+ -
0


ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს ინგლისს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს ფეხბურთის ასოციაცია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ცნობილი ნაკრებების უმეტესობა სუვერენულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, გაერთიანებულ სამეფოს ოთხი წარმომადგენელი ჰყავს საერთაშორისო არენაზე.

ინგლისი იმ შვიდ ნაკრებთაგანია, რომელსაც მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი. ეს მოხდა 1966 წელს, როდესაც ინგლისი მასპინძლობდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს. მათ ფინალური მატჩის დამატებით დროში 4–2 დაამარცხეს დასავლეთ გერმანიის ნაკრები. ინგლისს, საფრანგეთის მსგავსად მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული მსოფლიო პირველობა.მას შემდეგ ინგლისელტა საუკეთესო გამოსვლა იყო 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,სადაც მათ ნახევარფინალში პენალტებით წააგეს გერმანიასთან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ინგლისი მაინც დარჩა მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულ გუნდად, რომელიც ფიფასა და ELo–ს რეიტინგის ათეულიდან იშვიათადაა ჩამოქვეითებული. ინგლისმა ასევე გააღწია 1968 და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალში. ბრიტანულ გუნდებს შორის ინგლისი ყველაზე წარმატებული ნაკრებია 54 მოგებით, 1984 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნამდე.
+ -
0


ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. La selección de fútbol de España) — იცავს ესპანეთის ღირსებას სხვადასხვა სანაკრებო, საფეხბურთო ჩემპიონატებში. მას მართავს და აკონტროლებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია.ესპანეთის ნაკრებს 12-ჯერ აქვთ მიღებული მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატებში, 1982 წელს კი თვითონ იყო მასპინძელი ნაკრები.ერთ–ერთი საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე,რაც კი უჩვენებია ესპანეთის ნაკრებს,არის მეოთხე ადგილი ბრაზილიაში ჩატარებულ 1959 წლის მსოფლიო თასზე
+ -
0


პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები – წარმოადგენს პორტუგალიას საერთაშორისო საფეხბურთო და ამხანაგურ ტურნირებში. პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა პირველად 1966 წელს მიიღო და ნახევარფინალში წააგო მომავალ ჩემპიონტან ინგლისთან. პორტუგალიელებმა დაიკავეს მესამე ადგილი.
+ -
+1
DAVID  VILLA


დავიდ ვილია სანჩესი, მეტსახელი ელ გუახე (ასტ. ბავშვი) (ესპ. David Villa Sánchez; 3 დეკემბერი, 1981; ლანგრეო, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, „მელბურნ სიტისა“ და ესპანეთის ეროვნულ ნაკრების თავდამსხმელი. მიუხედავად ბავშვობაში გადატანილი უმძიმესი ტრავმისა, მან თავისი პროფესიონალური კარიერა ხიხონის „სპორტინგში“ დაიწყო. 2 სეზონის შემდეგ, ვილია „რეალ სარაგოსაში“ გადავიდა, სადაც მას ლა ლიგის დებიუტი ჰქონდა და პირველი სერიოზული ტიტულები — ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. კატალონიურ კლუბში გადასვლამდე, ვილია „ვალენსიაში" თამაშობდა. ვილია ევრო 2008-სა და ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
+ -
+1
CESC   FABREGAS


ფრანსესკ „სესკ“ ფაბრეგასი (კატ. Francesc Fàbregas i Soler [ˈsɛsk ˈfaβɾəɣəs]; დ.4 მაისი, 1987, არენის დე მარი, კატალონია, ესპანეთი) — კატალონიელი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც წლების მანძილზე ლონდონის "არსენალში" თამაშობდა, 2011-14 წლებში "ბარსელონაში"[3], ხოლო 2014 წლის ზაფხულიდან „ჩელის“ ფეხბურთელია.
„არსენალში“ გადასვლამდე ფაბრეგასმა 17 წლამდე ნაკრებების ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც არაერთხელ გამოიჩინა თავი - „ადიდასისა“ და ტურნირის ოქროს ბუცები მოიგო, როგორც ბომბარდირმა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ, მისმა ნაკრებმა კი მეორე ადგილი დაიკავა ბრაზილიელთა შემდეგ.
+ -
+1
SERGIO  RAMOS


სერხიო რამოს გარსია (ესპ. Sergio Ramos García [ˈserxjo ˈramos ɣarˈθi.a]; 30 მარტი, 1986) — ესპანეთის ნაკრებისა და „რეალ მადრიდის“ ფეხბურთელი.
სერხიომ ფეხბურთის თამაში 14 წლის ასაკში დაიწყო „სევილიას“ საფეხბურთო აკადემიაში. ადრეულ ასაკშივე თავისი მონაცემებით გააკვირვა მწვრთნელები და კლუბის ხელმძღვანელები. 2002 წელს გადაიყვანეს „სევილია ბ-ში“, სადაც 1 წლის განმავლობაში ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში მან ჩაატარა 26 შეხვედრა და 1 გოლი გაიტანა. რამოსმა მალევე მიიპყრო სევილიას მთავარი გუნდის ხელმძღვანელთა ყურადღება და უკვე შემდეგ სეზონში მიიწვიეს ადგილობრივი კლუბის ძირითად შემადგენლობაში. 2003 წელს ლა ლიგაში მისი დებიუტი შედგა, სერხიომ 2 წლის განმავლობაში ითამაშა „სევილიაში“, სადაც 39 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მისი გოლი „რეალ მადრიდის“ კარში. პირველ გუნდში თამაშისას სერხიო მთელმა მსოფლიომ გაიცნო, მის თამაშს თვალყურს ადევნებდნენ ევროპული გრანდების აგენტები.
+ -
+1



შაბიერ ალონსო ოლანო (ბას. Xabier Alonso Olano [ˈʃaβi aˈlons̺o oˈlano]; დ. 25 ნოემბერი, 1981) — ესპანელი ფეხბურთელი.

