ლექსი დედაზე

+ -
+15

მე და შენ ერთი გული გვაქვს დედი,
მე და შენ ერთი სულის ვართ შვილო...
შენი სიცოცხლით შესხმული ფრთებით
მთხოვე და... შევძლებ რაც უნდა იყოს!..
შენს გამო დედი,მხოლოდ შენს გამო,
ვცდილობ ყველაზე კარგი რომ ვიყო,
გაგიმზიანო ყოველი წამი-
და შენთან ერთად პეპლებსაც ვსდიო...
ვიმღერო როცა არ მემღერება,
ვიცინო რადგან არ გიყვარს ცრემლი...
მინდა აგიხდეს და წინ დაგიხვდეს,
ყველა ის ნატვრა რასაც კი ელი!..
შენს გამო მინდა სიცოცხლის გზებზე
ერთი ათასად სიკეთე ვთესო,
რომ არ გეტკინოს,რომ არ შეშფოთდე,
რომ არ შეგცივდეს სულზე უთბესო.
მე და შენ ერთი გული გვაქვს დედი,
მე და შენ ერთი სულის ვართ შვილო...
შენი სიცოცხლით შესხმული ფრთებით
მთხოვე და შევძლებ რაც უნდა იყოს!..


/ ია ნანეიშვილი /

მსგავსი სიახლეები

კომენტარები 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
up