+ -
+2
მე ქუჩაში ჩემს წილ სითბოს ვმათხოვრობდი



მე ქუჩაში ჩემს წილ სითბოს ვმათხოვრობდი..
რა ვიცოდი თუკი სხვებმა მიითვისეს..
სანამ ჩემთვის,სიბნელეში ვმარტოობდი
ჩემი წილი ყველაფერი მიისყიდეს...

სიცივეში ჩემს სიყვარულს დავეძებდი
სულ კარდაკარ დავიარე უიმედოდ
არარსებულ სიყვარულსაც ვაღმერთებდი
და დამტოვა უსახლკაროდ..უმიზეზოდ...

მე ქუჩაში ჩემს წილ სითბოს ვმათხოვრობდი..
ყველას ვთხოვე,ვისაც გული თბილი ქონდა..
მე ჩემს თავთან ყოველ ღამე ვმარტოობდი...
მაგრამ თურმე მე აღარც ის მეკუთვნოდა!.
+ -
+14
იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვიცი…



მთელი ცხოვრებაა გეძებ,
მთელი ცხოვრებაა გნატრობ,
იცი?!… შემეშალე ერთხელ,
ახლა მოგაგენი ვატყობ.
+ -
+2
ცხოვრება მშვენიერია...



ჩემის სარკმლის წინ წვიმის წვეთები ეცემა,
ისევ მიყვარხარ, შენს მაგივრად გრძნობები მეხვევა,
ასე დათრგუნულს, მოგონება მამხნევებს მხოლოდ,
მაინც გიპოვი, მაგრამ არ ვიცი როდის, ან როგორ...
სადღაც შორს, ტირის როიალი...
მე კი ქუჩაში მიწევს უკვე ბორიალი,
როიალი ნოტებით მეფერება, ის შენზე თბილია!
რას შეგადარო?! "ალბათ" თოვლი შენზე ცივია...
რატომ შემიყვარდი ასეთი თავნება,
ისე დამაბნიე ვერ ვხვდები რა ხდება...
ნუთუ ის ერთი ხარ, ვერტიკალური და თან ბრუნვადი,
ასე მგონია შენ წყალი ხარ, მე კი მწყურვალი.
შენი წასვლის შემდეგ, ვიცი რისთვის ვარ ამ ქვეყანაზე,
უნდა მიყვარდეს, უნდა მიყვარდეს ეგ სილამაზე,
რომელსაც სულში ატარებ მალვით
და რომელიც ჩემშიც დატოვე წასვლით...
სიყვარულდაკარგულს, არავინ მიშველა,
მაგრამ შენმა წასვლამ ერთი რამ მიჩვენა,
ჯერ სიყვარულზე არ მიმღერია
და უკვე მივხვდი, ცხოვრება მშვენიერია...
+ -
0
უკაცრავად... ქალბატონო... შემიყვარდით...




მაპატიეთ, ქალბატონო, სიყვარული...
მერე მზერის აპარება მკერდზე... მორცხვად...
თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული
იცით, წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა
+ -
+6
ისევ შენზე მონატრება ათევს ღამეს


გულში ისევ სევდის ფარდა ჩამოეშვა,
სულში ისევ მონატრების რეკენ ზარებს,
მოლოდინში რამდენი დღე გაილია
კიდევ რამდენს მივუხურავ სევდის კარებს.

თვალში ისევ შენზე ფიქრის ლანდებია,
ისევ შენზე მონატრება ათევს ღამეს,
ფანჯარაში მთვარეს ნისლი დასდებია,
ეხლა უკვე თვალცრემლიანს მეტყვის რამეს.

ჩემს ოთახში ნაცრისფერი ფერებია,
ისევ მოდის სევდიანი მთვარე,
გათენებას ველოდები თვალებღია,
რომ გავიდეს ეს უძილო ღამე.
+ -
+1
თვალებს ცრემლები ისევ ესტუმრა...


თვალებს ცრემლები ისევ ესტუმრა...
გულს კი მოაწყდა დარდი,
ცა მოიღრუბლა ალბათ იწვიმებს...
ჩემს ცრემლებს წვიმა წაშლის.
გავყვები მერე წვიმიან ქუჩას...
როგორც მიყვარდა მაშინ...
ადრე... წვიმაში გულს უხაროდა,
დღეს კი აივსო დარდით.
იწვიმე ცაო, ძლიერ იწვიმე...
არ მოგერიდოს არვის...
ალბათ შენს გულსაც დარდი აწუხებს,
ცრემლები მიტომ დაგდის.
ისე იწვიმე... რომ მთლად დავსველდე...
ჩემს ცრემლს შევურევ შენსას...
ვერვინ მიხვდება მე რა მატირებს...
და ვიტყვი... რომ ეს შენ ხარ....
+ -
+6
ნეტავ სხვა ვიყო…



ნეტავ სხვა ვიყო…
უცხო მგზავრი, უცხო ქვეყნიდან…
ვიცი გიყვარვარ და ეს გრძნობა დღემდე გაწვალებს…
მინდა შეგეძლოს,
ამომშალო შენი გულიდან…
მაგრამ, ვერასდროს გაამთელებ გულის ნაპრალებს…
+ -
0




თურმე ხანდახან კუპიდონსაც ძილი უნდება:

მიწვა და თავის ჩირაღდანი იქვე მიაგდო,

ცეცხლი მოსტაცეს ფერიათა თეთრმა გუნდებმა,

და არვინ უთხრა – ჩირაღდანი ნიმფებს მიაქვთო.

