+ -
+43
პაწაწინა გოგონა


შენ ყველაზე ლამაზი ხარ და მოჰგავხარ ზღვას,
შენი ერთი გაცინება მიჯობს მზის სხივს ნაზს.
მაგ პატარა გულის ძგერა მესმის ყოველ წამს,
და ჩამესმის ნოტებივით შენი ნაზი ხმა.
შენი ერთი გამოხედვა მიჯობს ვარსკვლავს, ცას.
პაწაწინა გოგონა ხარ აფერადებ ცას,
მზე დაჩრდილე სილამაზით ააღელვე ზღვა,
ამ ლექსს გიძღვნის სიყვარულით შენი ნიკუშა.
+ -
+20
ეძღვნება ჩემ ორ მეგობარს ბაქარის და ბორიას


ლხინში ბევრს გაახსენდები,
ჭირში ახსოვხარ ცოტასა,
გაივლის დრო და მიხვდები,
ვინც იმსახურებს ძმობასა...

კაცი მეგობრით ცოცხლობსა,
მეგობრობაა მთავარი,
შენს ჭირს ვინც არა გლოვობსა,
ის მეგობარი არ არის...

მეგობრისათვის, რას ამბობ,
არ დავიშურებ თავსაო,
მას სულის წადილს გავანდობ,
აღვიქვამ, როგორც ძმასაო...

და მეგობარიც დამიცავს,
თავისი სისხლის ფასადა,
ერთმანეთს გულში ჩავიკრავთ,
ერთობა გასტეხს ქვასაცა!!!
+ -
+53
ყველაზე ალალი, ყველაზე მართალი
კაცის თუ ქალის მუდამ მხლებელი
მეგობრობაა დიდი საუნჟე
ადამის, ევას მაცოცხლებელი.
+ -
+153
ლექსი მეგობარზე


ხელი მომეცი მეგობარო,რამე მიშველე
თორემ ჩამყლაპა ამ ცხოვრებამ ასე უჩუმრად,
ან ხმა გამეცი დამიძახე ან დამიწერე,
რომ წავიკითხო გავიგონო ან უნებურად.



დანარჩენი სრულიადში
+ -
+761
ლექსები მეგობარზე - ახალი კრებული (5 ლექსი)


შენ რომ გაუგებ და გაგიგებს ეს სულ სხვა არის,
ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილ მეგობარს,
შენი ტკივილი რომ სტკივა და შენს ლხინს შეჰხარის,
შენ რომ ენდობი და ყოველთვის ისიც გენდობა..

არ უღალატო,არ გასწირო ნუ გასცვლი სხვაზე.
თორემ იმ სხვასაც ვერ გაუგებ დაიმახსოვრე,
მეგობრობა ეს ნიჭია ღმერთმა გიბოძა,
მაგრამ ეს ნიჭი ყველას არ აქვს მინდა იცოდე.

უმეგობროდ ჩათვალე რომ ცოცხალი არ ხარ,
მაშ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას უაზროდ გავლილს,
არ იმეგობრო იმასთან ვინც მხოლოდ გჭირდება
მეგობარი არის მთელი ცხოვრების აზრი..


დანარჩენი სრულიადში

.
+ -
+250
ჩვენი მეგობრობა, ჩვენი სიყვარული.


ჩვენი მეგობრობა,ჩვენი სიყვარული,

ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს,

ჩვენი მეგობრული სიყვარული,

სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს,

ჩვენი მხიარული სახეები

არასდროს მწუხრით არ შეცვლილიყოს,

ჩვენი უცოდველი ნაბიჯები,

მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს.



გაგრძელება სრულიადში


.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up