
უშენოდ ალბათ დროშიც დავმუნჯდი.

სამყაროსავით ბერდება გულიც,
თუ სევდიანი ვერაფერს ამბობს
და როგორც ცაში მტრედების გუნდი,
სიცოცხლის განცდით ვერ სიხარულობს.

შენახარ ცხელი აგვისტოს სუნთქვა,
ობოლ თებერვალს რომ მითბობ ფიქრებს.
წლები გადის და შენ კვლავაც სუსხავ,
ნატვრით გადაღლილ ჩემს გულის სიმებს.

ვერაფრით გეტყვი როგორ მიყვარდი.
შენ საარსებო იყავი წამი
და როგორც ბაღში წითელი ვარდი,
მე სიყვარულის ყვავილად მწამდი...

ავტორი::ზაზა ბაგალიშვილი

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up