sitename
მონათესავე სულები
12.09.2012 3 229 0 lutecia

მონათესავე სულები

ჩანახატები
რჩეულებში
ხალხმრავალ ქუჩაში გოგო მიდიოდა,თითქოს სხვებისგან არაფრით გამორჩეული და მაინც…სხვანაირი იყო ეს გოგო.რაღაცნაირი უემოციო სახე ჰქონდა,თითქოს არაფერი აღელვებდა და აფიქრებდა,ვერ ამჩნევდა ირგვლივ მოფუსფუსე ადამიანებს,არ უსმენდა ქუჩის ყურისწამღებ ხმაურს.მიაბიჯებდა გოგო და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა.

გაურკვეველი ბურანიდან ხელზე შეხებამ გამოაფხიზლა და იქვე “თვალებს არ ვუჯერებ,ნუთუ შენ ხარო?!”_საოცრად თბილი ხმაც ჩაეღვარა ყურში.გვერდით ბიჭი მოსდევდა,უცნობი და უცნაური.ისეთი აღტაცებით უცქერდა,ისე გამეტებით უჭერდა ხელს მაჯაზე თავის მონაპოვარს,გოგომ შეპასუხებაც ვერ მოახერხა.ბიჭი კი შეუჩერებლად იმეორებდა ერთიდაიგივეს,თან ატყვევებდა საოცრად მწველი მზერით,თითქოს აგვისტოს მზე უგიზგიზებსო თვალებში.

_”მე რომ პირველად გხედავო?!”_ბოლოს ძლოვს-ძლივობით ამოღერღა გოგომ.

_”ეგ არაფერიო”_არც კი შემკრთალა ბიჭი,_”სამაგიეროდ მე გიცნობ კარგად,ჩემი სიზმრების ფერია,შენ ჩემი სულის ხსნა ხარო.”

გოგოს თავადაც უკვირდა,რომ ეს უცნაური ბიჭი ოდნავაც არ აფრთხობდა,არ აკრთობდა.პირიქით,საოცრად ახლობელიც კი ეჩვენა იგი,იმდენად,რომ მოუნდა,თვალდახუჭულს ევლო მის გვერდით,ბოლომდე მინდობილს,ევლო და გზას არ ქონოდა დასასრული.და მერე,ჰიპნოზის უცნაურ ქსელში გაბმული გოგო კი არ ისმენდა,უკვე თავად ხედავდა ბიჭის სიზმრებს:

ყვითელი იყო ირგვლივ ყველაფერი,ქვიშა,ცა,ჰაერი.თითქოს მზეს აევსო დედამიწა.მოშორებით გავარვარებულ ქვიშას გადღაბნილ ლაქად აჩნდა გამოფიტული,მომჩვარული სხეული.აი,ამ ბიჭის სხეული.დახეთქილ ტუჩებს სისხლი შეხმობოდა,ძლივსშესამჩნევად უფეთქავდა ყელზე არტერია,დროდადრო ახელდა სხივჩამქრალ თვალებს და ფოკუსდაკარგული მზერა ამაოდ დაეძებდა უდაბნოში მხსნელს.მერე შორს წერტილი გამოჩნდა და…ცისფერი იყო.ახლოვდებოდა და იმედი მოჰქონდა.წერტილი ლაჟვარდის სფეროდ იქცა,სფერო_გოგოდ.აი,ამ გოგოდ.წინ გამოწვდილ ხელებში ამფორა ეჭირა,კი არ მოდიოდა,მოსრიალებდა თითქოს.მოუახლოვდა,ჭურჭელი მაღლა ასწია და იქიდან გადმოღვრილი სითხე აპკურა მზით დამწვარ სხეულს.ბიჭი ახლა თვითონ გახდა მაცოცხლებელი სითხის ჭურჭელი,ნელ-ნელა აივსო,აივსო და თვალები გაახილა.გამქრალიყო დამაბრმავებელი სიყვითლე,ლაჟვარდისფერი იყო მთელი დედამიწა.

