+ -
-2


კამერუნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — აფრიკის ფედერაციისა და ფიფა-ს წევრი საფეხბურთო ნაკრები. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო 7-ჯერ (1982, 1990, 1994, 1998, 2002, 2010 და2014), რაც ყველაზე მეტია აფრიკული ნაკრებების ისტორიაში, თუმცა გუნდი მხოლოდ ერთხელ გაცდა ჯგუფურ ეტაპს. კამერუნი არის ერთადერთი აფრიკული გუნდი, რომელიც გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედ ფინალამდე, 1990 წლის გათამაშებაში, დამატებით დროში დამარცდა ინგლისის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.
+ -
+2
მექსიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები


მექსიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები - წარმოადგენს მექსიკას სხვადასხვა საფეხბურთო სანაკრებო ტურნირებზე. მას მართავ მექსიკის ფეხბურთის ფედერაცია. იგი არის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები კონკაკაფის ჩემპიონატზე. იგი ასევე ითვლება ერთ-ერთ უძლიერესად ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.
+ -
0



ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — ფიფასა და უეფას წევრი ნაკრები. 1998 წელს მიაღწია ისტორიაში უდიდეს წარმატებას, მიიღო რა ბრინჯაოს მედლები მსოფლიო ჩემპიონატზე.
+ -
+1


ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს ბრაზილიას მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში და მას ადმინისტრირებას ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია უწევს. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელმაც 5-ჯერ (1958, 1962, 1970, 1994, 2002) აიღო თასი. ცნობილი გამონათქვამია:ფეხბურთი ინგლისში დაიბადა, ბრაზილიაში კი გაიზარდაო. ამჟამად ბრაზილია ფიფას რეიტინგში მეორეა, ყოველთვის უძლიერეს ნაკრებებშია და ერთადერთი გუნდია, რომელსაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.
+ -
0


ნიდერლანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წარადგენს ნიდერლანდს საერთაშორისო ტურნირებზე. მის ადმინისტრირებას ნიდერლანდის სამეფო ფეხბურთის ასოციაცია ახდენს.ნიდერლანდის ნაკრებს მოგებული აქვს 1988 წლის ევროპის ჩემპიონატი; 3-ჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 1974, 1978 და 2010 წლებში, თუმცა სამივეჯერ დამარცხდა: დასავლეთ გერმანიასთან, არგენტინასთან და ესპანეთთან, შესაბამისად.
+ -
+1



იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ეროვნული ნაკრები, გაიმარჯვა ფიფას ოთხ მსოფლიო ჩემპპიონატში (1934, 1938, 1982 და 2006), ერთ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში (1968) და ერთ ოლიმპიურ თამაშებში (ოქროს მედალი 1936 წლის ზაფხულის ილიმპიადაში).
+ -
0



გერმანიის ეროვნული ნაკრები (გერმ. Die Deutsche Fußballnationalmannschaft) — საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო არენაზე. მას საერთაშორისო დონეზე ადმინისტრირებას უწევს გერმანიის საფეხბურთო კავშირი, არის უეფა-სა და ფიფა-ს წევრი და მონაწილეობს მათი ეგიდით ჩატარებულ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე.
+ -
0


საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — ევრო 2004-ის გამარჯვებული. საბერძნეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა 1994 წელს, მეორედ კი 2010 წელს. ამ ჩემპიონატზე ნაკრებმა პირველად გაიფორმა გამარჯვება. 2014 წელს კი პირველად შეძლო ჯგუფური ეტაპის გადალახვა და გავიდა მერვედფინალში.
+ -
-1



საფრანგეთის ეროვნული ნაკრები — ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო არენაზე. საფრანგეთის ნაკრებმა გაიმარჯვა 1998 წლის ფიფას მსოფლიო თასის გათამაშებაში, ხოლო 2006 წელს გავიდა მსოფლიო თასის ფინალში. საფრანგეთის ნაკრები არის ორგზის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი (1984, 2000). საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია უეფას წევრია.
+ -
+1
DAVID  VILLA


დავიდ ვილია სანჩესი, მეტსახელი ელ გუახე (ასტ. ბავშვი) (ესპ. David Villa Sánchez; 3 დეკემბერი, 1981; ლანგრეო, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, „მელბურნ სიტისა“ და ესპანეთის ეროვნულ ნაკრების თავდამსხმელი. მიუხედავად ბავშვობაში გადატანილი უმძიმესი ტრავმისა, მან თავისი პროფესიონალური კარიერა ხიხონის „სპორტინგში“ დაიწყო. 2 სეზონის შემდეგ, ვილია „რეალ სარაგოსაში“ გადავიდა, სადაც მას ლა ლიგის დებიუტი ჰქონდა და პირველი სერიოზული ტიტულები — ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. კატალონიურ კლუბში გადასვლამდე, ვილია „ვალენსიაში" თამაშობდა. ვილია ევრო 2008-სა და ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
+ -
+1
CESC   FABREGAS


ფრანსესკ „სესკ“ ფაბრეგასი (კატ. Francesc Fàbregas i Soler [ˈsɛsk ˈfaβɾəɣəs]; დ.4 მაისი, 1987, არენის დე მარი, კატალონია, ესპანეთი) — კატალონიელი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც წლების მანძილზე ლონდონის "არსენალში" თამაშობდა, 2011-14 წლებში "ბარსელონაში"[3], ხოლო 2014 წლის ზაფხულიდან „ჩელის“ ფეხბურთელია.
„არსენალში“ გადასვლამდე ფაბრეგასმა 17 წლამდე ნაკრებების ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც არაერთხელ გამოიჩინა თავი - „ადიდასისა“ და ტურნირის ოქროს ბუცები მოიგო, როგორც ბომბარდირმა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ, მისმა ნაკრებმა კი მეორე ადგილი დაიკავა ბრაზილიელთა შემდეგ.
+ -
+1
SERGIO  RAMOS


სერხიო რამოს გარსია (ესპ. Sergio Ramos García [ˈserxjo ˈramos ɣarˈθi.a]; 30 მარტი, 1986) — ესპანეთის ნაკრებისა და „რეალ მადრიდის“ ფეხბურთელი.
სერხიომ ფეხბურთის თამაში 14 წლის ასაკში დაიწყო „სევილიას“ საფეხბურთო აკადემიაში. ადრეულ ასაკშივე თავისი მონაცემებით გააკვირვა მწვრთნელები და კლუბის ხელმძღვანელები. 2002 წელს გადაიყვანეს „სევილია ბ-ში“, სადაც 1 წლის განმავლობაში ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში მან ჩაატარა 26 შეხვედრა და 1 გოლი გაიტანა. რამოსმა მალევე მიიპყრო სევილიას მთავარი გუნდის ხელმძღვანელთა ყურადღება და უკვე შემდეგ სეზონში მიიწვიეს ადგილობრივი კლუბის ძირითად შემადგენლობაში. 2003 წელს ლა ლიგაში მისი დებიუტი შედგა, სერხიომ 2 წლის განმავლობაში ითამაშა „სევილიაში“, სადაც 39 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მისი გოლი „რეალ მადრიდის“ კარში. პირველ გუნდში თამაშისას სერხიო მთელმა მსოფლიომ გაიცნო, მის თამაშს თვალყურს ადევნებდნენ ევროპული გრანდების აგენტები.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up