sitename
GERARD  PIQUE
10.02.2015 1 126 0 მიშო

GERARD PIQUE

ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
რჩეულებში



ხერარდ პიკე ი ბერნაბეუ (კატ. Gerard Piqué i Bernabeu; დ. 2 თებერვალი, 1987, ბარსელონა) — ესპანელი ფეხბურთელი, თამაშობს ლა ლიგის კლუბ „ბარსელონაში“.

2004 წელს „ბარსელონას“ ახალგაზრდული გუნდიდან „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიაშურა. აქ 4 წელი გაატარა, შემდეგ კი ხოსეპ გვარდიოლას მიერ დამოძღვრილ ბარსელონაში დაბრუნდა და დაეხმარა გუნდს გამხდარიყო პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც მოახერხა ერთ სეზონში სამი ჯილდოს, ე.წ. ტრიპლეტის მოგება. პიკე იმ სამ ფეხბურთელს შორისაა (მარსელ დესაი და პაულუ სოუზა), რომლებმაც ორი წლის მანძილზე სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2009 წლის 11 თებერვალს. ნაკრებთან ერთად შეძლო 2010 წლის მსოფლიოს და 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

ხერარდ პიკე დაიბადა 1987 წლის 2 თებერვალს და იმ დღიდან მოყოლებული “ბარსელონას” კლუბის წევრია. პიკე ძალზე პატარა იყო, როდესაც კლუბში ჩაირიცხა, ხოლო 10 წლის ასაკში Avelin B–ს წევრი გახდა. მას შემდეგ “ბარსას” მესამე ნომერმა კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა. Cadet B-ში თამაშის დროს პიკეს მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იყო, რომელიც მას “ბარსელონაში” დაბრუნების შემდეგ, პეპ გვარდიოლას თანაშემწის როლში დახვდა. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, პიკემ უნივერსალურობამდე მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველი იყო, არც გოლების გატანას ერიდებოდა. 2003/04 წლების სეზონში ახალგაზრდა მცველმა მშობლიურ კლუბთან გამომშვიდობება და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება გადაწყვიტა. ინგლისში გადაბარგებიდან სამ კვირაში მას ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა, როდესაც “მანჩესტერი” კერლინგის თასზე “ქრიუ ალექსანდრას” დაუპირისპირდა. ფერგისუონის გუნდში პიკე 2005/06 წლების სეზონის გაჩერდა, შემდეგ კი “სარაგოსაში” იქნა განათხოვრებული. არაგონულ კლუბში პიკე უმეტესად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. 2006/07 წლებში, “სარაგოსას” შემადგენლობაში, იმედისმომცემმა მცველმა 22 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 18 -ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა. იმ სეზონში პიკეს გუნდში გაბრიელ მილიტოსთან ერთად უწევდა თამაში. ეს უკანასკნელი კი მოგვიანებით მისი თანაგუნდელი “ბარსელონაშიც” გახდა. 2007/08 წლების სეზონი პიკემ კვლავ “მანჩესტერში” გაატარა და როგორც პრემიერლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა. უმაღლეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე კი კატალონიელმა ფეხბურთელმა ორი გოლის გატანა მოახერხა. 2008/09 წლების სეზონში კი პიკე სამშობლოში დაბრუნდა. “ბარსელონაში” დაბრუნებიდან პირველივე სეზონში კი პიკემ დაამტკიცა, რომ პეპ გვარდიოლა მასზე იმედებს ტყუილად არ ამყარებდა. ცოტა ხანში პიკე კლუბისთვის შეუცვლელ ფიგურად იქცა და ტრიუმფალურ სეზონში ჩატარებულ 45 შეხვედრაში თავი გატანილი გოლით სამჯერ გამოიჩინა. პიკე როგორც დაცვითი ფუნქციების კარგი შესრულებით, ასევე შეტევების წამოწყებით და მათ დასკვნით ეტაპზე კარგი თამაშითაც გამოირჩეოდა. ამის ნათელი მაგალითია მისი მოგვარის სახელობის სტადიონზე, “რეალთან” 6:2 მოგებულ შეხვედრაში მის მიერ გატანილი ბოლო გოლი. გარდა საკლუბო წარმატებისა, პიკესთვის არც ნაკრებში თამაშია უცხო. კატალონიელ ფეხბურთელს ესპანეთის 21 წლამდელთა გუნდთან ერთად კანადის 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 19 წლამდელთა ნაკრებში პოლონეთის 2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე (რომელიც ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა) და 17 წლამდელთა ნაკრებში საფრანგეთის 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე (ესპანეთი ფინალში დამარცხდა) მონაწილეობდა. 2009 წლის 6 თებერვალს კი პიკემ ეროვნულ ნაკრებსაც გაუგო გემო, ითამაშა რა საებიუტო შეხვედრა ინგლისთან. ოფიციალურ დონეზე კი კანტერანომ 2009 წლის კონფედერაციის თასზე, სამხრეთ აფრიკაში ითამაშა. თვისებები კატალონიელი ფეხბურთელი საკმაოდ მაღალი, 192 სანტიმეტრია და 86 კილოს იწონის. ამ მონაცემების საშუალებით იგი კარგად იბრძვის მეორე სართულზე. გარდა ამისა, ამ თვისებებს პიკე კარგად იყენებს შეტევის დროსაც. გარდა ცენტრალური მცველისა, პიკეს თამაში საყრდენ ნახევარმცველადაც შეუძლია, რაც მან “სარაგოსაში” ასპარეზობის პერიოდში დაამტკიცა. მიღწევები ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატი – 2008/09, 2009/10, 2010/11 ესპანეთის თასი – 2008/09 ესპანეთის სუპერთასი – 2009/10, 2010-11 ჩემპიონთა ლიგა – 2008/09, 2010/11 ევროპის სუპერთასი – 2009/10 მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10 მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგა – 2007/08 კერლინგის თასი – 2005/06 ჩემპიონთა ლიგა – 2007/08 ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი - 2010 ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონი – 2005/06 ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი – 2003/04

