+ -
+63
ლექსები სიყვარულზე #4


და მარტოობა დღეს თუ არ შემცვლის
და უშენობას დღეს თუ მე ვძლიე,
ხვალ თვითონ მოვალ და თვითონ გეტყვი,
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ...
მე გადავთელავ ჩემს სიამაყეს
და როცა შენზე ოცნება მოთოვს
არ მსიზმრებია ბოდვიან ღამეს
მოვალ და ჩემს წილ სიყვარულს მოგთხოვ!
და ეს ფიქრები ღამენათევი
თვით სიცოცხლეზეც ალბათ მეტია.
შენზე ლოცვაში დადნა სანთლები,
შენი თვალები ჩემთვის ღმერთია.
და მარტოობა დღეს თუ არ შემშლის,
ხვალ ალბათ მოხვალ, მომიტან იებს,
მე ვერ მოვითმენ და მართლა გეტყვი
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ!!!
+ -
+40
ლექსები სიყვარულზე #3


ყოველი მზერა მისი, ჩემდამი მომართული,
სიხარულია ჩემთვის, ღმერთისგან მონათლული.
და გაღიმება ოდნავ, ნეტარებაა თითქოს,
ეს სიყვარული მე ხომ ისევ ბოროტად მიხმობს.
ყოველი დილა ჩემთვის, იწყება ლოცვით მისთვის,
მისი ნათელი მზერა, სხვა ცხოვრებაა ჩემთვის,
და ნეტარება ღამის, ჩემ ოცნებებში ფრენა,
მე ღამე ისევ მაწვის და მაქვს მთვარისგან ღრენა.
და დავასრულებ როდის? არც მინდა ფიქრი ამის,
ეს სიყვარული მოდის და ქართან ერთად მოჰქრის,
მე ველოდები ჩუმად, რომ არ დავაფრთხო გზაში,
და ჟრუანტელი ტანში, ეხლა მე ვდგევარ ქარში.
+ -
+30
ლექსები სიყვარულზე #2

ოღონდ ვიცოდე დამიხვდები გაშლილი ხელით,
გამოვქანდები სიხარულით ცის კიდურიდან.
ოღონდ ვიცოდე ბედნიერაბა,სილარე გველის
არ დავფიქრდები,ფეხით მოვალ შორს ქარბუქიდან.
ოღონდ მესმოდეს შენი ნატვრის და გულის ძგერის,
ოღონდ გინდოდეს ჩემი ნახვა, ღიმილი, კრთომა.
ოღონდ შენ ის თქვი, რომ გენატრები სიგიჯით ჩემით,
ათრთოლებული, თეთრ ყვავილივით მე მორცხვად მოვალ.
თუ არა გჯერა რომ შენ ისევ კვლავ ცოცხლობ ჩემში
და თუ არასდროს გიფიქრია თავგანწირვაზე,
მაშინ მაცადე, ნუ დამიშლი მჯეროდეს, შემშლის....
ოღონდაც... მხოლოდ...მთვარე იწვის
ლურჯ მთაწმინდაზე.....
+ -
+35
ლექსები სიყვარულზე #1


უცებ ჰაერმა გმინვა ატეხა
და ამ გმინვაში სულს ღაფავს დარდი,
მიდის,დამტოვებს ფიქრთ ის ლამაზი უგულო ვარდი უეცრად გამოჩნდი შენც ერთადერთო, დარდი მოაწვა გულს უცნაური,
ტკივილი მოდის სულის სიღრმიდან,
მინდა გავიგო ხმა საამური, ამომავალი შენი ბაგიდან, იცი? ვნატრობდი მეც რომ მქონოდა, მოცარტის ქნარი და ვინჩის ფუნჯი, რა იქნებოდა? რა მოხდებოდა? არ ვყოფილიყავ დალტონიკ–მუნჯი. მე ვოცნებობდი იდუმალ ქალზე, ნატიფი სახით, უძირო მზერით,
ნანახს ანტიკურ ბერძნულ ლარნაკზე,
მოსილს ნათელი ღვთიური სხივით, უეცრად გადამეკეტა გადამიბრუნდა მთელიგონება და შევამჩნიე შენი თვალები შენი ხმა შენი სიcილ - კისკისი დავიბენ გავგიჩდი ნუთუ ეს არის ის ერთaდერთი იმ წამს შევიგრძენ წუთისოფელის ნანატრი ლანდი, გახსოვს ის წამი რომ მიმატოვე? განდეგილივით მარტო დამტოვე ისე წახვედი არც კი მაკოცე მაგრამ მე მაინც გულით დაგლოცე...დაგლოცე ვხვდები თურმე მიყვარხარ და ამ გრძნობას მე გულით ვინახავ გამაგებინე თუ კიდევ გიყვარვარ რომ გელოდები გიჟი კი არ ვარ.. წუხელის ლექსი დავწერე ერთი, გულს შვება მივეც და სულს ნუგეში, ნუთუ ეგ არის სულ ყველაფერი,რასაც ვერ ვმალავ გულის უბეში..
+ -
+28
მიხეილ ქვლივიძე-სიჩუმე