_”მუდამ მტანჯავდა წყურვილი,მაგრამ წყლის არა,გრძნობები მწყუროდა,ადამიანები მწყუროდა,სითბო,სიყვარული,თანაგრძნობა”_ჩაესმოდა თვალდახუჭულ გოგოს ბიჭის ხმა_”და მეშინოდა,რომ ეს წყურვილი ბოლოს მომიღებდა,მაგრამ ახლა გიპოვე და სული დამიამდაო.”

გოგოს უნდოდა ეთქვა,არა მთელი ქუჩის გასაგონად ეყვირა,რომ თვითონაც ეშინოდა,თვითონაც ეძებდა,რომ ახლა ბედნიერი იყო და ასე ივლიდა,თვალდახუჭული,ამ ბიჭთან ერთად ქვეყნის კიდემდე.

_”არ აღელდეთ,ქალიშვილო,სიმშვიდე შეინარჩუნეთ,ახლავე გაგანთავისუფლებთ.”_ვიღაცის უხეშმა ხმამ,როგორც ფრთაშეკვეცილი ჩიტი,ისე დაანარცხა დედამიწას.გოგომ თვალი გაახილა,გარს თეთრხალათიანები ეხვივნენ,ხელებს უგრეხდნენ ბიჭს და უკან ქაჩავდნენ.ის უძალიანდებოდა,ხელიდან უსხლტებოდა,გოგოსკენ იწევდა,მაგრამ ისევ იჭრდნენ და ქაჩავდნენ.გოგო ხედავდა ერთმა,ყველაზე მოხერხებულმა,როგორ გაუკეთა მკლავში ნემსი,მერე გადააცვეს უმკლავო პერანგი და გაათრიეს მანქანისკენ,რკინის ყუთს რომ გავდა.ხედავდა გოგო,ისევ იმ,ფოკუსდაკარგულ მზერას და არ იცოდა,როგორ ეშველა მისთვის.

მერე წვიმა წამოვიდა,კოკისპირული.ხალხმრავალი ქუჩა უცებ გაიკრიფა.მარტო გოგო იდგა,აბუზული,როგორც ბეღურაა ხოლმე იანვარში და ჩუმად მისტიროდა მონათესავე სულს…
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
მარტოსული
მარტოსული
მარტოსული
15.01.14 ჩანახატები
შემოდგომის ცივი სიო სახეზე სასიამოვნოდ დამთამაშებდა. .აივანზე ვიჯექი ფეხებმოხრილი და ცხელ შოკოლადს ვსვამდი.ვფიქრობდი ჩემს აწმყოზე,წარსულზე და მომავალზე.თუ როგორი
რომანტიკის დამთხვევა
რომანტიკის დამთხვევა
რომანტიკის დამთხვევა
09.08.12 ჩანახატები
ბავშვებო ცოტა დაბნეული ვარ. ეს არის ჩემ მიერ დაწერილი პირველი ნოველა ვნახოთ თუ კი მოგეწონებათ სხვებსაც დავწერ და დავდებ, მაგრამ აქედანვე გაფრთხილებთ, რომ ძირითადად
დასასრული - The end
დასასრული - The end
დასასრული - The end
12.08.12 ჩანახატები
იისფერი ბედნიერება
იისფერი ბედნიერება
იისფერი ბედნიერება
29.12.11 ჩანახატები
:good: დღეს მთელი დღე ვფიქრობდი...არ ვიცი რაზე...თითქოს რაღაც მაწუხებდა,თავს მოუსვენრად ვგრძნობდი და ვნერვიულობდი... უკვე ერთი კვირაა რაც იისფერ ბედნიერებაზე
ჩანახატები - ოცნება ზღაპრული სამყაროა
ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება
ჩანახატები - საკითხავი
ჩანახატები - საკითხავი
ჩანახატები - საკითხავი
19.06.11 ჩანახატები
ბედავ და ამბობ "მარტო ვარო"?!.... თვალებს ხუჭავ და სიბნელეში ამბობ ხომ?!... საერთოდ იცი სიმარტოვე რას ნიშნავს?!... რა გრძნობაა?!.. როგორი ტკივილია?!... არ იცი!... არ იცი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.