
ლექსი განწირულ გრძნობაზე
ლექსები სიყვარულზე
რჩეულებში

ეს არის თინეიჯერი ბიჭის დაწერილი ლექსი, ძალიან გთხოვთ შეაფასოთ კომენტარებში.
მინდა ლექსით გამოვხატო ,
მინდა სიტყვებით დავხატო
.ჩემი გრძნობა განწირული
მე შემთხვევით გაგიცანი
,მომეწონე და მოგწერე,
შემდეგ ეს გრძნობაც ვიცანი,
და ლექსებიც დაგიწერე
შენზე ფიქრში ღამე გადის,
თანაც სიტყვები მელევა
.უკვე მგონი მთვარეც ჩადის,
ძილი მაინც ვერ მერევა
სიყვარულის ალი ამდის
ვერ ვხვდები ნეტავ რა მომდის,
დრო ძალიან ნელა გადის,
გულში ეკლები ამოდის
ალბათ შენ მე ამას მეტყვი,
ისევ ვიყოთ მეგობრები,
მაშინ მე თანხმობას გეტყვი,
მაგრამ მაინც მეყვარები.
კომენტარები (9)
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩვენმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომენტარებში დატოვა ერთი ლაზი ლექსი, მე პირადად ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე ყველასთვის ყველასთვის მენახებინა. ავტორი ჩემთვის უცნობია.