sitename
PEPE
06.02.2015 1 087 0 მიშო

PEPE

ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
რჩეულებში


კეპლერ ლავერან ლიმა ფერეირა – პორტუგალიელი ფეხბურთელი.
პეპემ ფეხბურთის თამაში დაიწყო "ნაპოლიში". შემდეგ 18 წლის პეპე გადავიდა "კორინთიასში". 2001/02 სეზონში პეპე ევროპაში ჩამოვიდა და კონტრაქტი გააფორმა პორტუგალიურ "მარიტიმუსთან". "მარიტიმუში" პეპე სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა, შემდეგ კი იგი "პორტუში" გადაბარგდა.

"პეპე" ძალიან სწრაფად შეიქმნა "პორტუს" დაცვის ხაზის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად."პორტუში" მცველმა მოიგო ორჯერ პორტუგალიის ჩემპიონატი და ერთხელ პორტუგალიის თასი.

"მარიტიმუში" და "პორტუში" პეპეს თამაშმა ბევრი აღაფრთოვანა. მისი შეძენა სურდა ლისაბონის "სპორტინგს", მაგრამ ფეხბურთელის ტრანსფერი "სპორტინგში" არ გაიჩარხა.ასევე პეპეს შეძენა ძალიან უნდოდა მის ყოფილ მწვრთნელს "მარიტიმუში" .იგი პეპეს "რენში" ეპატიჟებოდა.მაგრამ ლასლო ბოლონის წინადადებაზე ცენტრალურმა მცველმა უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ პეპე კარგად თამაშობდა, მაინც მისი პროგრესი ბრაზილიის ნაკრებში არ შეიმჩნევოდა.ამის გამო პეპემ გადაწყვიტა, რომ პორტუგალიის მოქალაქეობა მიეღო და პორტუგალიის ეროვნულ გუნდში ეთამაშა.ყველა ევროპულ ნაკრებს სურდა პეპეს საკუთარ გუნდში ხილვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ცენტრალური მცველისთვის ოცნება იყო პორტუფგალიის ნაკრებში ასპარეზობა.საბოლოოდ პეპეს ორი სურვილი აუხდა, იგი თამაშობს პორტუგალიის ნაკრებში და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში "მადრიდის რეალში".

თითქმის ყველა ევროპულ გრანდს სურდა პეპეს გადაბირება, მაგრამ წარმოშობით ბრაზილიელმა მცველმა მაინც "რეალი" აირჩია.პეპე "ბლანკოსის" თვალში შემდეგი ფაქტორების გამო მოხვდა: კარგად ირჩევს პოზიციას,ბრწყინვალედ ართმევს ბურთს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს და ტაქტიკურადაც კარგად თამაშობს. "ბლანკოსში" მისვლიდან რამდენიმე თვეში "პეპემ" ესპანურ პრესასთან შემდეგი განაცხადა:"პორტუ" - ეს მხოლოდ ნაბიჯია ჩემს კარიერაში, რადგან ჩემი ოცნება დაკავშირებული იყო "მადრიდის რეალთან".

პეპე მონაწილეობდა ევრო 2008-ზე, ასევე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ის ხშირად თამაშობდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. მონაწილეობა მიიღო ევრო 2012-ზე.


ჯილდოები:


Porto

Intercontinental Cup: 2004
Primeira Liga: 2005–06, 2006–07
Taça de Portugal: 2005–06
Supertaça Cândido de Oliveira: 2004, 2006



Real Madrid

UEFA Champions League: 2013–14
UEFA Super Cup: 2014
FIFA Club World Cup: 2014
La Liga: 2008–09, 2011–12
Copa del Rey: 2010–11, 2013–14; Runner-up 2012–13
Supercopa de España: 2008, 2012; Runner-up 2011, 2014



Individual

UEFA Euro Team of the Tournament: 2008, 2012
UEFA Champions League Team of the Season: 2013–14



PEPE


კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
გიორგი   ქინქლაძე
გიორგი   ქინქლაძე
გიორგი ქინქლაძე
13.10.14 ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
გიორგი ქინქლაძე[1][2][3] (დ. 7 ივნისი, 1973, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი, გამთამაშებელი. პირველად გულშემატკივარმა გაიცნო საქართველოს
SIMONE  PEPE
SIMONE  PEPE
SIMONE PEPE
07.10.14 ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები
სიმონე პეპე (დ. 30 აგვისტო, 1983) — იტალიელი ფეხბურთელი, სერია A-ს კლუბ „იუვენტუსის“ მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი. დაიბადა კომუნა ალბანო ლაციალეში, რომთან ახლოს.
FABIO CANNAVARO
FABIO CANNAVARO
FABIO CANNAVARO
21.09.14 ბიოგრაფიები
ფაბიო კანავარო (იტალ. Fabio Cannavaro; 13 სექტემბერი, 1973) — იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი. კანავარო სკუადრა აძურას კაპიტნობდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თასის
GIORGIO  CHIELLINI
GIORGIO  CHIELLINI
GIORGIO CHIELLINI
21.09.14 ბიოგრაფიები
ჯორჯო კიელინი (იტალ. Giorgio Chiellini; დ. 14 აგვისტო, 1984) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ იუვენტუსსა და იტალიის ეროვნულ
Roberto Carlos
Roberto Carlos
Roberto Carlos
13.06.14 ბიოგრაფიები
რობერტო კარლოს და სილვა როხა დაიბადა 1973 წლის 10 აპრილს ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში. ახლა ის ბრაზილიურ ”კორინთიასში” გამოდის და ამპლუით მარცხენა მცველია. კარლოსმა 3-ჯერ
Xavier
Xavier
Xavier "Xavi" Hernández i Creus
10.06.14 ბიოგრაფიები
ჩავიერ „ჩავი“ ერნანდეს ი კრეუსი (კატ.: Xavier "Xavi" Hernández i Creus [ˈʃaβi]; დ. 11 მაისი, 1984, ტერასა, კატალონია, ესპანეთი) – ცნობილი კატალონიელიფეხბურთელი, ლა ლიგის
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.