sitename
IKER  CASSILLAS
10.02.2015 1 184 0 მიშო

IKER CASSILLAS

ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
რჩეულებში


იკერ კასილას ფერნანდესი (ესპ. Iker Casillas Fernández; დ. 20 მაისი 1981, მოსტოლესი, მადრიდი) — ესპანელი მეკარე, საფეხბურთო კლუბ „მადრიდის რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი. 2-ჯერ ევროპის ჩემპიონი (2008 და 2012) და მსოფლიოს ჩემპიონი (2010). „მადრიდის რეალის“ რიგებში მან 5-ჯერ მოიგო ლა-ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი და 4-ჯერ დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს. ევროპულ და საერთაშორისო საკლუბო დონეზე იკერი 3-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 2-ჯერ უეფას სუპერთასის მფლობელი და ერთხელ დაეუფლა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს.

იკერ კასილიასი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. 5-ჯერ არის დასახელებული მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ (2008, 2009, 2010, 2011, 2012)[2], 2000 წელს ახალგაზრდა იკერ კასილიასი გახდა ბრავოს თასის მფლობელი[3], შემდეგ კი 2007/08 წლების სეზონის შემდეგ კი დაეუფლა ზამორას თასს. 2010 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკაში და დასახელდა ტურნირის საუკეთესო კარის დარაჯად, ამისთვის კი დააჯილდოვეს ოქროს ხელთათმანით. 6-ჯერ შევიდა უეფას მიერ დასახელებულ სიმბოლურ ნაკრებში (2007,2008,2009,2010,2011,2012), 5-ჯერ არის შესული მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში (2008, 2009, 2010, 2011, 2012,) ევროპის ჩემპიონატებზე 2008 და 2012 წელს და მსოფლიო ჩემპიონატზე 2010 წელს იკერ კასილასი მოხვდა ტურნირების სიმბოლურ ნაკრებებში.

იკერ კასილიასი რეკორდსმენია ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით (156 შეხვედრა). ასევე მას ეკუთვნის რეკორდი კარის მშრალად შენახვისთვის, მას 73 ჩატარებულ შეხვედრაში ნაკრებში გოლი არ გაუშვია. ასევე ნაკრებში ეკუთვნის რეკორდი მოგებული შეხვედრების მიხედვით, მან ნაკრების მაისურით 95 გამარჯვება იზეიმა.

სამი ფეხბურთელიდან კასილიასი ერთ-ერთია, რომლებმაც კაპიტნის რანგში მოიგეს როგორც ჩემპიონთა ლიგა, ისე ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები.

კასილიასი დაიბადა მადრიდში 1981 წელს და მთელი თავისი კარიერა გაატარა „რეალში“, სადაც მოხვდა 8 წლის ასაკში. 1999/2000 წლების სეზონში კასილასმა თავისი წარმატებული კარიერისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა: მან შეცვალა ტრავმირებული ბოდო ილგნერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ვალენსიას“ წინააღმდეგ და კლუბს დიდი დახმარება გაუწია ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. კასილასი დაკარგა ფორმა რის გამოც მთავარი მეკარე სესარი გახდა, მაგრამ კასილიასი დაბუნდა ძირითად შემადგენლობაში, მან სწორედ ტრავმირებული სესარი შეცვალა 2002 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. იკერი მთელი შეხვედრა შესანიშნავად გამოიყურეოდა და არაერთხელ გადაარჩინა თავისი კლუბი გაშვებულ გოლს. საბოლოოდ „რეალმა“ 2:1 სძლია მეტოქე „ბაიერ ლევერკუზენს“ და ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა. 2002/03 წლის სეზონში კასილასი იყო „რეალის“ ძირითადის მეკარე და კლუბის ღირსება დაიცვა ჩემპიონთა ლიგის 15 თამაშში.

2003/2004 წლის სეზონში კასილიასმა გამოტოვა მხოლოდ 1 შეხვედრა. ამ წელს „რეალმა“ ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მხოლოდ ესპანეთის თასის ფინალში გასვლა მოახერხა.

2011/2012 წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონში „რეალმა“ გააღწია ნახევარფინალამდე, სადაც მისი მეტოქე „მიუნხენის ბაიერნი“ იყო. პირველ შეხვედრაში „რეალმა“ 2:1 წააგო, განმეორებით შეხვედრაში ამავე ანგარიშით მოიგო დამატებით ტაიმებში გოლი არ გასულა და თერთმეტმეტრიანების სერიით „ბაიერნი“ ფინალში გავიდა. კრიშტიანუ რონალდუმ და კაკამ ვერ გამოიყენეს თავიანთი დარტყმები, კასილიასმა ამის შემდეგ 2 ბურთის მოგერიება შეძლო და ინტრიგა დააბრუნა, თუმცა თავისი შანსი ვერ გამოიყენა სერხიო რამოსმაც და „რეალი“ ფინალში ვერ გავიდა. ამ სეზონში კი „სამეფო კლუბმა“ მოახერხა და გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

2012 წლის 22 დეკემბერს ლა-ლიგის მე-17 ტურში „მალაგას“ წინააღმდეგ კასილიასი პირველად დიდი ხნის მანძილზე მოხვდა სათადარიგოთა სკამზე მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებით. ძირითად მეკარედ ანტონიო ადანი დადგა. შეხვედრა „რეალმა“ 2:3 დათმო. შემდეგ შეხვდრაში „რეალ სოსიედადთან“ იკერი ისევ მწვრთნელის გადაწყვეტილებით სათადარიგოთა სკამზე დარჩა. 2013 წლის 23 იანვარს კი სათასო შეხვედრაში „ვალენსიას“ წინააღმდეგ კასილიასმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მას ხელზე ოპერაცია დასჭირდა. თებერვლის დასასრულს კი ცნობლილი გახდა რომ მეკარეს კიდევ ერთი თვის გამოტოვება მოუხდებოდა.

