+ -
+4
ნიკო გომელაურის ლექსები #10


ვიცი,სადღაც ვიჩეხები...
ვიხლიჩები...ვიხარჯები...
ვით ჭექები...ვით მეხები...
ახალ ლექსად ვიჩარხები...

ახალ ლექსად ვიჩეკები...
წაუღია ჭირს ჭიქები...
ტვინს მიჭყლიტავს ცის ჩექმები...
ვინც ვიყავი,ის ვიქნები...

ვინ ვიყავი?რად დავრჩები?...
ეს რითმები...ეს ურჩები...
მაფარია,ვით ფარჩები...
ვიცი,ვეღარ გადავურჩები...

რად დაჰკიდეთ ეგ დინგები?...
რად დააღეთ ეგ დრუნჩები?...
+ -
+5
მიხა ხელაშვილის ლექსები


შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს ვინ იყო მიხა ხელაშვილი, ეს იყო სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული გენიოსი ადამიანი. მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ ეს გვერდი
+ -
+5
ნიკო გომელაურის ლექსები #9


კაცებს აღარ გვაქვს ძარღვებში სისხლი,
ჩვენს ქალებს რძე და ცრემლი დაუშრათ.
სანთლის დანთებით ვმალავთ ჩვენს სირცხვილს?!
დაუშვებელი,ვცდილობთ,დავუშვათ?!
ტლუმ გაიხარა,თავის თავს ვერ სცნობს მეორე ტლუში,
არისტოკრატი შეშინებული და პირმყრალია,
პატრიოტები ერთი მეორეს ესვრიან ზურგში
ყველა მეორე გენერალია...
უსუსურები გამეფებულან და უვიცები.
გადახდილია ფული ტყვიენში,
ფული სიკვდილში გადახდილია
მათხოვარი სთხოვს ხურდას მათხოვარს
და საფლავები კვლავ გათხილია
ჩემი ქვეყანა,გადაფლეთილი
გაძარცვული დამწვარი ყანა...
ასე არ არის,ხალხნო?
ასე არ არის,განა?
აი,ამიტომ აღარ აქვთ ძარღვებში სისხლი
აი,ამიტომ რძე და ცრემლი დაუშრათ ქალებს
+ -
+2
ნიკო გომელაურის ლექსები #8


პათეტიკური ლექსი
ყველა ქალი მახსოვს,
ბევრიც დღემდე მიყვარს,
თუმცა არ ვარ ახლოს,
მე არ ვტეხდი სიტყვას.

ხშირად მიღრენს სევდა,
მეომება დარდი.
გრძნობა დამიბერდა,
აღარ არის მზარდი.

სიჯიუტემ მჭამა,
გავხდი მისი კერძი.
ტყუილების მამა,
ბინძურ ტყუილს ვებრძვი.

ყველა ხიდი დავწვი,
შემრჩა მხოლოდ ბეწვის,
ჩემს თავს ვეტყვი: გასწი,
დროა დარდის ლეწვის!
+ -
+2
ნიკო გომელაურის ლექსები #7


ნაპირებთან "კასპიის"
ტალღა რომ გაჰკივის,
ტალღა რომ წააგავს სიმკაცრეს "ალერსს"

მე მაშინ გავიგე
რა ტვირთი გავიღე
სიბრძნე მივამსგავსე მაკსუდის თვალებს

ეძღვნება მაკსუდ იბრაგიმს
+ -
+2
ნიკო გომელაურის ლექსები #6


რამდენი ქალი მომჩვენებია,
როგორ დამცინის ცხოვრება წინა?!
ღმერთო!...ეს რაღა აჩემებაა
-ამოვიჩემე მე რატმოღაც ნინა

გული რას ფეთქავს,
აუ,რას!
-ჭუჭყიანს ხეთქავს
აურას...

ფერები,ისევ მუქი ფერები,
თან რატომ დასდევს ჩემს ახალ წიგნებს??
-ანდა,შენ ასე რად მებევრები,
სხვას სად მივაგნო შენნაირ ნინებს

ჭუჭყიანს ხეთქავს
აურას...
გული რას ფეთქავს,
აუ,რას!...
+ -
+2


მღვდლებმა მითხარით,ან წარმართებმა,
რა მემართება?რა მემართება?

ტყუილი ნეტავ,რას მემართლება?
რა მემართება?რა მემართება?

გული თავისით არ იმართება...
რა მემართება?რა მემარტება?

სული დამსხავს-ტვინი დათვრება.
რა მემართება?რა მემათება?

რად გამიტაცეს ცრუ მიმართვება?
რა მემართება?რა მემართება?

უსახურობას სახე მართმევდა!
რა მემართება?რა მემართება?

ალბათ,თავდახრა უფრო მმართებდა?!
რა მემართება?რა მემართება?

ბედი ბედავდა,სად არ მათრევდა...
რა მემართება?რა მემართება?