დაიბადა 1981 წლის 25 ნოემბერს ტოლოსაში, ბასკეთში, ესპანეთი. კარიერა „რეალ სოსიედადში“ დაიწყო. 2004 წლის აგვისტოში ს/კ „ლივერპულში“ 10,5 მლნ ევროდ გადავიდა და პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რეალში მისი კარიერა 2009-10 წლის სეზონის დასაწყისში დაიწყო. მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა ამჯერად „რეალ მადრიდთან“ ერთად 2014 წელს.
ესპანეთის ნაკრებში მისი დებიუტი 2003 წელს ეკვადორთან შედგა. ითამაშა ევრო 2004, ევრო 2008 და ევრო 2012, აგრეთცე 2006, 2010 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატი. 2008 და 2012 წლებში მოიგო ევროპის ჩემპიონატი, 2010 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი.
+ -
+1



ფერნანდო ხოსე ტორეს სანსი (ესპ. Fernando José Torres Sanz; დ. 20 მარტი, 1984, ფუენლაბრადა, ესპანეთი), მეტსახელად „ელ ნინიო“ (El Niño - ბიჭუნა) —ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობს.

ფერნანდო ფუენდალაბარდაში (მადრიდის გარეუბანში) დაიბადა. მას ფეხბურთი ბავშვობიდანვე უყვარდა და უკვე 5 წლის ასაკში თამაშობდა Parque 84 ში მეკარედ.მაგრამ შემფეგ მიხვდა რომ მისი ადგილი მინდორზე თავმდამსხმელის პოზიცია იყო.ტორესმა 11 წლის ასაკში Rayo 13 ის მაისურით 55 გოლი გაიტანა სეზონში.მისი ოჯახი არაფრით გამოირჩეოდა.მამა ხოსე მუშაობდა ამიტომაც ფეხბურთის ვარჯიშებზე ყოველთვის დედა ფლორი დაჰყვებოდა.მის პაპას კი სახელი ჰქონდა განთქმული ატლეტიკო მადრიდის დიდი გულშემატკივრობით.
+ -
+1


კარლეს პუიოლ ი საფორკადა (კატ. Carles Puyol i Saforcada; დ. 13 აპრილი, 1978) — ესპანელი ფეხბურთელი, ლა ლიგის კლუბ „ბარსელონას“ სპორტული დირექტორის ასისტენტი. აქტიური საფეხბურთო კარიერა მთლიანად „ბარსელონაში“ გაატარა, სადაც ძირითადად ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა, თუმცა ზოგჯერ ფლანგებზეც თამაშობდა. 2004–2014 წლებში იყო „ბარსელონის“ კაპიტანი.
+ -
+1
მსოფლიოს  ათი  ყველაზე  დიდი  სტადიონი


1-პირველი მაისის სახელობის სტადიონი-ტევადობა 150 000 კაცი, მდებარეობს ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეა, მსოფლიოს უდიდესი სტადიონი.აშენდა 1989 წელს, სადაც გაიმართა ახალგაზრდათა და სტუდენტთა XIII საერთაშორისო ფესტივალი.ამჟამად სტადიონზე კორეის საფეხბურთო ნაკრები მართავს ხოლმე მატჩებს.
+ -
+2



ხერარდ პიკე ი ბერნაბეუ (კატ. Gerard Piqué i Bernabeu; დ. 2 თებერვალი, 1987, ბარსელონა) — ესპანელი ფეხბურთელი, თამაშობს ლა ლიგის კლუბ „ბარსელონაში“.

2004 წელს „ბარსელონას“ ახალგაზრდული გუნდიდან „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიაშურა. აქ 4 წელი გაატარა, შემდეგ კი ხოსეპ გვარდიოლას მიერ დამოძღვრილ ბარსელონაში დაბრუნდა და დაეხმარა გუნდს გამხდარიყო პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც მოახერხა ერთ სეზონში სამი ჯილდოს, ე.წ. ტრიპლეტის მოგება. პიკე იმ სამ ფეხბურთელს შორისაა (მარსელ დესაი და პაულუ სოუზა), რომლებმაც ორი წლის მანძილზე სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.
+ -
+1


იკერ კასილას ფერნანდესი (ესპ. Iker Casillas Fernández; დ. 20 მაისი 1981, მოსტოლესი, მადრიდი) — ესპანელი მეკარე, საფეხბურთო კლუბ „მადრიდის რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი. 2-ჯერ ევროპის ჩემპიონი (2008 და 2012) და მსოფლიოს ჩემპიონი (2010). „მადრიდის რეალის“ რიგებში მან 5-ჯერ მოიგო ლა-ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი და 4-ჯერ დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს. ევროპულ და საერთაშორისო საკლუბო დონეზე იკერი 3-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 2-ჯერ უეფას სუპერთასის მფლობელი და ერთხელ დაეუფლა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up