იკერ კასილიასი გამოიძახეს ნაკრებში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, თუმცა მას მოედანზე გასლა არ მოუწია.

2 წლის შემდეგ კი კასილიასი სანტიაგო კანისარესის შემცვლელი იყო მსოფლიო ჩემპიონატში იაპონია-კორეაში. ამ ტურნირზე კანისარესმა ტრავმა მიიღო რის გამოც ბოლო შეხვედრების თამაში ტურნიზე ახალგაზრდა მეკარეს მოუწია. მან ითამაშა პარაგვაის წინააღმდეგ შემდეგ კი ირლანდიელებთან შეხვედრაში მატჩის გმირად იქცა. პენალტებს სერიაში გამარჯვებით ესპანეთი მეოთხედფინალში გავიდა.

იკერმა ითამაშა 8 თამაში ევრო 2004-ის შესარჩევ ეტაპზე, სადაც გაუშვა 4 გოლი, ასევე იყო ძირითადის მეკარე ჯგუფურ ეტაპზე. ესპანეთმა მაშინ ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა.

2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე იყო ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, ტურნირზე ჩაატარა ყველა შეხვედრა და მოიგო ოქროს მედალი. 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე იკერი იყო კაპიტანი და ამჯერადაც მოიპოვა მისმა გუნდმა ოქროს მედლები. 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე ისევ იკერი იყო კაპიტანი და ამჯერადაც მისმა გუნდმა მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება.
ჯილდოები:

Real Madrid
UEFA Champions League: 1999–2000, 2001–02, 2013–14
UEFA Super Cup: 2002, 2014
Intercontinental Cup: 2002
FIFA Club World Cup: 2014
La Liga: 2000–01, 2002–03, 2006–07, 2007–08, 2011–12
Copa del Rey: 2010–11, 2013–14
Supercopa de España: 2001, 2003, 2008, 2012~



Spain
FIFA World Cup: 2010
UEFA European Championship: 2008, 2012

Individual
Bravo Award: 2000
UEFA Team of the Year: 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012
Zamora Trophy: 2008
FIFA/FIFPro World XI: 2008, 2009, 2010, 2011, 2012
LFP Best Goalkeeper: 2009, 2012
FIFA World Cup Golden Glove: 2010
FIFA World Cup Team of the Tournament: 2010
Best European Goalkeeper: 2010
UEFA Euro Team of the Tournament: 2008, 2012
IFFHS World's Best Goalkeeper: 2008, 2009, 2010, 2011, 2012


Decorations
Gold Medal of the Royal Order of Sporting Merit: 2009
Favourite son of Navalacruz: 2010
Favourite son of Móstoles: 2010


IKER  CASSILLAS












კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
Roberto Carlos
Roberto Carlos
Roberto Carlos
13.06.14 ბიოგრაფიები
რობერტო კარლოს და სილვა როხა დაიბადა 1973 წლის 10 აპრილს ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში. ახლა ის ბრაზილიურ ”კორინთიასში” გამოდის და ამპლუით მარცხენა მცველია. კარლოსმა 3-ჯერ
Gianluigi Buffon
Gianluigi Buffon
Gianluigi Buffon
13.06.14 ბიოგრაფიები
ჯანლუიჯი ბუფონი (იტალ. Gianluigi Buffon; დ. 28 იანვარი, 1978) — იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე. ჯანლუიჯი ბუფონი სპორტულ
Xavier
Xavier
Xavier "Xavi" Hernández i Creus
10.06.14 ბიოგრაფიები
ჩავიერ „ჩავი“ ერნანდეს ი კრეუსი (კატ.: Xavier "Xavi" Hernández i Creus [ˈʃaβi]; დ. 11 მაისი, 1984, ტერასა, კატალონია, ესპანეთი) – ცნობილი კატალონიელიფეხბურთელი, ლა ლიგის
კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ
22.05.14 ბიოგრაფიები
კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ (პორტ. Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro; დ. 5 თებერვალი, 1985) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად რეალ მადრიდში
ლიონელ მესი
ლიონელ მესი
ლიონელ მესი
22.05.14 ბიოგრაფიები
ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი (ესპ. Lionel Andres Messi; დ. 24 ივნისი, 1987, როსარიო, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელიფეხბურთელი, რომელიც თამაშობს „ბარსელონასა“
ანდრეს ინიესტა
ანდრეს ინიესტა
ანდრეს ინიესტა
22.05.14 ბიოგრაფიები
ანდრეს ინიესტა ლუხანი (ესპ. Andrés Iniesta Luján; დ. 11 მაისი, 1984, ფუენტეალბილია, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი. ესპანეთის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.