sitename
ჰეი შენ! ჰო შენ, შენ გეუბნები!
14.03.2016 1 154 0 მონიკა

ჰეი შენ! ჰო შენ, შენ გეუბნები!

ჩანახატები
რჩეულებში
ჰეი შენ! ჰო შენ, შენ გეუბნები!


ჰეი შენ! ჰო შენ, შენ გეუბნები!

მე მოპარული, ალაგ-ალაგ გარღვეული ზედა და დაფლეთილი, ორი ზომით დიდი შარვალი მაცვია, შენ ძვირადღირებული პიჯაკი და გაკრიალებული, ასევე ძვირადღირებული შარვალი.

მე ქუჩაში ვარ წიგნების მაღაზიასთან, შენ კი- საკლასო ოთახში.

მე მცივა, შენ- თბილად ხარ. მე მშია- შენ ამდილით, დედამ ბუტერბროდი გაგიკეთა (რომ იცოდე მე დედა არ მყავს, მაშასადამე არც ბუტერბროდი მაქვს)

მე სწავლა მინდა, შენ კი- გეზარება.

მე წიგნები მინდა, შენ კი- წიგნს არ ეკარები. მე კითხვა მინდა, შენ-კითხვას თამაშს ამჯობინებ. მე მობილური მინდა, შენ კი- ამტვრევ რომ ახალი გიყიდონ. მე სიცივის გამო ვტირი, შენ იმის გამო, რომ გარეთ სათამაშოდ არ გიშვებენ.

მე უსახლკარო ძაღლი მყავს, რომელიც ქუჩაში ვიპოვე, შენ ფუმფულა ჰასკი გყავს, რომელიც მამამ დაბადების დღეზე გაჩუქა.

მე მინდა შევიყვარო ვინმე, შენ კი ყველა გეზიზღება.

მე გვერდს შორიდან მივლიან, რომ შემთხვევით არ შემეხონ, შენ კი-ყველა გეფერება, გეხუტება და გეალერსება.

მე იმის მრცხვენია, რომ გავჩნდი, შენ კი- იმის, რომ პატარა ქალაქში გაჩნდი.

მე დედა მენატრება, შენ კი- ეჩხუბები. მე ფულის თხოვნა მიწევს უცხო ხალხისთვის, რომ შიმშილით არ მოვკვდე, შენ კი- მამას ართმევ ფულს, რომ ახალი ვიდეო თამაში იყიდო.

მე ახლა ვტირი, შენ კი-იცინი.

ხედავ, რამდენი განსხვავებაა ჩვენ შორის?!

ჰეი შენ! ჰო შენ! შენ გეუბნები, შენ და შენნაირებს, თქვენ, ეს ადვილი გგონიათ!

არასდროს გაბედოთ ცხოვრებით უკმაყოფილო იყოთ! ჯერ მე შემომხედეთ! მერე კი ვნახოთ როგორ იწუწუნებთ!
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
მარტოსული
მარტოსული
მარტოსული
15.01.14 ჩანახატები
შემოდგომის ცივი სიო სახეზე სასიამოვნოდ დამთამაშებდა. .აივანზე ვიჯექი ფეხებმოხრილი და ცხელ შოკოლადს ვსვამდი.ვფიქრობდი ჩემს აწმყოზე,წარსულზე და მომავალზე.თუ როგორი
ლიზი
ლიზი
ლიზი
16.09.12 ჩანახატები
დედა მიყვარხარ
ცხოვრება!!!
ცხოვრება!!!
ცხოვრება!!!
14.09.11 ჩანახატები
ეს ცხოვრება სპექტაკლია,რომელიც სავსეა დრამატული,ტრაგიკული და ბედნიერი წუთებით.ყოველი ჩვენგანი ამ სპექტაკლის მთავარი გმირია....სპექტაკლის რეჟისორი კი უფალია.....უფალი
ტირილი მინდა
ტირილი მინდა
ტირილი მინდა
05.09.11 ჩანახატები
ტირილი მინდა... მაგრამ ცრემლები არ მომდის... მინდა თვალები დავხუჭო და გავქრე... ან შენ გაგაქრო... არა, რა სისულელეს ვამბობ... შენ ხომ ცხოვრებას მილამაზებ... ქვეყანა რომც
დე,ნუღარ ტირი რა გთხოვ...
დე,ნუღარ ტირი რა გთხოვ...
დე,ნუღარ ტირი რა გთხოვ...
19.06.11 ჩანახატები
დე,ნუღარ ტირი რა გთხოვ... მელეპარაკე ისევ... და ისევ მომეფერე.. მე შენს ყველა შეხებას ვგრძნობ..მომიყევი შენზე..დე,ძალიანმაინტერესებსროგორი ხარ..ლამაზი იქნები... მერე
ჩანახატები - საკითხავი
ჩანახატები - საკითხავი
ჩანახატები - საკითხავი
19.06.11 ჩანახატები
ბედავ და ამბობ "მარტო ვარო"?!.... თვალებს ხუჭავ და სიბნელეში ამბობ ხომ?!... საერთოდ იცი სიმარტოვე რას ნიშნავს?!... რა გრძნობაა?!.. როგორი ტკივილია?!... არ იცი!... არ იცი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.