ჯილდოები:

Manchester United
Premier League: 2007–08
FA Community Shield: 2007
UEFA Champions League: 2007–08


Barcelona
La Liga: 2008–09, 2009–10, 2010–11, 2012–13
Copa del Rey: 2008–09, 2011–12
Supercopa de España: 2009, 2010, 2011, 2013
UEFA Champions League: 2008–09, 2010–11
UEFA Super Cup: 2009, 2011
FIFA Club World Cup: 2009, 2011



Spain
FIFA World Cup: 2010
UEFA European Championship: 2012
UEFA U-19 European Championship: 2006

Individual
La Liga Breakthrough Player of the Year: 2009
La Liga Best Defender: 2010
FIFA/FIFPro World XI: 2010, 2011, 2012
UEFA Team of the Year: 2010, 2011, 2012
ESM Team of the Year: 2011, 2014
UEFA Euro Team of the Tournament: 2012


Decorations
Gold Medal of the Royal Order of Sporting Merit: 2011


GERARD  PIQUE
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
ALEXSIS   SANCHEZ
ALEXSIS   SANCHEZ
ALEXSIS SANCHEZ
07.10.14 ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
ალექსის ალეხანდრო სანჩეს სანჩესი (ესპ. Alexis Alejandro Sánchez Sánchez; დ. 19 დეკემბერი 1988, სანტიაგო) — ჩილელი ფეხბურთელი. თამაშობს თავდამსხმელის პოზიციაზე.
ALVARO  ARBELOA
ALVARO  ARBELOA
ALVARO ARBELOA
18.09.14 ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
ალვარო არბელოა კოკა (ესპ. Álvaro Arbeloa Coca; 17 იანვარი 1983, სალამანკა, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალის“ მცველი. ალვარომ „რეალთან“ კონტრაქტი ადრეულ
Roberto Carlos
Roberto Carlos
Roberto Carlos
13.06.14 ბიოგრაფიები
რობერტო კარლოს და სილვა როხა დაიბადა 1973 წლის 10 აპრილს ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში. ახლა ის ბრაზილიურ ”კორინთიასში” გამოდის და ამპლუით მარცხენა მცველია. კარლოსმა 3-ჯერ
Xavier
Xavier
Xavier "Xavi" Hernández i Creus
10.06.14 ბიოგრაფიები
ჩავიერ „ჩავი“ ერნანდეს ი კრეუსი (კატ.: Xavier "Xavi" Hernández i Creus [ˈʃaβi]; დ. 11 მაისი, 1984, ტერასა, კატალონია, ესპანეთი) – ცნობილი კატალონიელიფეხბურთელი, ლა ლიგის
ლიონელ მესი
ლიონელ მესი
ლიონელ მესი
22.05.14 ბიოგრაფიები
ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი (ესპ. Lionel Andres Messi; დ. 24 ივნისი, 1987, როსარიო, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელიფეხბურთელი, რომელიც თამაშობს „ბარსელონასა“
ანდრეს ინიესტა
ანდრეს ინიესტა
ანდრეს ინიესტა
22.05.14 ბიოგრაფიები
ანდრეს ინიესტა ლუხანი (ესპ. Andrés Iniesta Luján; დ. 11 მაისი, 1984, ფუენტეალბილია, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი. ესპანეთის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.