შემოვა შუქი, მეძებრის გეშით
ფრთხილად დაყნოსავს ფიჭვნარის უბეს.
გარინდებულან ფიჭვები, ტყეში
სიმშვიდე სუფევს.

ვწევარ გულაღმა. გავცქერი ღელეს
და ვითვლი მთების ზვიად სართულებს,
სადაც ნაძვები იმტვრევენ ხელებს
ცხარე ლოცვაში ცად აღმართულებს.

და მე არ ვიცი, ეს სიზმარია,
თუ საკმეველის კვამლი შეირხა..
ნუთუ შრიალი - მხოლოდ ქარია?
მაშ, რაღა იქნა, გულო, შენი ხმა?!
+ -
+7
ლექსები მონატრებაზე


მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.

აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
+ -
+23
სტატუსები სიყვარულზე-1

***
ბიჭი:
შენ ჩემი ყველაზე ლამაზი ხარ...გოგო: უკან შებრუნდი იქ ჩემზე ბევრად
ლამაზი გოგონები დგას...ბიჭმა მიიხედა იქ ორი მოხუცი ქალი იდგა...გოგო: რომ
გყვარებოდი არ შებრუნდებოდი

***
... ,,სიყვარული ვარდის ფურცელივით ნაზი, ცეცხლივით ძლიერი, მინასავით მსხვრევადი და სანთელივით წმინდაა" ...

***
შენი თვალებით უგრძნობლად დამთვრალს შენი ღალატი გამომაფხიზლებს...!!
**
რა
თბილად მიღიმით?! შეგიყვარდით?! ჰაჰა, ვიცოდი რომ მოგხიბლავდით...
გეტყვით... თავიდანვე მომეწონეთ... არა... მთელი გრძნობით შემიყვარდით.. :*
***
არ შეეხოთ არც ერთ ჩემს ნაოჭს, მე ისინი ძალიან ძვირი დამიჯდა..
**
სიკვდილის არ მეშინია, რადგან როცა მე ვარ ის არ არის, ხოლო როცა ის არის მე აღარ ვაარ
***
ქალები არასოდეს ბერდებიან! ეს მხოლოდ კაცებს უქვეითდებათ მხედველობა
***
მიყვარს
შენი თბილი, რაღაცნაირი ფერის თვალები... შენი აზრიანი და სევდით სავსე
გამოხედვა...მიყვარს შენი სიცილიც და სერიოზულობაც...)) ჩემს სამყაროს შენი
ფერი აქვს
***
იცხოვრე ყოველდღე ისე, თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა, და დაისახე ისეთი გეგმები, თითქოს წინ მარადისობაა."
***
გალაქტიონს
უთქვამს რომ უსიყვარულდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, მის გარეშე უკვდავება
და სილამაზე არ არსებობს. მათ, ვისაც უცნაური, არალოგიკური სიყვარული
ეწვევა, მას ბრმად თვლიან. უიღბლოებისათვის სიყვარული ცალმხრივია. ხოლო
ბითლზებისათვის კი სიყვარული იყო ის ყველაფერი, რასაც თვლიდნენ რომ
ადამიანს ჭირდებოდა.
***
როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ."
***
შენ უბრალოდ უნდა გააკეთო ის რაც შენ გსურს ,არ აქვს მნიშვნელობა სხვა რას იტყვის ,ეს შენი ცხოვრებაა !
***
თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.
+ -
+53
უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო


უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო,
ნუ შეეხები ქალის ბაგეებს,
თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი
ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს.
პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის
არის წმინდა და ალერსიანი
თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ
სიყვარულს პირველს მის არსებაში
თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ
კოცნა ხო თქვენთვის არაფერია
მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ
პირველი კოცნა თუ რა ძნელია?!
ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს
კიდეც რომ ცადოს გადავიწყება
მისთვის ხომ პირველ კოცნას და ალერს
მოაქვს ნანატრი, ნარნარი გრძნობა
ქალი ცოდვაა როცა ტყუილით
მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე
ნუღარ დასცინებთ, ნუ მოატყუებთ
არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს.
+ -
+27
უმისამართოდ



"იმაზე რთული არაფერი ყოფილა ქვეყნად, როდესაც სიტყვებს „მე შენ მიყვარხარ„ ნამდვილ ადრესატს ვერ მოუძებნი "

მე შენ გხატავდი ჩემს ოცნებებში
იყავი ნაზი, როგორც თვით ია,
ყვავილთა შორის გამორჩეული
ვით ქალთა შორის თინათინია.
არ მსურდა შენი დაკარგვა, მაგრამ
რა ვქნათ, ცხოვრება ხომ ასეთია?!?
ხალვათად ასში იპოვნი ერთს და
ათი ათასი შენი მტერია.
--------------------------
რატომღაც სევდა შემომერია,
შემომერია და მომერია...
+ -
+24
ქალი იყო და მერე რა ქალი...


ქალი იყო და მერე რა ქალი...
რა მიხვრა-მოხვრა,
რა გაღიმება,
რა თვალები და ანდა რა ტანი?!
ერთმანეთს გავდა ყველა ნაბიჯი
გამვლელებს ღიმი უკრთოდათ ტუჩთან...
ის მიდიოდა ნელა და ნაზად
ფეხთქვეშ ფარდაგად ეფინა ქუჩა...
მოვარდნილ სიოს ეჭირა თმები
სურნელს აცლიდა ფაფუკ ხორციდან...
ის მიდიოდა ქუჩაში მარტო
და ფილაქანი მის ტერფს კოცნიდა...
მზე ჩავარდნოდა ორივე თვალში
და წამწამები საბნად ეფინა...
მე ვუყურებდი ამ სილამაზეს
სურვილს ვყლაპავდი,რომ არ მეყვირა
ევა ხარ ევა ...მაცდური სქესით
ვნებას მოუწყვე განავარდება...
იცი კი მაინც? მაგ სილამაზით
რამდენი მტკარში გადავარდება?
რამდენი ოჯახს დაანგრევს ნაშენს...
შენგან დაჭრილი სხვას ფენს იარებს...
ლამაზი ხარ და შე დალოცვილო
თვალს ნუ მაფეთებ,
ჩუმად იარე...
ის კი დაგროვილს ღიმილით მტრობდა
გრძნობდა მოკვნეტილ ტუჩიდან გემოს
სისხლის,რომელსაც პასუხსაც სცემდა
"რა ვქნა ძვირფასო ქალი ვარ მეო?!"
+ -
+40
ქალი კი არა ფერია ხარ


ქალი კი არა ფერია ხარ, ქალად ნაქარგი,
ხარ სილამაზე_სალვადორის ფუნჯით ნახატი!!!
ქალი კი არა, ცდუნება ხარ, ამქვეყნიური,
ხარ ოკეანე_ტალღის ფსკერზე ამოხეთქილი,
ოხ, ეს თვალები, შენი ტრფობით გადაფეთქილი...
ქალი კი არა, გუმბათი ხარ, ღვთისგან ნაგები
ხარ სალოცავი, წმინდა ხატთან,ჩოქვით ნაფერი.
ქალი კი არა, ნოტები ხარ, აჟღერებული,
მთვარის სონატა, ბეთჰოვენის მუზად ნაქები...
ქალი კი არა, პიესა ხარ, ჩემთვის ნაწერი,
ხარ ბაირონის სტრიქონებში კალმით ნაფერი...
ქალი კი არა, პლანეტა ხარ, შენ მზით გამთბარი...
ხარ სიმფონია, მარცვალ_მარცვალ ლექსში ჩამდნარი...
ქალი კი არა, ფერია ხარ, ქალად ნაქარგი...
+ -
+4
ანგელოზი


ანგელოზი ხარ, ანგელოზად დაბადებული,
გული თბილი გაქვს, ადამიანისთვის გამეტებული,
სული ტკბილი გაქვს, ლამაზი და ამაღლებული,
შენ ხარ ამ ქვეყნად, ყველაფერში დაფასებული...

ავტ: ირაკლი ზვიადაური

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up