"რა მემართება?რა მემართება?"
-მაინც თავისით წარიმართება...
+ -
+2
ნიკო გომელაურის ლექსები #3


რომელია დეგა?
ვერლენი ვინ არი?...
რის ლოპე დე ვეგა?!
რაის რენუარი?!

ზღაპრის კეთილ გმირებს,
აღარ ჰბაძავს ბავშვი...
ტყის ქორბუდა ირმის
გაგისინჯავთ ხაში?

ბერლიოზს და ვაგნერს
ჩვენთან ფანი არ ჰყავს
-ოქროს თევზი გაბდღვნეს,
მიაყოლეს არაყს...

ნატვრის თვალი ჩაქრა,
დაბრმავდა და იწყენს...
ქატო არის იქა,
ჭირიც აქვე ილხენს...

ორერა და რერო!
მრავალჟამიერო!
რა დაგიჟდა "ზერო"...
უჰ,შე БЕДНЫЙერო!!!
+ -
+3
ნიკო გომელაურის ლექსები #2


რა შტერიაო-დააბრალა ძმას...
დავთვერიო-დააბრალა სმას...
მეხვევაო-დააბრალა ქალს...
ვერ ხვდებაო-დააბრალა ხალხს...

დავიწვიო-დააბრალა მზეს...
რა ბილწიო-დააბრალა ზმნებს...
შევბერდიო-დააბრალა ცრემლს...

გავცივდიო-დააბრალა თოვლს...
არ მიცდიო-დააბრალა დროს...
უიციო-დააბრალა ბრბოს...
ცრუ ფიციო-დააბრალა ბოზს...

უზრდელიო -დააბრალა შვილს...
კურდღელიო-დააბრალა შიშს...
თავს ვკარგავო-დააბრალა ფიქრს...
რას ვგავარო-დააბრალა ფირს...

არ მყოფნისო-დააბრალა ფულს...
მაყოვნებსო-დააბრალა პულსს...
კარგიაო-დააბრალა ცუდს...
ნაღდიაო-დააბრალა ცრუს...

მოკლედ ყველაფერი ასე დააბრალა სხვას
ცარიელი...ცოდვით სავსე,საფლავის ქვად დგას...
+ -
+3


ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა
და იმის მერე ვაწყდებით ნაღმებს...
სიჩუმე ხეთქავს ყურის ბარაბანს,
მცდარი ვნებებით ვიგუდავ ნაღველს.

ტონი მონურით,
მონოტონურით,
მე მასწავლიდნენ-რა შემერგება...
ვუსმენდი,ვთმობდი,
თუმცა ვერ ვგრძნობდი...
ჯერ არ მყოფნიდა ალბათ შეგნება

ვიღაცა რწმენას იღებს იჯარით,
სასუფეველში ადგილს "იბევებს"
გამოზუთხული,ხშირი პირჯვარით
ცოდვა არ იკლებს,ცოდვა იბევრებს.

ფარისეველი ტაძარს აშენებს,
ოქროს ათეთრებს,ოქროს აშვიდებს,
ეს,არ მგონია,მეც დამამშვენებს
ეს,არ მგონია,მეც დამამშვიდებს.

როცა ასაკი დამინთებს სანთელს,
უსასრულობა გახსნის დარაბას,
ნეტავ,ვის ვეტყვი უმთავრეს სათქმელს.
ღმერთს,თუ ბარაბას?...
+ -
+141
ლექსები სიყვარულზე #6


სანთელი იწვის, სანთელი დნება,
ჩემი ფიქრები უკვალოდ ქრება,
ნაღველი ისევ ჩემს გულში რჩება
და ეს ოცნებაც კვლავ ქარს მიჰყვება.
სანთელი დნება და ფიქრი რჩება,
სიქუმე დგება და ღამე კრთება,
ღამის წყვდიადში ცა იძირება
და ეს ოცნება უსიტყვოდ კვდება
მინდა ჩაგიხუტო მაგრად,
მინდა რაღაც გითხრა ყურში,
მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ
და შენს ნაფეხურებს ვკოცნი
ისევ მომენატრე ძლიერ,
ისევ ამედევნე ფიქრად
ჩუმად გელოდები მაგრამ,
ვაი რომ ვერ გხედავ სიზმრად
ვიცი უშენობა მომკლავს,
ვიცი დავიღვრები ცრემლად,
მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი
და ფიქრებს მოვყავარ შენთა
+ -
+59
ლექსები სიყვარულზე #5


სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო გაზაფხული
იღვიძებდა იაში...
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე...
რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს
მომღიმარი თვალებით...
სევდა მწვავდა თვალთა უპეს
სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო...
აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც დახლთან მიველ
მომღიმარი თვალებით,
სიყვარულით ლაჟვარდს ხელში
შეუერთდნენ ქალები.
წიგნის თაროს შერჩენოდა
ერთადერთი კრებული,
და გამყიდველს ის თავისთვის
ჰქონდა გადადებული...
სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში
ის დღე იყო... გაზაფხული
იღვიძებდა იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს..
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე...

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up