რომ კაცთა მოდგმას დაავიწყდეს ძველი განცდანი,

რომ ადამიანს ტრფობამ სული ვერ დაუბინდოს,

რომ მიჯნურობით არ ეწამონ ძენი კაცთანი,

ნიმფამ მოსტაცა სიყვარულის ცეცხლი კუპიდონს.

აგერ, გამოჩნდა ცივი წყარო ნიმფას წინარე

და მანაც წყალში გადააგდო ალი წყეული.

ჩამქრალ ჩირაღდნით უცებ გათბა თვითონ მდინარე,

ავადმყოფთათვის სამკურნალო წყლებად ქცეული.



მეც სააქიმოდ მოველ, მაგრამ უკვე ვიცი მე:

ტრფობა რომ ათბობს, იმ წყლით ტრფობას ვერ გავიცივებ!




აი ამ სიახლით დამთავრდა შექსპირის სონეტები იმედია მოგეწონათ ამ გენიოსი მწერლის ნაშრომი
+ -
0



მარად ანთებულ ჩირაღდანთან სძინავს კუპიდონს

და შეხეთ, ნიმფამ გადაწყვიტა ერთი მზაკვრობა:

სურს, რომ ჩირაღდანს ცეცხლის ძალა გამოუფიტოს

და ყინულოვან ღელის წყალში ცდის მის ჩაქრობას.

უზენაესი სიყვარულის ცეცხლი რა იქნა?

წყალს გადაედო რაც ჩირაღდანს ძალა ებადა,

უბრალო ღელე სამკურნალო წყლად გარდაიქმნა,

განმკურნებელად ათასნაირ სნეულებათა.

ღმერთმა ის ცეცხლი კვლავ აანთო სატრფოს თვალთაგან,

მკერდზე მომადო ჩირაღდანი ალის ნაკადით,

მეც სიყვარულის შემოტევამ მყისვე გამთანგა

და ჯავრიანი სამკურნალო წყლისკენ გავქანდი.



შველა ვერ ვპოვე, ახლა უკვე იმ აზრს ვადგივარ, -

მხოლოდ მიჯნური თუ მომირჩენს მძიმე სატკივარს.
+ -
0


მე სიყვარულში ცოდვილი ვარ, გამოგიტყდები,

მაგრამ შენ თვითონ ხომ ორკეცი ცოდვით ეწვალე:

ქმარს უღალატე, როს მე მითხარ ფიცის სიტყვები,

და მერე ჩემი სიყვარულიც ზიზღით შეცვალე.

ვიცი და მაინც სამდურავი ვეღარ გითხარი:

ფიცის გატეხის ცოდვა მადევს თავად ოცამდე:

შეცოდებაა, დარჩე ჩემგან განუკითხავი,

შეცოდებაა, მოღალატეს მევე გლოცავდე.

გამოგაცხადე მთელი ქვეყნის წმინდა საუნჯედ,

ვადიდე შენი სინაზე და შენი სიკეთე,

მე სიყვარულით შენს ცოდვებზე თვალი დავხუჭე

და სიმართლისკენ გზა ყოველი გარდავიკეტე.



ამდენ სიცრუეს როგორ ვბედავ, ნეტავ ვიცოდე,

ასე უტიფრად მშვენიერი როგორ გიწოდე.
+ -
0



ტრფობა ნორჩია, სინდისი არ მოეთხოვება,

თუმცა სინდისი ქვეყნად ტრფობას გაუჩენია,

შენც არ გაკილო ცოდვიანი ჩემი ცხოვრება,

თუკი არ გინდა, კიდევ ერთხელ ავნო შენიანს.

შენმა ღალატმა ყველაფერი წმინდა წარხოცა,

სხეულის ჟინით შემიცვალა თრთოლვა სულისა,

შენმა ღალატმა საბოლოოდ გამაავხორცა,

სულმა სხეული საბოლოოდ გააგულისა.

შენს ხსენებაზე აღზევდება ჩემი არსება,

და იამაყებს, შენ რომ ასე მოგინადირა,

ხან აღსდგება და ხანაც მონას დაემსგავსება,

ძირს დაემხობა და შეგჩივლებს თავის სატირალს.



უსინდისობად ნუ ჩამითვლი, თუ გთხოვ თანხმობას,

თუ შენთვის აღმდგარს, შენს წინაშე მინდა დამხობა.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up